მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც პრიორიტეტად დაისახა საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებებში განათლებისა და კვლევის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრება.
დევიზის ქვეშ “კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლებისთვის საქართველოში” აკადემია აერთიანებს ქართველი და უცხოელი ექსპერტების გუნდს, რომლებიც ქმნიან და უძღვებიან ევროპული აკრედიტაციის მქონე საავტორო პროგრამებს ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიასა და მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებებში.
ორგანიზაციის მისიაა ქართული ფსიქოთერაპიული სივრცის სრული დარგობრივი ინტეგრირება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტთან.
აკადემია ერთადერთი EAPTI (ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ინსტიტუტი) დაწესებულებაა საქართველოდან და ასევე წარმოადგენს საქართველოს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციაში, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში.
აკადემიის ძირითადი მიზნებია:
- განათლების განვითარების ხელშეწყობა უპირატესად ადამიანის შემსწავლელ და ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებებში.
- მენტალური ჯანმრთელობის და ემოციური კეთილდღეობის სამეცნიერო მიმართულებების შემსწავლელი პროგრამების შემუშავება, განხორციელებას და დანერგვა;
- პრიორიტეტულად განსაზღვრულ სფეროებში მოღვაწე პირთა კვალიფიკაციის ამაღლება.
- ფსიქოთერაპიის საგანმანათლებლო და საკვალიფიკაციო სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და განვითარება.
- ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო არეალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე.
აკადემია ერთადერთი ფსიქოთერაპიული დაწესებულებაა საქართველოდან, რომელიც კურსდამთავრებულებისთვის ქმნის შესაძლებლობას მოიპოვონ სამმაგი სერტიფიცირება პირდაპირი მინიჭების წესით:
– ECP (ევროპული სერტიფიცირების ფსიქოთერაპევტი)
– ECIP (ევროპული სერტიფიცირების ინეგრირებული ფსიქოთერაპევტი;
-მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის სერტიფიკატი.
EAPTI დაწესებულების არსებობა საქართველოში ქმნის შესაძლებლობას:
–პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ პირდაპირი მინიჭების წესით წარადგინონ კანიდატურა და მოიპოვონ უმაღლესი ევროპული სერტიფიკატი ფსიქოთერაპიაში – ECP;
–ევროპის მასშტაბით მაღალი სტანდარტის ტრენირება დადასტურებულია დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ.
–ქართველი სპეციალისტები რომლებიც მოიპოვებენ შესაბამის სერტიფიცირებას სტრულუფლებიანი წევრის სტატუსით იქნებიან ინტეგრირებული საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებებში;
–EAPTI დაწესებულებების კურსდამთავრებულები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებებში და მათი განათლება აღიარებულია ავტორიტეტული ფსიქოთერაპიული ორგანიზაციების მიერ.
–კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღება ეროვნულ ქოლგა ორგანიზაციაში – ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაციაში.
–EAPTI დაწესებულების მაღალი სანდოობა დადასტურებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს და ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის შედეგად მთელ მსოფლიოში.
აკადემია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი EAPTI – ფსიქოთერაპიის აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტია საქართველოდან. აკადემიის ფსიქოერაპიული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ რაც კურსდამთავრებულებს აძლევს პირდაპირი მინიჭების წესით ECP სერტიფიცირებაზე კანდიდატურის წარდგენის საშუალებას.
აკადემია აკრედიტებული წევრის სტატუსით ერთიანდება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ორგანიზაციათა წამყვან ჯგუფში – ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში. ასოციაცია EAP-ში სარგებლობს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის სტატუსით და უზრუნველყოფს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საუკეთესო ეთიკური და კლინიკური სტანდარტის დანერგვას ევროპაში.
აკადემია არის ქართული პროფესიული ფსიქოთერაპიული საზოგადოების – ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ნაწილი. ერთიანდება დევიზის ქვეშ “კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის საქართველოში” და მხარს უჭერს ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის სრულ ჰარმონიზაციას დარგის ევროპულ სტანდარტთან.
მაია ბეგაშვილი
ორგანიზაციის აკადემიური ხელმძღვანელი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეროვნული დელეგატი საქართველოში; საქართველოს სახელმწიფო სერტიფიცირების მქონე ექიმი ფსიქოთერაპევტი; ECP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი, ECIP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიაკტის მფლობელი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრთა კომიტეტის ექსპერტი.
ნინო კობახიძე
პროგრამის “მენტალური ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოსთვის” ხელმძღვანელი. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის წევრი. ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECIP).
ნანა გოგიჩაშვილი
პრორამის “პროფესიული დახელოვნება ფსიქოლოგიაში” ხელმძღვანელი. ასოცირებული პროფესორი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და სალექციო საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. სამეცნიერო ინტერესის სფეროა ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტაციის აქტუალური საკითხები.
ლისბეთ პლისარტი
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის მთავარი სუპერვიზორი. ფსიქოთერაპევტი (ECP), ინტეგრირებული მიდგომა, პრაქტიკის და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში (17 წლიანი პრაქტიკა).
ენვერ ცესკო
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი (WCP). კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის, წევრთა კომიტეტის და ეთიკის კომიტეტების წევრი . ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, WPC – ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
ნინო გურგენიძე
ექიმი ფსიქოთერაპევტი საქართველოს სახელმწიფო ლიცენზირებაით თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, 2019 – 2020წ. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტო კლინიკის კლინიკური მარკეტინგის ექსპერტი. 2013 – 2019წ. თბილისის” ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს” დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში.
ანანო ნიაური
აკადემიის იურიდიული მრჩეველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.