სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2024

მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიმართა „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ მიერ ორგანიზებული რიგით მე-2 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „სოციალური პასუხისმგებლობა და ფსიქოთერაპია”.
კონფერენციის ფარგლებში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პანევროპული პროგრამის სხვა და სხვა საფეხურის მსმენელებმა წარმოადგინეს მოხსენებები საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე:

  1. თეკლა ჯაიანი – „ინდივიდს მიღმა: კოლექტიური ტრავმა და მისი გავლენა ინდივიდებზე“
  2. ხათუნა ხორავა – „სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრირება ფსიქოთერაპიაში: გზა ჰოლისტიკური განკურნებისკენ“
  3. ვასილ კორთხონჯია – „სოციალური მედიის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში“
  4. ნატა ტაბატაძე – „ჭარბი კვების აშლილობა – დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და თერაპიული მიდგომები“

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია აკადემიის სამეცნიერო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მომდევნო ღონისძიება გაიმართება 2025 წელს. ჩვენს მსენელებს ვუსრვებთ შემდგომ წინსვლას და არაერთ აკადემიურ წარმატებას.
უახლოეს მომავალში დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებს აკადემიის ვებ – გვერდზე www.mentalacademy.ge.