Integration days 2023

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია მასპინძლობს ყოველწლიურ საავტორო ღონისძიებათა სერიას “ინტეგრირების დღეები”.

ინტეგრირების დღეების 2023 წლის თემატიკაა

“ინტეგრირებული ფსიქოთერაპია ინტეგრირებული საზოგადოებისთვის”.

შეხვედრების პროგრამა:

დღე I “პიროვნების ტიპოლოგია და ინტეგრირებული პიროვნება”

28 მაისი, 18.00 საათი

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია (მისამართი: ჩუბინაშვილის ქუჩა N50)

დღე II “პიროვნული თავისუფლება და პიროვნების ინტეგრაცია”

31 მაისი 17.00 საათი 

საქართველოს პარლამენტის ერვნული ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი (მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა N7)

დღე III “პიროვნული განვითარება და პიროვნული ინტეგრაცია”

10 ივნისი 17.00 საათი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი N1)

„ინტეგრირების დღეები“ მიზნად ისახავს ფსიქოთერაპიის დარგის განვითარების ხელშეწყობას, საქართველოში, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესაძლებლობების გამოყენებას საზოგადოების მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლებისა და პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას.

ღონისძიების საპატიო სპიკერია ფსიქოთერაპევტი მაია ბეგაშვილი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეროვნული დელეგატი საქართველოში, ეროვნულ დონეზე ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის დამფუძნებელი, ECP აკრედიტაციის პირველი მფლობელი საქართველოდან. ECIP აკრედიტაციის ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი.

ღონისძიების სპიკერები:

-ნინო კობახიძე, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი, ECP და ECIP ევროპული აკრედიტაციის მფლობელი ფსიქოთერაპევტი.

-ანანო ნიაური – ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეთიკის კომისიის თანათავმჯდომარე, ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი.

-მარიამ გოჩაძე, ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ქართული ფედერაციის ბორდის წევრი, ECIP აკრედიტაციის ფსიქოთერაპევტი.