– ბაკალავრის ხარისხი სოციალურ ან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში
– კონკურსის ეტაპების წარმატებით გადალახვა
– ბაკალავრის ხარისხი სოციალურ ან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში
– კონკურსის ეტაპების წარმატებით გადალახვა
ოთხი წელი
ინტეგრირებული ფსიქოთერაპია (EAP სრული სააკრედიტაციო სტანდარტი)
– პროგრამის წარმდგენი ორგანიზაციაა ერთადერთი EAPTI (ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ინსტიტუტი) საქართველოში – მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.
– საავტორო პროგრამა შემუშავებულია საქართველოში ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტების მიერ და აკრედიტებულია დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (European Association for Psychotherapy) და ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის – ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) მიერ.
– სასწავლო პროცესსა და პრაქტიკულ მუშაობას წარმართავენ საერთაშორისო აკრედიტეციის მქონე (ECP, ECIP) ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
– პროგრამა საშუალებას გაძლევთ პირდაპირი მინიჭების წესით მოიპოვოთ სამმაგი სერტიფიცირება: ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი ECP (European Certificate of Psychotherapy), ECIP (European Certificate for Integrative Psychotherapy) და EAPTI – მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის სერტიფიკატი.
-გაძლევთ მიზანმიმართული და აკადემიური ფსიქოთერაპიული მუშაობის ცოდნას და უნარებს, ეს კი კლიენტთან თერაპიული ეფექტის მიღების წინაპირობაა.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპიის ვალიდური მოდალობა, რომელიც აღიარებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP), ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP), ინრეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP), ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA)და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებების მიერ.
ინტეგრირებული მიდგომა ითვალისწინებს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სკოლების ელემენტების (კონცეფციები, ტექნიკები) გაერთიანებას მკურნალობის პროცესში. ის ასევე გულისხმობს, პიროვნების გამთლიანების ფსიქოთერაპიულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ემოციური/აფექტური, კოგნიტური, ქცევითი და ფიზიოლოგიური სფეროების გამთლიანებით.
სპეციალისტს არ უწევს კლიენტის და საკუთარი თავის მოქცევა ერთი კონკრეტული მიდგომის ფარგლებში, მას აქვს საშუალება გაითვალისწინოს კლიენტის ინდივიდუალური თავისებურებები და ყოველი კონკრეტული თერაპიული ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენოს მის ხელთ არსებული სხვადასხვა მოდალობების ინსტრუმენტები საჭიროებისამებრ, მიზანშეწონილად.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის თავისებურებებია:
სხვა კლასიკური მიდგომებისგან განსხვავებით, და თანამშრომლობს თერაპევტთან. სრულად ხდება მისი ინდივიდუალური ხასიათობრივი მახასიათებლების, ღირებულებების, რწმუნებულებებისა და მოტივაციის ხარისხის გათვალისწინება.
– ინტეგრირებული ფსიქოთერაპია
– ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია, ფსიქოსინთეზი
– გეშტალტთერაპია
– ნლპ (თერაპიული მოდელი)
– კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპია (კბთ)
– ჰიპნოთერაპია (მილტონ ერიკსონის ჰიპნოთერაპია)
– მოკლევადიანი სტრატეგიული თერაპია, ფსიქოდრამათერაპია)
– სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია
ეს ყველაფერი დაგეხმარებათ პაციენტებთან ეფექტიან მუშაობაში!
წარმოადგენს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამის მსმენელს რომელსაც გავლილი აქვს აღნიშნული პროგრამის თეორია :
მეთოდოლოგიის 220 აკადემიური საათი
ჯგუფური თერაპიის 100 საათი
ინდივიდუალური თერაპიის მინიმუმ 12,5 საათი
—————————
წარმოადგენს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამის მსმენელს რომელსაც გავლილი აქვს აღნიშნული პროგრამის თეორია :
მეთოდოლოგიის 440 აკადემიური საათი
ჯგუფური თერაპიის 200 საათი
ინდივიდუალური თერაპიის მინიმუმ 25 საათი
—————————
წარმოადგენს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამის მსმენელს რომელსაც გავლილი აქვს აღნიშნული პროგრამის თეორია :
მეთოდოლოგიის 660 აკადემიური საათი
ჯგუფური თერაპიის 200 საათი
ინდივიდუალური თერაპიის მინიმუმ 37.5 საათი
კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით 150 აკადემიური საათი
სუპერვიზია 75 აკადემიური საათი
—————————
წარმოადგენს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამის მსმენელს რომელსაც გავლილი აქვს აღნიშნული პროგრამის თეორია :
მეთოდოლოგიის 880 აკადემიური საათი
ჯგუფური თერაპიის 200 საათი
ინდივიდუალური თერაპიის მინიმუმ 50 საათი
კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით 300 აკადემიური საათი
სუპერვიზია 150 აკადემიური საათი
—————————
აკადემია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი EAPTI – ფსიქოთერაპიის აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტია საქართველოდან. აკადემიის ფსიქოერაპიული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ რაც კურსდამთავრებულებს აძლევს პირდაპირი მინიჭების წესით ECP სერტიფიცირებაზე კანდიდატურის წარდგენის საშუალებას.
აკადემია აკრედიტებული წევრის სტატუსით ერთიანდება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ორგანიზაციათა წამყვან ჯგუფში – ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში. ასოციაცია EAP-ში სარგებლობს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის სტატუსით და უზრუნველყოფს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საუკეთესო ეთიკური და კლინიკური სტანდარტის დანერგვას ევროპაში.
აკადემია არის ქართული პროფესიული ფსიქოთერაპიული საზოგადოების – ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ნაწილი. ერთიანდება დევიზის ქვეშ “კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის საქართველოში” და მხარს უჭერს ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის სრულ ჰარმონიზაციას დარგის ევროპულ სტანდარტთან.
ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემია ამსტერდამი 2019
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პანევროპული პროგრამის აკრედიტაციის რატიფიკაცია
ნინო კობახიძე მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, ჰევარდ ვილკინსონი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ბრუნო ვან დენ ბოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი, მარინე ბეგაშვილი მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ჯოანა ჰეუიტ ევანსი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის გენერალური მდივანი
ლექციაზე სპეციალისტი ისაუბრებს შესასწავლი საგნის თეორიული საფუძვლების, ბაზისური თეზისებისა და მუშაობის მექანიზმებზე. საშუალება გექნებათ დაუსვათ მათ თქვენთვის საინტრესო კითხვები და მიიღოთ კომპეტენტური პასუხები.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– ღრმა თეორიულ ცოდნას ფსიქოთერაპიის 8 აღიარებულ მოდალობაში (ფსიქოდინამიკური ფსიქოანალიზი,
ფსიქოსინთეზი, გეშტალტთერაპია, ნლპ (თერაპიული მოდელი), კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპია (კბთ),
ჰიპნოთერაპია – კლასიკური და მილტონ ერიკსონის ჰიპნოზი, მოკლევადიანი სტრატეგიული თერაპია,
ფსიქოდრამათერაპია), ფსიქოსექსოლოგიასა და პიროვნების ფსიქოლოგიაში;
– გააკეთებთ აღმოჩენებს საკუთარ თავსა და კლიენტებზე;
– მოიძიებთ პასუხებს აქტუალურ კითხვებზე;
– მიიღებთ ელექტრონულ ლიტერატურას და სპეციალისტების მიერ მომზადებულ მასალებს;
– მიიღებთ გავლილი აკრედიტებული საათების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
სემინარზე მოისმენთ და შეითვისებთ ევროპული სტანდარტის სპეციალისტებისა და ექსპერტების გამოცდილებას და
სირთულეებთან გამკლავებისა და დილემების გადაჭრის გზებს, გადაჭრით საკუთარ დილემებს, მოისმენთ და
დაამუშავებთ ფსიქოთერაპიული სავარჯიშოების პროტოკოლებს. ასევე, ინტერაქტიულ რეჟიმში გაუზიარებთ
სპეციალისტებს და კოლეგებს საკუთარ პირად და პროფესიულ გამოცდილებას, განიხილავთ წაკითხული
ლიტერატურას თეორიულ და პრაქტიკულ ჭრილში.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– მოიძიებთ პრაქტიკის დროს წარმოშობილი სირთულეებიდან გამოსავლის ეფექტურ გზებს;
– შეისწავლით დროში გამოცდილი, ეფექტური ფსიქოთერაპიული სავარჯიშოების პროტოკოლებს;
– გაუზიარებთ გამოცდილებას კოლეგებს და გაიზიარებთ მათ გამოცდილებას, რაც გაზრდის თქვენს
ეფექტურობას;
– მიიღებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ალგორითმებს;
– მიიღებთ გავლილი აკრედიტებული საათების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ტრენინგზე სპეციალისტები წარმოადგენენ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მოდალობების ინტეგრირებული ტექნიკების
კონკრეტულ ალგორითმებს – ნაბიჯებად გაწერილ სქემებს სტატეგიული კითხვებითა და ძირითადი აქცენტებით. მასტერკლასის დროს შეასრულებთ ამ ტექნიკებს ჯგუფში და მიირებთ მუშაობის საკუთარ გამოცდილებას.
ტრენინგისა და ვორქშოფის ფორმატში შეასრულებთ წარმოდგენილ ტექნიკებს, საჭიროების შემთხვევაში დასვამთ
კითხვებს და მიიღებთ ინდივიდუალურ უკუკავშირს შესრულებულ სავარჯიშოზე, გაიმართება დისკუსია, სურვილის შემთხვევაში წარმოდგენთ ქეისს, რომელზეც გაიმართება მსჯელობა.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– შეიძენთ ფსიქოთერაპიის ეთიკურად და ეფექტურად წარმართვის უნარ -ჩვევებს;
– დროში გამოცდილი თერაპიული მეთოდებისა და ტექნიკების ალგორითმებსა და სქემებს, რომელთაც მაშინვე,
უკვე ტრენინგის დასრულების შემდეგ დანერგავთ პრაქტიკაში;
– გაიზრებთ საკუთარი მუშაობის ძლიერ და სუსტ მხარეებს, დასახავთ სუსტი მხარეების გაუმჯობესების გზებს
და აქცევთ მათ ძლიერ მხარეებად;
– გაუზიარებთ გამოცდილებას კოლეგებს და გაიზიარებთ მათ გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის
თქვენს ეფექტურობას, კომპეტენციებსა და თვითრწმენას;
– შეიძენთ ღირებულ პროფესიულ კონტაქტებს;
– მიიღებთ გავლილი აკრედიტებული საათების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კლინიკურ პრაქტიკას ინდივიდუალური გრაფიკით გაივლით ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში,
ნარკოლგიურ კლინიკაში, სადაც გაეცნობით კლინიკის ფუნქციონირებას, იმუშავებთ მულტიდისციპლინურ გუნდთან
ერთად კონკრეტულ ქეისზე, განახორციელებთ ანამნესტურ, კლინიკურ და მოტივაციურ ინტერვიუირებას
პაციენტებთან, ჩაატარებთ მათთან თერაპიულ სესიებს, გაეცნობით მათი ოჯახის წევრებს. კლინიკაში
განხორციელებული აქტივობების სუპერვიზირებას აწარმოებს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის
სერთიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ECP.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– შეიძენთ პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის უნარ – ჩვევებს;
– შეიზენთ ანამნესტური, კლინიკური და მოტივაციური ინტევიუირების წარმართვის უნარებს;
– გუნდური მუშაობის უნარებს;
– კლინიკური მუშაობის გამოცდილებას;
– მუშაობის ეფექტურობის შეფასებას გამოცდილი სუპერვიზორის მიერ;
– მიიღებთ ცნობას გავლილი კლინიკური პრაქტიკისა და სუპერვიზიის შესახებ.
ჯგუფური თერაპიის დროს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერთიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ECP, ჩაატარებს ჯგუფურ თერაპიულ შეხვედრებს (200 საათი) მხოლოდ პროგრამის სტუდენტებისთვის, დახურულ
ჯგუფში.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– დაამუშავებთ და გათავისუფლდებით აქტუალური ფსიქოლოგიური სირთულეებისგან;
– მოახდენთ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენასა და რეალიზებას;
– აიმაღლებთ ემოციურ ინტელექტს;
– მოიპოვებთ შინაგან ბალანსს;
– მიიღებთ მეტ კმაყოფილებას ურთიერთობებისა და ცხოვრებისგან;
– ისწავლით ფსიქოთერაპიის წარმოების დროში გამოცდილ და ეფექტურ მეთოდეს;
– მიიღებთ ცნობას გავლილი თერაპიული საათების შესახებ.
ინდივიდუალური თერაპიის დროს გექნებათ თერაპიული სესიები (50 საათი) ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის
სერთიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტთან, ECP.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– დაამუშავებთ და გათავისუფლდებით აქტუალური ფსიქოლოგიური სირთულეებისგან;
– მოიპოვებთ შინაგან ბალანსს;
– მიიღებთ მეტ კმაყოფილებას ურთიერთობებისა და ცხოვრებისგან;
– მიიღებთ ცნობას გავლილი თერაპიული საათების შესახებ.
კლიენტებთან/პაციენტებთან მუშაობს პარალელურად ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერთიფიკატის
მფლობელი ფსიქოთერაპევტთან, ECP განახორციელებს თქვენი მუშაობის სუპერვიზიას – პროფესიულ წრეში
განიხილავთ ფსიქოთერაპიის პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს, მოხდენთ თვითრეფლექსიას, დასახავთ
წარმოქმნილი სირთულიდან გამოსვლის გზებს და გააცნობიერებთ მათი წარმოშობის მიზეებს.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– შეძლებთ ქეისის თანმიმდევრულად, ორგანიზებულად წარმართვას;
– შეძლებთ საკუთარი ემოციური საპასუხო რეაქციების ამოცნობასა და მართვას თერაპიის წარმოების პროცესში;
– კიდევ უფრო გაიღრმავებთ თეორია მეთოდოლოგიის შესაწავლის შედეგად მიღებულ ცოდნას (ინტერვენციის
ალტერნატიული გზების მოძიება, მიმართულების განსაზღვრა, ფსიქოეკოლოგიის დაცვა და ა.შ.);
– შეგეძლებათ ქეისის წარმართვა ეთიკის პრინციპების სრული დაცვით.
გადმოგეცემათ ელექტრონული ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა (პრეზენტაცია, ჰენდაუთი და ა.შ.), რომელზეც
იმუშავებთ ლექცია/სემინარებსა და ტრენინგებს შორის შუალედში.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– განიმტკიცებთ ლექცია/სემინარზე და ტრენინგზე მიღებულ ცოდნას;
– მოახდენთ შეკითხვებისა და მოსაზრებების გენერირებას, რომელსაც უპასუხებენ პროგრამაში ჩართული
ექსპერტები და სპეციალისტები.
ჩაერთვებით სოციალური მედიის დახურულ ჯგუფში და ჩატში, სადაც უზრუნველყოფილია პროგრამის წამყვანებთან და ჯგუფის წევრებთან კომუნიკაცია საორგანიზაციო და ჯგუფის მუშაობის სხვა
ასპექტებთან დაკავშირებული კითხვების, კომენტარების, მოსაზრებების, ემოციების, რეფლექსიის ოპერატიული
გაზიარებისა და უკუკავშირის მიღება სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალისტებისგან.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– სწრაფი ორგანიზებისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას;
– ჯგუფის წევრების მხარდაჭერას;
– ოპერატიულ უკუკავშირს;
– ინსაიტებსა და რეფლექსიებს.
გადმოგეცემათ სწავლის ინდივიდუალური გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება წლიური პროგრმა – ჩატარების
დრო, ხანგრძლივობა, საათების რაოდენობა, სპეციალისტი.
შედეგად თქვენ მიიღებთ:
– თქვენი დროის ორგანიზების მარტივ საშუალებას;
– სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და დინამიკის ნათელ ხედვას.
რომლებსაც სურთ ახალი აკადემიური ცოდნისა და კვალიფიკაციის მიღება ფსიქოთერაპიული საქმიანობისთვის.
ორგანიზაციის აკადემიური ხელმძღვანელი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეროვნული დელეგატი საქართველოში; საქართველოს სახელმწიფო სერტიფიცირების მქონე ექიმი ფსიქოთერაპევტი; ECP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი, ECIP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიაკტის მფლობელი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრთა კომიტეტის ექსპერტი.
პროგრამის “მენტალური ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოსთვის” ხელმძღვანელი. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის წევრი. ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECIP).
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის მთავარი სუპერვიზორი. ფსიქოთერაპევტი (ECP), ინტეგრირებული მიდგომა, პრაქტიკის და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში (17 წლიანი პრაქტიკა).
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი (WCP). კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის, წევრთა კომიტეტის და ეთიკის კომიტეტების წევრი . ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, WPC – ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
ექიმი ფსიქოთერაპევტი საქართველოს სახელმწიფო ლიცენზირებაით თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, 2019 – 2020წ. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტო კლინიკის კლინიკური მარკეტინგის ექსპერტი. 2013 – 2019წ. თბილისის” ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს” დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში.
აკადემიის იურიდიული მრჩეველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.
EAPTI აკრედიტაცია არის დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო კატეგორია. კატეგორიას საქართველოდან ფლობს მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია. ეს სააკრედიტაციო სტანდარტი საშუალებას აძლევს პროგრამის კურსდამთავრებულებს პირდაპირი მინიჭების წესით წარადგინონ კანდიდატურა და მოიპოვონ ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი ECP.
პროგრამა აკრედიტებულია დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP და ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. პროგრამის კურსდამთავრებულების მაღალი აკადემიური სტატუსი დადასტურებულია ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციასა და ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს შორის თანამშრომლობის შედეგად მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებულების განათლება სრულად არის აღიარებული ავტტორიტეტული პროფესიული საზოგადოებების მიერ და მათ საშუალებას აძლევს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით მიიღონ მონაწილეობა დარგის წამყვანი ორგანიზაციების საქმიანობაში.
პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია პროგრამის სრული საათობრივი მოცულობის ათვისება, მათ შორის მაგრამ რა მხოლოდ სალექციო კომპონენტზე დასწრება, ლიტერატურაზე მუშაობა, წერილობითი დავალებების შესრულება, საგამოცდო და კვლევითი კომპონენტის და კლინიკური პრაქტიკის კომპონენტის წარმატებით დასრულება.
ECP – ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი არის დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების სტანდარტი, რომელიც ადასტურებს სპეციალისტის შესაბამისობას ფსიქოთერაპევტის ძირითადი კომპეტენციების ევროპულ სტანდარტთან.
ECP სერტიფიკატის მისაღებად საჭროა ფსიქოთერაპევტის დადასტურებული განათლება, რომელიც მოიცავს ყველა იმ კომპეტენციას, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის ჩათვლით, რომელიც საჭროა პირის ფსიქოთერაპევტად ფორმირებისთვის. ფსიქოთერაპევტის განათლების მინიმალური ხანგრძლივობაა 4 დიპლომის შემდგომი წელი. პირდაპირი მინიჭების წესით ECP სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აკრედიტებული პორგრამის გავლის შედეგად EAPTI დაწესებულების რეკომენდაციით.
ECP სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია ასახულია ფსიქოთერაპევტთა ევროპულ რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, პოტენციური დამსაქმებლისთვის და კლიენტებისთვის. სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ სპეციალისტს ასევე გადაეცემა სერტიფიკატის ბეჭდური ვერსია.
ფსიქოთერაპიის შესწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც უკვე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალურ ან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში.
ფსიქოთერაპიული განათლების პანევროპული სტანდარტი მოიცავს სულ მცირე ოთხწლიან სწავლებას პოსტდიპლომურ (ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ) საფეხურზე.
ფსიქოთერაპიის შესწავლა გულისხმობს ზოგადი და სპეციალური განათლების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს ფსიქიკის ფუნქციონირების ცოდნას და ფსიქიკაში ინტერვენციის იმ ტექნიკების ცოდნას, რომელიც ორიენტირებულია თერაპიულ შედეგზე მათ შორის, ინტერვენციის თეორიული ჩარჩოს, პრაქტიკული უნარ-ჩვევების, ეთიკური საქმიანობის თავისებურებების ცოდნის სახით.
ფსიქოთერაპიული განათლების აუცილებელი ელემენტებია:
– თეორია-და მეთოფოლოგია;
– ლიტერატურაზე მუშაობა;
– კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ;
– შფოთვა ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
– სტრესთან გამკლავების პრობლემები ან სტრესული სიტუაციებისგან თავის დახსნა;
– უნდობლობა და სიმორცხვე;
– დეპრესია, გუნება-განწყობილების დაქვეითება, სევდა, სიცარიელის შეგრძნება;
– გუნება-განწყობილების ცვალებადობა;
– ურთიერთობების დამყარებისა ან შენარჩუნების სირთულე, ან ახალი ურთიერთობის დაწყების შიში.
– სექსუალური პრობლემები;
– რაიმე სახის დანაკლისები: სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, ფიზიკური დანაკლისი;
– კვებითი დარღვევები;
– თვითდაზიანების სურვილი;
– აკვიატებული ქცევა;
– პანიკური შეტევა და ფობია;
– სხვადასხვა დამოკიდებულებები და სხვა.
ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია ორი დამოუკიდებელი დარგია. თითოეული მათგანის ასათვისებლად საჭიროა შესაბამისი განათლების მიღება. ფსიქოლოგს ფსიქოთერაპევტად მუშაობა შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შემდეგ რომელიც მოიცავს 1400 სპეციალიზირებულ საათს ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ.
ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება ადამიანის ფსიქიკაში ინტერვენციის სხვადასხვა მეთოდოლოგიას და სამუშაო მექანიზმს იყენებს. ფსიქოკონსულტანტი ვალდებულია გადაამისამართოს ინდივიდი ფსიქოთერაპევტთან თუ მისი საჭიროებები სცილდება ფსიქოკონსულტირების საკვალიფიკაციო ჩარჩოს.