ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის AGM 2019

2019 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) საერთო კრებაზე მოხდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პანევროპული პროგრამის აკრედიტაციის რატიფიკაცია. რატიფიკაციის შედეგად  ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ქართული აკადემიური პროგრამა სრული აკრედიტებული წევრის სტატუსით გაერთიანდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ საზოგადოებაში.

სრული აკრედიტებული წევრის სტატუსი არის ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრობის უმაღლესი ფორმა. 

აკრედიტაცია გულისხმობს კურსდამთავრებულთა შესაბამისობის აღიარებას ECIP სერტიფიცირების სტანდარტთან.

პარტნიორები