სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ფსიქოთერაპიის ავტონომია”

2026 წლის 16 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მე-5 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ფსიქოთერაპიის ავტონომია: თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა“.

კონფერენცია ყოველწლიურია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თანამედროვე სამეცნიერო ხედვების პოპულარიზაციას, პროფესიული დიალოგის ხელშეწყობას და საქართველოში ფსიქოთერაპიის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის წახალისებას.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო ფსიქოთერაპიის ავტონომია – თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა.

ეს თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე ქართული ფსიქოთერაპიის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტთან მისი ინტეგრირებისთვის.

კონფერენციის ფარგლებში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ და კვლევით მიმართულებებს.

ღონისძიება ხელს უწყობს ისახავს არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ აკადემიური თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და ფსიქოთერაპიული სფეროს მომავალი პროფესიონალების მხარდაჭერას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *