ფსიქიკა ლაპარაკობს: საზაფხულო სკოლა დასრულდა

„თამაში იწყება, პერსონა დუმს, ფსიქიკა ლაპარაკობს“ 29 აგვისტოს, შეკვეთილში, საზეიმოდ დასრულდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემიის რიგით III საზაფხულო სკოლა.

ხუთი დღე, რომელიც მონაწილეებისთვის იქცა პროფესიული ზრდის, პირადი აღმოჩენებისა და ღრმა თერაპიული გამოცდილების სივრცედ.

ზღვისპირა გარემოში, ყოველდღიური რუტინისგან მოშორებით, მონაწილეები მუშაობდნენ საკუთარ პროფესიულ და პიროვნულ გამოცდილებაზე, აკვირდებოდნენ შინაგან პროცესებს, სწავლობდნენ ფსიქოთერაპიული მუშაობის ახალ შესაძლებლობებს და ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნიდნენ.

2026 წლის საზაფხულო სკოლის მთავარი თემა იყო: „დომინანტურ სუბპიროვნებასთან მუშაობა“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა მაია ბეგაშვილის 10 CPD-საათიანი ვორქშოფი, რომელიც აერთიანებდა თეორიულ გააზრებას, პრაქტიკულ მუშაობასა და პირად თერაპიულ გამოცდილებას.

Maia Begashvili

• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემიის ხელმძღვანელი

• ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის, EAP-ის ეროვნული დელეგატი

• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის, EAIP-ის წევრთა კომიტეტის ექსპერტი

• საქართველოში ფსიქოთერაპიის ინტეგრირებული მიდგომის შემომტანი

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემიის საზაფხულო სკოლა არის სივრცე, სადაც პროფესიული ცოდნა ხვდება პირად გამოცდილებას, თეორია გარდაიქმნება პრაქტიკად, ჯგუფი ხდება ცოცხალი სასწავლო გარემო და ფსიქოთერაპევტი უფრო ახლოს მიდის როგორც საკუთარ თავთან, ისე კლიენტის შინაგანი სამყაროს გაგებასთან.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემია აცხადებს რეგისტრაციას 2027 წლის რიგით IV საზაფხულო სკოლის ნაკადზე.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული: https://forms.gle/NoXn69Y6nu4kC82a9

დამატებითი ინფორმაციისთცის დაგვიკავშირდით: 598 53 53 88 mental.academy.geo@gmail.com