2023 წლის 28-29 იანვარს მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში შედგა აკადემიისა და ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ასოციაციის (ACCPI) ერთობლივი საერთაშორისო სატრენინგო კურსი ჰიპნოთერაპიაში მოდული 1.
 
კურსზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
1. მითები და რეალობა ჰიპნოზის შესახებ
2. ტრანსული გამოცდილების არსი და თავისებურებები
3. ჰიპნოზის ნეირო – ფსიქო- ფიზიოლოგია წამყვანი თეორიების ჭრილში
4. ჰიპნოტური ფენომენის რაობა (დისოციაცია, იდეომოტორული რეაქცია, იდეოსენსორული რეაქცია, იდეოაფექტური რეაქცია, ამნეზია, დროის გამრუდება, ასაკობრივი რეგრესია, ასაკობრივი პროგრესია, ჰალუცინაციები და სენსორული მოდიფიკაციები, კატალეფსია)
5. ჰიპნოტური ინტერვენციები (ტრანსის ინდუცირება, ინდუცირების ტრადიციული მეთოდები – პროგრესული კუნთური რელაქსაცია, გაძღოლილი წარმოსახვითი ტექნიკები, ექსტერნალურ სტიმულზე ფიქსაციის ტექნიკები, ხელის ლევიტაცია, თვლის ტექნიკა. ინდუცირების არაფორმალური / მილტონ ერიქსონის ტექნიკები – ტრანსის ინდუცირება წინმსწრები გამოცდილების გამოყენებით, სენსორულ მონაცემებზე დაფუძნებით, ღია შეთავაზებების გამოყენებით. ტრანსის გაღრმავების ტექნიკები (კიბეების, ლიფტის მეტაფორა, მკლავის კატალეფსია – ვეითზენჰოფერის სცენარი). ჰიპნოტური ინტერვენციის ტექნიკები – ეგოს გაძლიერება, რეფრეიმინგი, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ტექნიკები, ჰიპნოანალიზი)
6. ტრანსის დასრულება
 
კურსის ავტორები და წამყვანები იყვნენ:
OANA MARIA POPESCU
• ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის (ECP) მფლობელი
• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის, ჰიპნოთერაპიისა და ექსპრესიული თერაპიის ტრენერი და სუპერვიზორი
• ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) წევრი
• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სატრენინგო სტანდარტების ოფიცერი და რეგისტრატორი, წევრთა კომიტეტის თანათავმჯდომარე
• ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის რუმინული ასოციაციის (ACCPI) დამფუძნებელი პრეზიდენტი
• ფსიქოთერაპიის ინტეგრირების კვლევითი საზოგადოების წევრი (SEPI)
• ფსიქოთერაპიის თვისობრივი კვლევის ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრი
• ჰიპნოფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია (EAHP)
• ბავშვებისა და ახალგაზრდების თერაპიული სერვისების ევროპული ინტერდისციპლინური ასოციაცია (EIATSCYP)
• ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA)
• პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება (ISPP) და ფსიქოლოგთა რუმინული კოლეჯი (CPR)
• რუმინული ფსიქოთერაპიული ფედერაციის ეთიკის კომიტეტის წევრი
• მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, მათ შორის: „ინტეგრირებული სტრატეგიული ფსიქოთერაპია, თეორია და პრაქტიკული გამოყენება“, ტომი 1
• „ინტეგრირებული სტრატეგიული ფსიქოთერაპია“, ტომი 2 და ა.შ
კატერინა ლევუ
• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის, ბავშვთა ფსიქოთერაპიისა და ექსპრესიული თერაპიის ტრენერი და სუპერვიზორი
• ოჯახური ფსიქოთერაპევტი და განათლების ფსიქოლოგიის სუპერვიზორი
• ბავშვებისა და ახალგაზრდების თერაპიული სერვისების ევროპული ინტერდისციპლინური ასოციაციის (EIATSCYP) სამეცნიერო მდივანი
• ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის რუმინული ასოციაციის (ACCPI) ბავშვთა და მოზარდთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრთა კომიტეტის წევრი
• რუმინული ფსიქოთერაპიული ფედერაციისა და ფსიქოლოგთა რუმინული კოლეჯის (CPR) წევრი
• ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრი
• წიგნებისა და სტატიების ავტორი, მათ შორის: „ოჯახური ფსიქოთერაპიის ლექსიკონი ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტებისთვის“, „სამკუთხოვანი კონტაქტი ბავშვთა ფსიქოთერაპიაში“, „თამაშთერაპიის ტექნიკები ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში“ და ა.შ.
ACCPI ინტეგრირებული კვლევის, ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ასოციაცია რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი და ერთადერთი ფსიქოთერაპიის აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტია. ის, ასევე, ფლობს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP), ევროპის ჰიპნოთერაპიის ასოციაციის (EAHP), ევროპის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სერვისების ინტერდისციპლინური ასოციაციის (EIATSCYP), რუმინეთის ფსიქოლოგთა მააკრედიტებელი კოლეჯის (CPR) და რუმინეთის ფსიქოთერაპიის ასოციაციის (FRP) აკრედიტაციას.
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის და ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჰიპნოთერაპიის მომდევნო კურსი გაიმართება 2023 წლის ივნისში.
 
კურსზე წინასწარი რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
mental.academy.geo@gmail.com
598 53 53 88
Address: Kostava 47/57