საზაფხულო სკოლა 2025

“ცხოვრებისეული სცენარები და მათი ტრანსფორმაცია”

2025 წლის 20-25 ივლისს მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიამ უმასპინძლა რიგით მეორე გასვლითი საზაფხულო სკოლას “ცხოვრებისეული სცენარები და მათი ტრანსფორმაცია”.

საზაფხულო სკოლის 2025 წლის ლოკაცია იყო სამეგრელო, მარტვილი.

სალექციო პროგრამას უძღვებოდა მაია ბეგაშვილი, აკადემიის ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეროვნული დელეგატი საქართველოში, ECP, ECIP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, EAIP წევრთა კოლიტეტის ექსპერტი.

სკოლის მონაწილეები გაეცნენ ცხოვრებისეული სცენარების რაობას, ფუნქციურ და დისფუნქციურ სცენარებს მათი იდენტიფიცირების და ტრანსფორმაციის ტექნიკებს.

სალექციო პროგრამასთან ერთად სკოლის მონაწილეებმა დაათვალიერეს მარტვილის კანიონი, მდინარე აბაშა, კაღუს ჩანჩქერი, მარტვილის მონასტერი, დადიანების სასახლე, ნოქალაქევი.

აკადემია მადლობას უხდის მაია ბეგაშვილს საავტორო სალექციო პროგრამისთვის და თითეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და იმ უნიკალური გამოცდილებისთვის რომელიც თითოეულმა მათგანმა შესძინა პროექტს.