Integration days 2023
“ინტეგრირებული ფსიქოთერაპია ინტეგრირებული საზოგადოებისთვის”
„ინტეგრირების დღეები“ არის მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ყოველწლიური საავტორო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოთერაპიის დარგის განვითარების ხელშეწყობას, საქართველოში, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესაძლებლობების გამოყენებას საზოგადოების მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლებისა და პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას.