2023 წლის ბორდის შეხვედრაზე განხილული იყო თანამედროვე ფსიქოთერაპიის მნიშვნელოვანი გამოწვევები, ამ გამოწვევათა ჭრილში სწავლების სტანდარტები, გაედლაინები და მათში შესატანი ცვლილებები, ასოციაციის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხები, დარგის კლინიკური და ეთიკური საქმიანობის საკითხები. სამეცნიერო და კვლევითი კომიტეტის შეხვედრაზე აკადემიის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, ნინო კობახიძემ წარადგინა მოხსენება 2023 წლის ოქტომბერში თბილისში დაგეგმილი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 ევროპული კონგრესის შესახებ.
„მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია“ 2020 წლიდან წარმოადგენს საქრთველოში ერთადერთ ფსიქოთერაპიის აკრედიტებულ სატრენინგო ინსტიტუტს.
2023 წლის ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა ქართული ფსიქოთერაპიისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი მიღწევებით: საქართველოს წარმომადგენლებს გადაეცათ „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ ევროპული აკრედიტაციის (EAPTI) დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის გადაცემაც ფერხდებოდა პანდემიის გამო. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი, ანანო ნიაური 2023 წლიდან გააგრძელებს ასოციაციის ეთიკის კომიტეტში საქმიანობას თანათავმჯდომარის სტატუსით. აკადემიის ადამინისტრაციული ხელმძღვანელის, ქართველი ფსიქოთერაპევტის, ნინო კობახიძის მიმართ პირდაპირი მინიჭების წესით პირველად გაიცა ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი ECP.
„მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია“ მადლობას უხდის ევროპელ კოლეგებს ქართული ფსიქოთერაპიის მხარდაჭერისთვის და განაგრძობს საქმიანობას ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოებისთვის.