2023 წლის 18 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 ევროპული კონგრესის წარდგენის ღონისძიება „დიალოგი ევროპასთან შესაძლებლობების ფანჯარა ქართულ ფსიქოთერაპიაში “. ღონისძიებაზე განხილული იყო კონგრესის მნიშვნელობა თანამედროვე ქართული ფსიქოთერაპიისთვის, ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოების გზები და პროფესიული საზოგადოების როლი ამ დაახლოებაში.
კატეგორიის არქივი: ღონისძიებები
3 ოქტომბერს ბოსნია ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიხსნა საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონგრესი ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპიაში.
კონგრესს ესწრებიან მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები მარინე ბეგაშვილი და ანანო ნიაური.
სარაევო ასევე მასპინძლობს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ყოველწლიური საერთო კრებას, რომელშიც კოლეგებთან მონაწილეობას იღებენ ქართველი დელეგატები.
გვაქვს პატივი წარმოვადგენდეთ EAIP ერთადერთ აკრედიტებულ წევრს საქართველოდან.
კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლებისთვის საქართველოში განვაგრძობთ ინფორმაციის მოწოდებას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოთერაპიული განათლების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.





მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრთა საერთო კრებაში (AGM). 2022 წლის კრების მასპინძელი ქვეყანა იყო რუმინეთი, ქალაქი ტიმიშოარა.
წევრთა საერთო კრება არის EAIP-ის მმართველობითი ორგანო რომელშიც მონაწილეობას იღებენ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ევროპიდან.
საქართველოდან AGM-ზე მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია წარმოდგენილია სრული აკრედიტებული წევრის სტატუსით და ხმის უფლებით. კრებაზე განხილული იყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის განვითარების სამომავლო ხედვა, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მმართველობითი საკითხები, ასევე 2023 წლის საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც პირველად ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში უმასპინძლებს საქართველო.
სუპერვზიის კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი ფსიქოკონსულტანტებისთვის და მიზნად ისახავას მათი პროფესიული დახელოვნების ხელშეწყობას. კურსი ითვალისწინებს, როგორც საკუთრივ სუპერვიზიას, ისე პრობლემზე მუშაობის კონკრეტული მეთოდოლოგიის დაუფლებას.
1. სტრესის მართვა – 9 საათი
2. სტრესგამძლეობა – 4.5 საათი –
3. ემოციების მართვა – 9 საათი
4. ემოციური ინტელექტი – 4.5 საათი
5. ეფექტური კომუნიკაციები – 9 საათი
6. ინტერპერსონალური ურთიერთობის მართვა – 9 საათი
7. პიროვნული ზრდა; მიზნის ფორმირება, სტრატეგიები – 9 საათი
8. რესურსები – 9 საათი
9. თვითშეფასება – 9 საათი
10. დროის მენეჯმენტი და თვითორგანიზება
კურსის ღირებულება არის თვიური 300 ლარი. ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 8 ადამიანით. შეხვედრები განხორციელდება კვირაში ერთხელ (თითო შეხვედრა – 4,5 სთ), თვეში 18 საათი.
2019 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართა ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთო კრება AGM. კრებაზე მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ქართული ორგანიზაციის, ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ “დენდრონის” აკრედიტაციის რატიფიკაცია. სრული აკრედიტებული წევრის სტატუსი უმაღლესი სტატუსია, რომელიც ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ გაიცემა. ეს გულისხმობს ამავდროულად, ორგანიზაციის სასწავლო პროგრამების აკრედიტებას და ECIP სერთიფიცირების სტანდარტებთან კურსდამთავრებულთა შესაბამისობის აღიარებას.
2018 წლის 12-15 ოქტომბერს პრაღაში ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეგიდით და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ორგანიზებით გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია: Roots and Gifts of Integrative Psychotherapy. კონფერენციაზე ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული სტუმრის სტატუსით წარმოაგენდა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელძღვანელი, მაია ბეგაშვილი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მნიშვნელობისა და მისი თერაპიული უპირატესობების შესახებ ცალკე აღებულ სხვა მიმდინარეობებთან, ასევე გაკეთდა პროგნოზები უახლოესი ასწლეულის ფსიქოთერაპიის სახეცვლილების შესახებ.
Single
Enrich our growing community.
- General admission and member discounts for one adult
- One free ticket per special exhibition
- Two single-use guest passes per year
Family
Support special exhibitions.
- General admission and member discounts for two adults
- Four free tickets per special exhibition
- Four single-use guest passes per year
Patron
Take support to the next level.
- General admission and member discounts for two adults
- Five free tickets per special exhibition
- Six single-use guest passes per year

Open Spaces

Forest.
Even a child knows how valuable the forest is. The fresh, breathtaking smell of trees. Echoing birds flying above that dense magnitude. A stable climate, a sustainable diverse life and a source of culture. Yet, forests and other ecosystems hang in the balance, threatened to become croplands, pasture, and plantations.
2019 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთო კრება AGM. კრებაზე მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ქართული ორგანიზაციის, ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ “დენდრონის” აკრედიტაციის რატიფიკაცია. სრული აკრედიტებული წევრის სტატუსი უმაღლესი სტატუსია, რომელიც ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ გაიცემა. ეს გულისხმობს ამავდროულად, ორგანიზაციის სასწავლო პროგრამების აკრედიტებას და ECIP სერთიფიცირების სტანდარტებთან კურსდამთავრებულთა შესაბამისობის აღიარებას.
