ავტორის არქივი: mentalacademy

აკადემიის წარმომადგენლობა SEPI კონფერენციაზე

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემის დელეგატებმა, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოების (SEPI) წევრებმა, მარინე ბეგაშვილმა და ანანო ნიაურმა მონაწილეობა მიიღეს SEPI-ს რიგით 38-ე ყოველწლიურ კონფერენციაში “Toward a Common Core of Psychotherapy”.

კონფერენცია გაიმართა შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში 2022 წლის 21-24 აპრილს.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოება SEPI არის საერთაშორისო ინტერდისციპლინური ორგანიზაცია, რომელიც შეისწავლის ფსიქოთერაპიულ მიდგომათა ინტეგრაციის სამეცნიერო საფუძვლებს და  კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენების განვითარების იდეის ირგვლივ აერთიანებს ფსიქოთერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოებას.

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოდან რომელიც რომელიც წარმოდგენილია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოებაში..

ფსიქოსექსოლოგიის სასერტიფიკაციო კურსი

2023 წლის 30, 31 ივლისს მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიამ უმასპინძლა მოწვეული ექსპერტის, ენვერ ცესკოს საავტორო ტრენინგს “სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია”. სატრენინგო კურსის მონაწილეები გაეცნენ ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში სექსუალურ დისფუნქციებთან მუშაობის სტრატეგიებს და მეთოდოლოგიას.
საქართველოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ტრენერთა სამუშაო ჯგუფის მიერ 2019 წლიდან დაინერგა ფსიქოსექსოლოგიის როგორც სასწავლო დისციპლინის სწავლება ფსიქოთერაპევტებისთვის და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის.
აკადემიის ბაზაზე სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპიის სწავლება მიმდინარეობს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პანევროპული პროგრამის ფარგლებში.
 
ენვერ ცესკო არის ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი,
კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი,
ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი). სატრენინგო კურსი ემსახურება ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში სექსუალურ დისჰარმონიასთან მუშაობის სტრატეგიის და მეთოდოლოგიის დანერგვას.
 
აკადემია მადლობას ვუხდით ტრენინგის წამყვანს და მონაწილეებს ქართული ფსიქოთერაპიული განათლებისთვის გაწეული შრომისთვის.
გამოქვეყნებულია Uncategorized-ში

EAPTI სტატუსის პირველი ქართული ფსიქოთერაპიული სივრცის წარდგენა

2022 წლის 11 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის სტატუსის EAPTI (ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული ინსტიტუტის) წარდგენის ღონისძიება.
 
ღონისძიებაზე განხილული იყო კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლების მნიშვნელობა საქართველოსთვის, ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებებში ტრენირების პრობლემატიკა, მენტალური ჯანრმთელობის სპეციალისტების წინაშე არსებული ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები, EAPTI სტატუსის მნიშვნელობა და მისი მიღების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობები.
მოეწყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პირველი ელექტრონული პლატფორმის mentalacademy.ge პრეზენტაცია.
 
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის 2022 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ქართულ ფსიქოთერაპიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას პირველად მიენიჭა ევროპული ასოციაციის უმაღლეს საგანმანათლებლო კატეგორია. სტატუსი ქართველი სტუდენტებისთვის ქმნის შესაძლებლობას:
EAPTI სტატუსის მინიჭების შედეგად ფსიქოთერაპიის შემსწაველელი სტუდენტებისთვის შექმნილი ახალი შესაძლებლობები:
ფსიქოთერაპიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის საქართველოში შექმნილი შესაძლებლობები,
– ევროპის მასშტაბით მაღალი სტანდარტის ტრენირება დადასტურებულია დარგის ევროპული ფლაგმანის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ.
– პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტები პირდაპირი მინიჭების წესით მიიღებენ ფსიქოთერაპიის უმაღლეს ევროპულ სერთიფიკატს – ECP.
– EAPTI დაწესებულებების მაღალი სტატუსი დადასტურებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მთელ მსოფლიოში.
– EAPTI სტატუსის მქონე დაწესებულებები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და ცნობადობით საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.
– EAPTI კურსდამთავრებულების განათლება აღიარებულია ყველაზე ავტორიტეტული ევროპული პროფესიული საზოგადოებების მიერ.
 
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებს ქართული ფსიქოთერაპიის ევროპასთან დარგობრივი ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერისთვის.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის AGM 2022

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრთა საერთო კრებაში (AGM). 2022 წლის კრების მასპინძელი ქვეყანა იყო რუმინეთი, ქალაქი ტიმიშოარა.  

წევრთა საერთო კრება არის EAIP-ის მმართველობითი ორგანო რომელშიც მონაწილეობას იღებენ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ევროპიდან. 

საქართველოდან AGM-ზე მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია წარმოდგენილია სრული აკრედიტებული წევრის სტატუსით და ხმის უფლებით. კრებაზე განხილული იყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის განვითარების სამომავლო ხედვა,  ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მმართველობითი საკითხები, ასევე  2023 წლის საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც პირველად ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში უმასპინძლებს საქართველო.

ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული მოდელი

კურსზე წარმოდგენილი იქნება მოდელი, რომლის წანამძღვარს წარმოადგენს ურთიერთობის თანდაყოლილი ადამიანური მოთხოვნილება/საჭიროება, ისევე როგორც, გარკვეულ შემთხვევებში წინააღმდეგობრივი ინდივიდუაციის მოთხოვნილება, როგორც მთელი ცხოვრების თანმდევი გამოწვევა.

დავიწყებთ რა პიროვნების ინტეგრირებული შედარებითი თეორიიდან, გამოვიკვლევთ:

– როგორ ვახდენთ კლიენტის ქმედების ფენომენოლოგიის მნიშვნელობის

წვდომას?

– როგორ შეიძლება გავიგოთ არსებითი ცხოვრებისეული გამოწვევები,

რომლებიც საფუძვლად უდევს პიროვნული აშლილობების პათოლოგიას?

– როგორია უფრო ფუნქციონალური გამკლავებისა და ადაპტაციის მექანიზმები

სხვა და სხვა ხასიათის სტილისთვის?

– როგორ მივუდგეთ ამ საკითხებს თანაგრძნობითა და ემპათიით ფსიქოთერაპიის

პროცესში?

კლიენტთან ურთიერთობის პროცესში, პირველი სატელეფონო კონტაქტიდან ბოლო

სესიამდე, ჩვენ ვქმნით ერთობლივ ნარატივს.

– რა ინფორმაციას გვაწვდის ეს ისტორიები ჩვენი კლიენტის სპეციფიკური

განვითარების ტრაგედიის შესახებ?

– როგორ ვაგებთ თანმიმდევრულ შედარებით თეორიულ საფუძველს, რომელიც გვეხმარება დიაგნოსტირებაში, ფსიქოთერაპიის დაგეგმვასა და თანმდევ კლინიკურ ინტერვენციაში?

გამოყენებული იქნება რამდენიმე ინტეგრაციული მოდელი, როგორც შეფასებისა და დიაგნოსტირებისადმი შედარებითი მიდგომის მაგალითი. მონაწილეები იფიქრებენ საკუთარ კლიენტებთან პრაქტიკაზე მცირე ჯგუფებში.

შესაძლებელი იქნება ქეისების წარმოდგენა და სუპერვიზია. სასწავლო კურსის მიზნები და პროგრამა:

– ინტეგრირებული პიროვნების თეორიების ნათელი გაგება;

– პიროვნებისადმი ინტეგრირებული შედარებითი მიდგომის ჩარჩოს გაგება;

– ინტეგრირებულ ჩარჩოში შემავალი თემების გაგება:

a. მიჯაჭვულობის თეორია;

b. ობიექტი ურთიერთობის თეორია;

c. სელფ – ფსიქოლოგია და ინტერსუბიექტურობის თეორია;

d. გეშტალტ თერაპია;

e. ხასიათის ანალიზი;

f. თანამედროვე განვითარებისა და ნეირობიოლოგიური თეორიები, მათ შორის ინტერპერსონალური ნეირობიოლოგია.

კლინიკური ცოდნა და უნარები:

– პიროვნებისადმი ფენომენოლოგიური ინტეგრირებული შედარებითი მიდგომის

გაგება;

– ამ მიდგომის კლიენტებთან კლინიკურ მუშაობაში გამოყენების უნარი:

– შეფასება ფენომენოლოგიური ინტერდისციპლინური მიდგომის

გამოყენებით;

– დიაგნოსტირება, პიროვნების სტილებისა და აშლილობების დიფერენცირება სამი კლასტერის (A, B, C) მიხედვით;

– ფსიქოთერაპიული მკურნალობის გეგმის შედგენა შეფასებისა და დიაგნოსტირების საფუძველზე და მოცემული პარამეტრების ღრმა გაგება:

– რა ძირითადმა ცხოვრებისეულმა ფაქტორებმა განაპირობა ხასიათის და/ან პიროვნული აშლილობის ფორმირება და შენარჩუნება?

– როგორია უფრო ფუნქციონალური გამკლავებისა და ადაპტაციის მექანიზმები თითოეული პიროვნების ტიპისთვის?

– როგორ ვიყოთ და გამომავლინოთ თანაგრძნობა და ემპათია ფსიქოთერაპიის პროცესში?

– მონაწილეები გაეცნობიან სხვა და სხვა კლიენტებთან პრაქტიკული მუშაობის გაიდლაინებს და გაივლიან კონკრეტული კლინიკური უნარების პრაქტიკას სემინარის პროცესში;

– შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი ქეისები განხილვისთვის, გაიარონ სუპერვიზია.

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ:

1. პიროვნების თანმიმდევრული ხედვის ფორმულირება;

2. პიროვნების შეფასებისა და დიაგნოსტირების საკუთარ მიდგომაში არჩეული განვითარების თეორიების ინტეგრირების არგუმენტირებულად განმარტება;

3. ექნებათ ფენომენოლოგიური ინტეგრირებული შედარებითი მიდგომის გაგება შეფასების, დიაგნოზირებისა და ფსიქოთერაპიის დაგეგმვაში და ნათელი ხედვა, რა ინფორმაციას იძლევა ეს მათი კლინიკური პრაქტიკისთვის;

4. შეეძლებათ კლიენტებზე რეფლექსია ინტეგრირებული ჩარჩოს ჭრილში და გამოიყენებენ მას საკუთარ კლინიკურ მუშაობაში.

კურსის სტრუქტურა:

I მოდული:

– ინტეგრირებული მოდელის წარდგენა და ჩარჩო;

– პიროვნული აშლილობების A (პარანოიდული, შიზოიდური და შიზოტიპური) და

C (ამრიდებლური, დამოკიდებული და ობსესიურ – კომპულსური) კლასტერების წარდგენა.

I I მოდული:

– ინტეგრირებული ჩარჩოს შემდგომი სიღმისეული კვლევა და გამოყენება;

– პიროვნული აშლილობების B კლასტერის (მოსაზღვრე და ნარცისისტული) წარდგენა.

სასწავლო – სასერთიფიკაციო კურსის ფორმატი:

სწავლება, პირადი რეფლექსია, გაზიარება მცირე ჯგუფებში, ქეის სთადი, სუპერვიზია.

რეკომენდებულია ორივე მოდულის გავლა, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ერთ მთლიანობას. 

სუპერვიზია ფსიქოკონსულტანტებისთვის

სუპერვზიის კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი ფსიქოკონსულტანტებისთვის და მიზნად ისახავას მათი პროფესიული დახელოვნების ხელშეწყობას. კურსი ითვალისწინებს, როგორც საკუთრივ სუპერვიზიას, ისე პრობლემზე მუშაობის კონკრეტული მეთოდოლოგიის დაუფლებას.

1. სტრესის მართვა – 9 საათი

2. სტრესგამძლეობა – 4.5 საათი –

3. ემოციების მართვა – 9 საათი

4. ემოციური ინტელექტი – 4.5 საათი

5. ეფექტური კომუნიკაციები – 9 საათი

6. ინტერპერსონალური ურთიერთობის მართვა – 9 საათი

7. პიროვნული ზრდა; მიზნის ფორმირება, სტრატეგიები – 9 საათი

8. რესურსები – 9 საათი

9. თვითშეფასება – 9 საათი

10. დროის მენეჯმენტი და თვითორგანიზება

კურსის ღირებულება არის თვიური 300 ლარი. ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 8 ადამიანით. შეხვედრები განხორციელდება კვირაში ერთხელ (თითო შეხვედრა – 4,5 სთ), თვეში 18 საათი.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 საერთაშორისო კონგრესი

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 საერთაშორისო კონგრესი

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონგრესს საქართველო უმასპინძლებს!

2023 წლის კონგრესი იქნება ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მასშტაბის პირველი ღონისძიება საქართველოში.

კონგრესის მასპინძელი ორგანიზაციაა მენტალური ჯანრმთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.

კონგრესი საშუალებას მისცემს ადგილობრივ სპეციალისტებს დარგის წამყვანი მეცნიერებისგან მოისმინონ ფსიქოთერაპიისა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე უახლესი ცვლილებები და გამოწვევები, გაიზიარონ და საკუთარ საქმიანობაში დანერგონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

ინფორმაცია კონგრესში მონაწილეობის შესახებ განთავსდება პორტალზე mentalacademy.ge


 

პარტნიორები

გამოქვეყნებულია კატეგორიის გარეშე-ში

საქართველოში პირველი EAPTI ინსტიტუტის წარდგენის ღონისძიება

საქართველოში პირველი EAPTI ინსტიტუტის წარდგენის ღონისძიება

2022 წლის 11 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის  სტატუსის  EAPTI (ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული ინსტიტუტის)   წარდგენის ღონისძიება. ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლების მნიშვნელობა, ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებებში ტრენირების პრობლემატიკა, მენტალური ჯანრმთელობის სპეციალისტების წინაშე არსებული ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები, EAPTI სტატუსის მნიშვნელობა და მისი მიღების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობები. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის 2022 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ქართულ ფსიქოთერაპიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას პირველად მიენიჭა ევროპული ასოციაციის უმაღლეს საგანმანათლებლო კატეგორია. სტატუსი ქართველი სტუდენტებისთვის ქმნის შესაძლებლობას:

EAPTI სტატუსის მინიჭების შედეგად ფსიქოთერაპიის შემსწაველელი სტუდენტებისთვის შექმნილი ახალი შესაძლებლობები:

ფსიქოთერაპიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის საქართველოში შექმნილი შესაძლებლობები,

– ევროპის მასშტაბით მაღალი სტანდარტის ტრენირება დადასტურებულია დარგის ევროპული ფლაგმანის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. 

– პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტები პირდაპირი მინიჭების წესით მიიღებენ ფსიქოთერაპიის უმაღლეს ევროპულ სერთიფიკატს – ECP.

– EAPTI დაწესებულებების მაღალი სტატუსი დადასტურებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მთელ მსოფლიოში. 

– EAPTI სტატუსის მქონე დაწესებულებები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და ცნობადობით საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.

– EAPTI კურსდამთავრებულების განათლება აღიარებულია ყველაზე ავტორიტეტული ევროპული პროფესიული საზოგადოებების მიერ.

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებს ქართული ფსიქოთერაპიის ევროპასთან დარგობრივი ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერისთვის.

პარტნიორები

გამოქვეყნებულია კატეგორიის გარეშე-ში