კონგრესის 2023 წლის თემა იყო “ადამიანის უფლებები, კავშირი და განსხვავებულობა ფსიქოთერაპიის დარგში”.
კონგრესი შედგა ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა და ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტის – EAPTI მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის თანამშრომლობის შედეგად.
კონგრესის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ ფსიქოთერაპევტები და ფსიქოთერაპიული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის 15 სხვადასხვა სახელმწიფოდან.
კონგრესზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პანელები: 1. სოციალური პასუხისმგებლობა 2. ფსიქოტრავმა 3. სუპერვიზია
კონგრესს ისტორიული მნიშვნელობა აქვს რეგიონში ფსიქოთერაპიის განვითრარებისთვის, რადგან საქართველოს სახით ის პირველად ჩატარდა კავკასიის რეგიონში. ევროპული სამეცნიერო კონგრესი გარდამტეხი ნაბიჯია ევროპულ სტანდარტთან ფსიქოთერაპიის დარგობრივი ინტეგრაციისა და საქართველოს დროშის მსოფლიო სამეცნიერო წრეებში ღირსეული გამოჩენისათვის.
მოხარული ვართ რომ შევქმენით ურთიერთკავშრიის, დიალოგია და თანამშრომლობის სივრცე ქართველი და ევროპელი სპეციალისტებისათვის, რომელიც გრძელვადიან კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს ფსიქოთერაპიის მაღალი საგანმანათლებლო, კლინიკური და ეთიკური სტანდარტის დანერგვაზე.
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია მადლობას უხდის კონგრესის მხარდამჭერებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.