დასრულდა „ინტეგრირების დღეები 2026“

სამი შეხვედრა, სამი განსხვავებული თემა და ერთი საერთო იდეა: ადამიანის, როგორც ერთი მთლიანობის გაგება.

შეხვედრებზე მონაწილეებთან ერთად ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა გამოწვევებია თითოეული ჩვენგანის წინაშე 21-ე საუკუნეში, როგორ შეიძლება ადამიანის მრავალგანზომილებიანი გაგება და რას პასუხობს ინტეგრირებული ფსიქოთერაპია ამ გამოწვევებზე.

პროექტის ფარგლებში გაიმართა სამი ღია აკადემიური შეხვედრა:

  1. 18 ივნისი – „ფსიქოთერაპია 21-ე საუკუნეში: ინტეგრირებული ფსიქოთერაპია“

ერთად დავფიქრდით, როგორ შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა, გლობალურმა კრიზისებმა, სოციალური ურთიერთობების ტრანსფორმაციამ და ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ აღარ არის საკმარისი მხოლოდ ერთი თეორია ან ერთი ხედვა ადამიანის გასაგებად.

  1. 23 ივნისი – „ქეისის ანალიზი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პერსპექტივიდან“

მონაწილეებმა იხილეს, როგორ გარდაიქმნება თეორია პრაქტიკად. განვიხილეთ ქეისის კონცეპტუალიზაცია, თუ როგორ იქცევა სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მოდალობის საუკეთესო თეორიები ერთ მთლიანობად ინტეგრირებულ ფსიოქთერაპიაში და ის, თუ როგორ იქმნება ინდივიდზე მორგებული თერაპიული სტრატეგია.

  1. 30 ივნისი – „პიროვნების ანალიზი ინტეგრირებული პერსპექტივიდან: ალბერ კამიუს „უცხოს“ მაგალითზე“

დასკვნით შეხვედრაზე ლიტერატურა, ფილოსოფია და ფსიქოთერაპია ინტეგრირდა ერთ სივრცეში. მერსოს პერსონაჟის მაგალითზე ვიკვლევდით ემოციებს, შინაგან კონფლიქტებს, არჩევანს, იდენტობასა და თვითშემეცნებას. მთავარი კითხვები მხოლოდ ლიტერატურულ გმირს არ ეხებოდა. ისინი თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნოდა.

  • რა გვაქცევს იმ ადამიანად, ვინც ვართ?
  • რამდენად ვიცნობთ საკუთარ თავს?
  • შესაძლებელია თუ არა ადამიანის გაგება მისი ისტორიის, ურთიერთობებისა და ღირებულებების გარეშე?

სწორედ ამ კითხვებმა გააერთიანა მთელი პროექტი.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეხვედრებმა გააერთიანა ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები, ახალგაზრდები, სტუდენტები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და ყველა ის ადამიანი, ვისაც ადამიანის ბუნების კვლევა და თვითშემეცნება აინტერესებს. დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ პროექტი აერთიანებს ადამიანებს სიღემისეული შინაგანი ხედვით, რომელთაც აქვთ მზარდი ინტერესი მეცნიერულად დასაბუთებული, ღრმა და ინტეგრირებული ხედვის მიმართ. სწორედ თითოეული მონაწილის ინტერაქცია ქმნის ინტეგრირების დღეების უნიკალურ ატმოსფეროს.

მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის, საინტერესო კითხვებისთვის, პროფესიული მსჯელობით შეტანილი საკუთარი წვლილისათვის და იმ ატმოსფეროსთვის, რომელმაც „ინტეგრირების დღეები 2026“ ნამდვილ აკადემიურ და ადამიანურ დიალოგად აქცია.

პროექტი დასრულდა, თუმცა მისი იდეა კვლავ გააერთიანებს მონაწილეებს 2027 წელს.

გავაგრძელებთ სივრცის შექმნას, სადაც მეცნიერება, პრაქტიკა, კვლევა და ადამიანის სიღრმისეული გაგება ინტეგრირდება.

პროექტის ორგანიზატორი იყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია (IAIP), საქართველოში ერთადერთი EAPTI აკრედიტებული ინსტიტუტი, რომელიც აგრძელებს ევროპული ხარისხის ფსიქოთერაპიული განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

მადლობა, რომ იყავით „ინტეგრირების დღეები 2026“-ის ნაწილი.