საქართველოში პირველი EAPTI ინსტიტუტის წარდგენის ღონისძიება

საქართველოში პირველი EAPTI ინსტიტუტის წარდგენის ღონისძიება

2022 წლის 11 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის  სტატუსის  EAPTI (ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული ინსტიტუტის)   წარდგენის ღონისძიება. ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლების მნიშვნელობა, ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებებში ტრენირების პრობლემატიკა, მენტალური ჯანრმთელობის სპეციალისტების წინაშე არსებული ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები, EAPTI სტატუსის მნიშვნელობა და მისი მიღების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობები. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის 2022 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ქართულ ფსიქოთერაპიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას პირველად მიენიჭა ევროპული ასოციაციის უმაღლეს საგანმანათლებლო კატეგორია. სტატუსი ქართველი სტუდენტებისთვის ქმნის შესაძლებლობას:

EAPTI სტატუსის მინიჭების შედეგად ფსიქოთერაპიის შემსწაველელი სტუდენტებისთვის შექმნილი ახალი შესაძლებლობები:

ფსიქოთერაპიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის საქართველოში შექმნილი შესაძლებლობები,

– ევროპის მასშტაბით მაღალი სტანდარტის ტრენირება დადასტურებულია დარგის ევროპული ფლაგმანის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. 

– პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტები პირდაპირი მინიჭების წესით მიიღებენ ფსიქოთერაპიის უმაღლეს ევროპულ სერთიფიკატს – ECP.

– EAPTI დაწესებულებების მაღალი სტატუსი დადასტურებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მთელ მსოფლიოში. 

– EAPTI სტატუსის მქონე დაწესებულებები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და ცნობადობით საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.

– EAPTI კურსდამთავრებულების განათლება აღიარებულია ყველაზე ავტორიტეტული ევროპული პროფესიული საზოგადოებების მიერ.

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებს ქართული ფსიქოთერაპიის ევროპასთან დარგობრივი ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერისთვის.

პარტნიორები

This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.