საქართველოში პირველი EAPTI სტატუსის სივრცის წარდგენა
2022 წლის 11 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის სტატუსის EAPTI (ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული ინსტიტუტის) წარდგენის ღონისძიება. ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლების მნიშვნელობა, ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებებში ტრენირების პრობლემატიკა, მენტალური ჯანრმთელობის სპეციალისტების წინაშე არსებული ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები, EAPTI სტატუსის მნიშვნელობა და მისი მიღების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობები.
მოეწყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პირველი ელექტრონული პლატფორმის mentalacademy.ge პრეზენტაცია.