Author Archives: mentalacademy

საზაფხულო სკოლა 2026 შეკვეთილში

საზაფხულო სკოლა 2026 შეკვეთილში:
სუბპიროვნებები, რომლებიც გვმართავენ

5 დღე ზღვის ხმის, პროფესიულ განვითარების, ახალ მეგობრებისა და პიროვნული აღმოჩენების სივრცეში

ვორქშოფი ეძღვნება შინაგან რეგულაციას და დომინანტური სუბპიროვნებების იდენტიფიკაციას. მონაწილეები გაეცნობიან და საკუთარ თავზე გამოცდიან პრაქტიკული თანამედროვე მოდელს ტრანსფორმაციისთვის.

25-29 აგვისტოს მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გიწვევთ რიგით მესამე ყოველწლიურ საზაფხულო სკოლაში.

ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს:
• საკუთარი თავისა და ადამიანის ფსიქიკის უფრო ღრმად გაგება
• პრაქტიკული ცოდნის მიღება
• გამოცდილ სპეციალისტებთან უშუალო ურთიერთობა
• პროფესიული და ადამიანური კავშირების გაფართოება
• ზაფხულის განსხვავებულად გატარება და ახალი შთაგონების მიღება

შეკვეთილი
ხანგრძლივობა: 5 დღე (4 ღამე) 25-29 აგვისტო
ტრენინგის მოცულობა: 12 აკადემიური საათი

The program includes:
• თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სემინარებს
• ჯგუფურ აქტივობებსა და დისკუსიებს
• ინტერაქციულ სამუშაო პროცესს
• პროფესიული ქსელის გაფართოების შესაძლებლობას
• ორენოვან სერტიფიკატს CPD საათების მითითებით

პროექტის აკადემიური ხელმძღვანელია ფსიქოთერაპევტი მარინე ბეგაშვილი (MD, ECP, ECIP), საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფსიქოთერაპევტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის შემომტანი საქართველოში.

საზაფხულო სკოლის ლოკაციაა შეკვეთილი სასტუმრო გრაფიკა შავი ზღვა

საზაფხუკო სკოლაში მონაწილეობის ღირებულებაა 2000 ლარი.

21 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილეობის ღირებულებაა 1650 ლარი

მონაწილეობის საფასური მოიცავს:
• მგზავრობას
• სასტუმროში განთავსებას
• კვებას
• სასწავლო ვორქშოფს
• უკან დაბრუნებას

სტუდენტებისთვის მოქმედებს 15 %-იანი ფასდაკლება – მონაწილეობის ღირებულებაა 1700 ლარი

წყვილად რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეულისთვის მონაწილეობის ღირებულებაა 1650 ლარი

ადგილები შეზღუდულია

რეგისტრაცია:
https://forms.gle/yo4KQVh1A2Gbh3y28

დეტალური ინფორმაცია:
https://forms.gle/G4TKNtqG8ibba5638

598 53 53 88
mentalacademy.ge
mental.academy.geo@gmail.com

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ფსიქოთერაპიის ავტონომია”

2026 წლის 16 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მე-5 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ფსიქოთერაპიის ავტონომია: თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა“.

კონფერენცია ყოველწლიურია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თანამედროვე სამეცნიერო ხედვების პოპულარიზაციას, პროფესიული დიალოგის ხელშეწყობას და საქართველოში ფსიქოთერაპიის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის წახალისებას.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო ფსიქოთერაპიის ავტონომია – თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა.

ეს თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე ქართული ფსიქოთერაპიის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტთან მისი ინტეგრირებისთვის.

კონფერენციის ფარგლებში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ და კვლევით მიმართულებებს.

ღონისძიება ხელს უწყობს ისახავს არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ აკადემიური თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და ფსიქოთერაპიული სფეროს მომავალი პროფესიონალების მხარდაჭერას.

მე-5 სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გიწვევთ რიგით მე-5 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე ფსიქოთერაპის ავტონომია – თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა კონფერენცია გაიმართება შაბათს, 16 მაისს, 17.00 საათზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 201-ე აუდიტორიაში. კონფერენცია ყოველწლიურია და აერთიანებს ახალგაზრდულ აკადემიურ სივრცეს, თანამედროვე კვლევით იდეებსა და პროფესიულ დიალოგს ფსიქოთერაპიის დარგში. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის მონაწილეთა სამეცნიერო მოხსენებები. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში წარდგენილი მოხსენებების ირგვლივ. გელით სტუდენტური მეცნიერებისა და თანამედროვე აკადემიური დიალოგის სივრცეში.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პროგრამა: მიღება მე-10 საიუბილეო ნაკადზე

დაიწყო მონაწილეთა მიღება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის რიგით მე-10 საიუბილეო ნაკადზე. პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას მიიღოთ სამმაგი სერტიფიცირება: 1. გახდეთ ევროპაში აღიარებული ფსიქოთერაპევტი – ECP სპეციალისტი პირდაპირი მინიჭების წესი (საქართველოში მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია ფლობს ამ შესაძლებლობას EAPTI აკრედიტაციის სახით). 2. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ECIP სერტიფიკატი 3. აკადემიაში სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი დღეს მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა მსოფლიოში. სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს კვალიფიციურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას, ხოლო საზოგადოებას სჭირდება სპეციალისტები, რომლებიც სიღრმისეული ცოდნით, ეთიკით და პრაქტიკული უნარებით მუშაობენ. შრომის ბაზარზე მოთხოვნა მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტების, განსაკუთრებით, ფსიქოთერაპევტების მიმართ ყოველწლიურად იზრდება. პროგრამა განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომელთაც სურთ ფსიქოთერაპევტის პროფესიას დაეუფლონ პირველი საფეხურიდან სრულ სერტიფიცირებამდე. პროგრამის ყველა კომპონენტი: თეორია და მეთოდოლოგია პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ სუპერვიზია პირადი თერაპია კვლევა უზრუნველყოფილია ერთ სასწავლო სივრცეში სამუშაო გრაფიკისგან მოწყვეტის და დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. კლინიკური პრაქტიკა უზრუნველყოფილია სამედიცინო დაწესებულებებში დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე. პროგრამა სრულად თავსებადია სამუშაო გრაფიკთან: თვის განმავლობაში ერთი (ზოგ შემთხვევებში ორი) სრული შაბათ-კვირა ინტენსიური კურსის ფორმატით. პროგრამაში მონაწილეობის ფორმა პროგრამა ტარდება ფიზიკური დასწრების ფორმით, საზღვარგარეთ და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებთათვის უზრუნველყოფილია ონლაინ დასწრება. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ: საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ საფუძვლიან ცოდნას პრაქტიკულ უნარებს რეალურ კლინიკურ შემთხვევებთან მუშაობისთვის პროფესიული სუპერვიზიის გამოცდილებას ფსიქოთერაპიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის ღრმა გააზრებას პროფესიულ საზოგადოებაში ინტეგრაციას პროგრამის თითოეული საფეხური აგებულია იმგვარად, რომ იძლევა ჩარჩო კომპეტენციას გავლილი პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა? ფსიქოლოგებს, რომლებიც უკვე ფლობენ ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხს (ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხის შემთხვევაში ამავე დარგში ბაკალავრის ხარისხის ქონა სავალდებულო არ არის) ბაკალავრის ხარისხს მედიცინაში ბაკალავრის ხარისხს სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში ან არიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები შესაბამის დარგებში (უკვე მოპოვებული აქვთ 180 აკადემიური კრედიტი). ფსიქოთერაპია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანის ფსიქიკურ სამყაროზე. თუ გსურთ: შეიძინოთ ახალი პროფესია შეიძინოთ რეალური ინსტრუმენტები ადამიანების დახმარებისთვის გახდეთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მიიღოთ საერთაშორის აღიარება და დარგის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა მაშინ ეს პროგრამა შეიძლება იყოს თქვენი პროფესიული გზის მნიშვნელოვანი ეტაპი. აკადემია უკვე წლებია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს და გახდნენ კვალიფიციური, ეთიკური და პროფესიონალი ფსიქოთერაპევტები. საგანმანათლებლო საფეხური: დიპლომის შემდგომი განათლება სააკრედიტაციო სტანდარტი: ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP სააკრედიტაციო სტანდარტი – EAPTI აკრედიტაცია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) აკრედიტაცია დასაქმების სფეროები: როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა აღზრდა-განვითარებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები/ორგანიზაციები კლინიკები, ჯანმრთელობის დაცვის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისები საგანმანათლებლო დაწესებულებები ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრები, პენიტენციური დაწესებულებები კვლევითი დაწესებულებები და საექსპერტო დაწესებულებები კერძო პრაქტიკა ლექციებს გაუძღვებიან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე დარგის წამყვანი სეპციალისტები რომლებიც ფლობენ მრავალწლიან პრაქტიკას ფსიქოთერაპიის სფეროში. სწავლის მეთოდები და აქტივობები: თეორიული სწავლება – ლექცია, ლიტერატურასთან მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა. პრაქტიკული უნარების ათვისება – კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ, სუპერვიზია, შემთხვევის ანალიზი. პიროვნული ზრდა და განვითარება – ინდივიდუალური თერაპია, ჯგუფური თერაპია. რეგისტრაცია დაწყებულია რეგისტრაციის ბოლო ვადაა 01 ივნისი რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული: https://forms.gle/XrSQ79LS6Ti9gCJo8 პროგრამის თითოეული წლის საფასურია 2500 ევროს ექვივალენტი ლარში საფასურის გადახდა შესაძლებელია საწავლო წლის დაწყებამდე სრულად ან ეტაპობრივი გადახდით წლის განმავლობაში ოთხ ნაწილად (625 ევროს ექვივალენტი ლარში). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 53 53 88 mental.academy.geo@gmail.com mentalacademy.ge

EAP-ის ეთიკის კომიტეტის 2026 წლის სხდომა

2026 წლის 13 მარტს ენვერ ჩესკოს და ანანო ნიაურის ხელმძღვანელობით ჩატარდა ფსიქოთეაპიის ევროპული ასოციაციის ეთიკის კომიტეტის ყიველწლიური შეხვედრა. ანანო ნიაური – ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარე ამავდროულად არის ჩვენი აკადემიის იურიდიული მრჩეველი. კომიტეტმა იმსჯელა ფსიქოთერაპიის დარგში მიმდინარე უახლესი გამოწვევების შესახებ. განიხილა ეთიკის კოდექსში დამატებების შეტანის საკითხი. მომზადდა კომიტეტის ოფიციალური პოზიცია ფსიქოთერაპიის დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ. ერთხმად დამტკიცდა ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებში საქმიანობის ეთიკის პრინციპები რომელზეც კომიტეტი რამდენიმე წელია მუშაობს.

Bullying as a Psychosocial Phenomenon: Potential Consequences and Prevention Mechanisms

საჯარო ლექცია ჩატარდება კვირას, ️21 დეკემბერს 18.00 საათზე ვაკის მედიათეკაში.

ლექციას გაუძღვება ანანო ნიაური

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარე

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ეთიკის ოფიცერი
ჩვენი აკადემიის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამის მონაწილე.

ღონისძიება ტარდება ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში " საზოგადოება და მენტალური ჯანმრთელობა".

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული:

https://shorturl.at/DSzwM

დასწრება უფასოა

Public Lecture “Parent-Child Relationship”, November 22, 2025

2025 წლის 22 ნოემბერს ვაკის მედიათეკაში ჩატარდა საჯარო ლექცია “მშობლისა და შვილის ურთიერთობა და მისი მნიშვნელობა მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად”. ლექციას უძღვებოდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი ფსიქოლოგი მარიამ ხმალაძე. საჯარო ლექცია ჩატარდა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ერთობლივი პროექტის ფარგლებში “საზოგადოება და მენტალური ჯანმრთელობა”. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მნიშვნელოვანი თავისებურებები რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების ფორმირებას და ემოციურ კეთილდღეობას მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ასევე დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

A new issue of the EAP Journal of Psychotherapy has been released.

გამოქვეყნდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP სამეცნიერო ჟურნალის (IJP International Journal of Psychotherapy) 2025 წლის მე-2 ნომერი.

ჟურნალში შეგიძლიათ იხილოთ მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელის, მარინე ბეგაშვილის სტატია “The Impact of Trauma on Drug Addiction: A Comprehensive Analysis”.

ჟურნალის ონლაინ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://ijp.org.uk/docs/IJP_Vol_29_No_2_Online.pdf

EAP Ethics Committee Annual Meeting 2025

2025 წლის 16 ოქტომბერს პრაღაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა.
შეხვედრაში EAP-ის ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობდა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის იურიდიული მრჩეველი ანანო ნიაური.

კომიტეტმა განიხილა ფსიქოთერაპიის დარგის უახლესი გამოწვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები მათ შორის, ფსიქოთერაპიის დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართება ეთიკის სტანდარტებთან. ამ გამოწვევების გათვალისწინებით კომიტეტმა იმსჯელა ფსიქოთერაპევტთა ეთიკის კოდექსში შესატანი ცვლილებების და დამატებების შესახებ.

კომიტეტზე წარდგენილი იყო ევროპული ასოციაციის ახალი გაიდლაინის სამუშაო ვერსია “ეთიკის გაიდლაინი ორგანიზაციებისთვის” რომელიც შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა კორტნი იანგის, ენვერ ცესკოს, ანანო ნიაურის, ჟოზე კასტილოს და მარია კარდინის შემადგენლობით.

EAP Scientific Research Committee Annual Meeting in Prague

EAP სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა პრაღაში
2025 წლისა 16 ოქტომბერს პრაღაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა.
შეხვედრაში EAP-ის სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის ინდივიდუალური წევრის სტატუსით მონაწილეობდა „ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის“ ბორდის წევრი „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის “სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, ნინო კობახიძე.

კომიტეტმა წარადგინა დოკუმენტი „ფსიქოთერაპიის ეფექტურობა: თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიმოხილვა “.
ამასთან, კომიტეტმა იმსჯელა ფსიქოთერაპიის შესწავლის პროცესში კვლევითი კომპონენტის ჩართვის მნიშვნელოვნებაზე და ფსიქითერაპიის ევროპული აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტების გამოწვევებზე ამ პროცესში.
ნინო კობახიძემ გააზიარა გამოცდილება „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშირისო აკადემიის“ სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის დანერგვისა და ორგანიზების შესახებ.