ინტეგრირების დღეები

„მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიამ“ 2021 წლის 17 – 21 მაისს უმასპინძლა ღია შეხვედრების კვირეულს „ინტეგრირების დღეები“.  ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდული ფორმით.
ღონისძიებაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
• ფსიქოთერაპია, როგორც პროფესია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ადგილი აღიარებულ სკოლებს შორის;
• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სამეცნიერო საფუძვლები
• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სამუშაო შესაძლებლობები
• ინტეგრირებული ფსიქოთერაპია ევროპასა და საქართველოში
• ინტეგრირების მოდელები, ინტეგრირებული ფსქოთერაპიის სამუშაო მოცემულობა

მონაწილეებისთვის ფიზიკური დასწრების ფორმით ჩატარდა შემდეგი ღონისძებები:
• ვორქშოპი – ინტეგრირებული ფსიქოთერაპია პრაქტიკაში – 18.05, 17:00 – 19:00 სთ.
• მასტერკლასი – შიში/შფოთვა/ფორიაქი – დაძლევის სტრატეგია ინტეგრირებული ფსიქოთერაპის გამოყენებით – 20.05, 17:00 – 19:00 სთ.
ჩატარდა შეხვედრა ინტეგრირებულ ფსიქოთერაპევტებთან, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დაინტერესებულ პირებს.  – 21.05, 18:00 – 20:00 სთ.

პარტნიორები