პარტნიორები

თანამშრომლობა ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციასთან EAP

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ დაწესებულ უმაღლეს საგანმანათლებლო სტანდარტის –  EAPTI ერთადერთი მფლობელია საქართველოდან.  აკადემია მონაწილეობს ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობაში მათ შორის, ფსიქოთერაპიული განათლებისა და პრაქტიკის პანევროპული სამუშაო ჩარჩოს რევიზიის პროცესში. აკადემიის პრიორიტეტული მიმართულებაა ქართული ფსიქოთერაპიული საგანმანათლებლო სივრცის სრული ინტეგრაცია  ევროპულ სტანდარტთან.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოთერაპიის როგორც დამოუკიდებელი პროფესიის უნიფიცირებული სტანდარტის დანერგვას ევროპაში. აერთიანებს 41 სახელმწიფოს წარმომადგენლობას ევროპის მასშტაბით მათ შორის, საქართველოში წარმოდგენილია ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია აწესებს ევროპელი ფსიქოთერაპევტის კომპეტენციათა ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც აწარმოებს ფსიქოთერაპიის ევროპულ სეტრტიფიცირებას – ECP.
ასოციაცია ასევე აყალიბებს ფსიქოთერაპიული მოდალობების სამეცნიერო ვალიდურობის კრიტერიუმებს რომელთა საფუძველზეც ადასტურებს ან უარყოფს ფსიქოთერაპიული მიმდინარეობების ვალიფურობას. ანიჭებს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის სტატუსს (როგორიცაა EAIP, EAGT, EATA, EABP, EFCPP) და სხვა და კოორდინაციას უწევს ევროპული ფართო აკრედიტაციიდ ორგანიზაციების საქმიანობას ფსიქოთერაპიის ყველა ვალიდურ მიმდინარეობებაში.

თანამშრომლობა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციასთან EAIP

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) ერთადერთი აკრედიტებული წარმომადგენელია საქართველოში.
EAIP არის ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაცია, რომელიც ერთიანდება ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ქვეშ და წარმართავს ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიას ევროპაში, აწარმოებს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტრენირების პროგრამების სააკრედიტაციო პროცესს EAIP ორგანიზაციებისათვის.


EAIP დაარსდა 1993 წელს და მიზნად დაისახა ევროპაში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კლინიკური და ეთიკური პრაქტიკის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია წარმოადგენს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ საზოგადოებას ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო ასოციაციების, სხვა პროფესიების ინსტიტუციების და მთავრობათა წინაშე ევროპის მასშტაბით

თანამშრომლობა ფსიქოთერაპიის ეროვნულ ქოლგასთან – ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია ეფუძნება ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის, დენდრონის იდეურ მემკვიდრეობას, იზიარებს მის მზნებსა და ღირებულებებს და აგრძელებს მის მიერ საქართველოში დანერგილ პანევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტს.
აკადემია ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის ქვეშ არის ეროვნული ფსიქოთერაპიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ხმის უფლებით მონაწილეობს ფედერაციის საკომიტეტო საქმიანობაში, ჩართულია ფსიქოთერაპიული განათლებისა და პრაქტიკის პანევროპული გაიდლაინების და სტანდარტების ჰარმონიზაციის პროცესში და უზრუნველყოფს ფსიქოთერაპიული პრაქტიკის მაღალი კლინიკური და ეთიკური პრაქტიკის დანერგვას საქართველოში.

პარტნიორები