სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია
საერთაშორისო, სასერტიფიკაციო კურსი „წყვილთა სექსუალური ურთიერთობების დისჰარმონიის ფსიქოთერაპია“
კურსი განკუთვნილია:
– მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ფსიქოსექსუალური სირთულეების მქონე წყვილებთან ფსიქოთერაპიული მუშაობის სპეციფიკა და მუშაობის მეთოდები;
– მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებების წარმომადგენლებისთვის: ფსიქოთერაპევტებისთვის, ექიმებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, სოციალური და ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებების დარგების სტუდენტებისთვის;
– ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაერკვეს საკუთარი სექსუალური, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობების სირთულეებში;
– ვისაც სურს ჰქონდეს ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება, დაძლიოს სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკუთარი შიშები და შეზღუდვები და აიმაღლოს თვითშეფასება;
– ვისაც სურს მოიპოვოს ევროპული პროფესიული საზოგადოების აღიარებული სერთიფიკატი და ცოდნის დამადასტურებელი აკრედიტირებული საათები;
– კურსზე განხილული იქნება წყვილთა ინტიმური ურთიერთობაში წარმოშობილი ყველაზე ხშირი სირთულეები – ნაადრევი ეაკულაცია, ერექციული დისფუნქცია, ანორგაზმია, ვაგინიზმი, სექსუალური სურვილის დეფიციტი, პარტნიორული ურთიერთობის სირთულეები, რომლებიც მოგვიანებით შესაძლოა სექსუალური დისფუნქციის ფორმირების საფუძველი გახდეს და გამოიწვიოს ღალატი, განქორწინება.
კურსის გავლის შედეგად
– შეისწავლით უნიკალურ ტექნიკებს პროფესიული საქმიანობს ეფექტიანად წარმართვისთვის;
– შეძლებთ უკეთ გაერკვეთ საკუთარ ურთიერთობებში პარტნიორთან, მეუღლესთან და გააუმჯობესოთ ის;
– მიიღებთ საერთაშორისო ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) სერტიფიკატს, აკრედიტირებული საათების რაოდენობის მითითებით.
1. პროგრამის ფარგლებში გაეცნობით
• ცხოვრების სცენარს ადრეული ბავშვობის პერიოდიდან
• კონფლიქტს კონცეფციებსა და ენერგიას შორის
• მსგავსებასა და განსხვავებას სექსა და სექსუალურობას შორის
• რა არის სიყვარული, სურვილი, კმაყოფილება, ვნება
• რა ხდება ორგაზმს მიღმა
ასევე გაეცნობით:
1. სექსუალური დისფუნქციების ბიო – ფსიქოლოგიას
2. წყვილთა სექსუალური დისფუნქციების საკვლევ მეთოდებს
3. წყვილთა სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის 5 საფეხურიან მოდელს:
• საერთო სირთულეების გაგება
• ერთმანეთის გაცნობა
• მოქმედება ბალანსში ყოფნისთვის
• ურთიერთ განსხვავებები, ცვლილება
• ზრდა და განვითარება – სვლა ორგაზმის მიღმა
4. ექსპერიმენტული და სამეცნიერო კვლევების მონაცემებს
5. სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის სხეულზე და მენტალურ სფეროზე ორიენტირებულ ტექნიკებს
6. ფსიქოსექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია, როგორც ინტეგრირებული ფსიქოდინამიკური მიდგომა გამოიყენება მრავალი სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ
შეხვედრების მანძილზე ვუპასუხებთ კითხვებს:
შესაძლებელია ოჯახის გადარჩენა ერექციული დისფუნქციის ფონზე?
• შესაძლებელია ოჯახის გადარჩენა ქალის ლიბიდოს დაქვეითებისა და ანორგაზმიის ფონზე?
• რატომ წყდება წვილებს შორის ინტიმური ურთიერთობები?
• რა შეიძლება გააკეთოს ცოლმა, რათა დაეხმაროს ქმარს ერექციულ დისფუნქციასთან გამკლავებაში?
• რა შეიძლება გააკეთოს ქმარმა, რათა დაეხმაროს ცოლს ვაგინიზმთან გამკლავებაში?
• როგორ მოიქცეს წყვილი დაბალი სექსუალური იმპულსის შემთხვევაში?
სამუშაო დრო:
შაბათი, 30 ივლისი 11.00 – 19.00
კვირა, 31 ივლისი, 11.00 – 19.00
კურსის ავტორი და წამყვანია ენვერ ჩესკო
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის, წევრთა კომიტეტის და ეთიკის კომიტეტების წევრი
• ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი (WCP) 2008 წლიდან
• კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი
• პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის ბორდის წევრი
• ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი
• WPC – ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი
• პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის ბორდის წევრი
• ფსიქოლოგიის, პედაგოგიკისა და ფსიქოთერაპიის მაგისტრი (MSc)
• სექსუალური ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციის წევრი (WAS)
• 2016 წლიდან დღემდე რეგულარულად უძღვება ფსიქოსექსოლოგიის შემსწავლელ ტრენინგებსა და ვორქშოპებს მსოფლიოს 20 ქვეყანაში
• 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
mental.academy.geo@gmail.com
598 53 53 88
595 07 81 82
დარეგისტრირდი
პროგრამის ავტორი და წამყვანი
ენვერ ცესკო
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი (WCP). კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის, წევრთა კომიტეტის და ეთიკის კომიტეტების წევრი . ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, WPC – ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.