ფსიქოთერაპიული განათლება
ფსიქოთერაპიის შესწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც უკვე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალურ ან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში.
ფსიქოთერაპიული განათლების პანევროპული სტანდარტი მოიცავს სულ მცირე ოთხწლიან სწავლებას პოსტდიპლომურ (ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ) საფეხურზე.
ფსიქოთერაპიის შესწავლა გულისხმობს ზოგადი და სპეციალური განათლების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს ფსიქიკის ფუნქციონირების ცოდნას და ფსიქიკაში ინტერვენციის იმ ტექნიკების ცოდნას, რომელიც ორიენტირებულია თერაპიულ შედეგზე მათ შორის, ინტერვენციის თეორიული ჩარჩოს, პრაქტიკული უნარ-ჩვევების, ეთიკური საქმიანობის თავისებურებების ცოდნის სახით.
ფსიქოთერაპიული განათლების აუცილებელი ელემენტებია:
– თეორია-და მეთოფოლოგია;
– ლიტერატურაზე მუშაობა;
– კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ;
– პირადი ფსიქოთერაპია
ფსიქოთერაპიული საქმიანობა
– შფოთვა ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
– სტრესთან გამკლავების პრობლემები ან სტრესული სიტუაციებისგან თავის დახსნა;
– უნდობლობა და სიმორცხვე;
– დეპრესია, გუნება-განწყობილების დაქვეითება, სევდა, სიცარიელის შეგრძნება;
– გუნება-განწყობილების ცვალებადობა;
– ურთიერთობების დამყარებისა ან შენარჩუნების სირთულე, ან ახალი ურთიერთობის დაწყების შიში.
– სექსუალური პრობლემები;
– რაიმე სახის დანაკლისები: სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, ფიზიკური დანაკლისი;
– კვებითი დარღვევები;
– თვითდაზიანების სურვილი;
– აკვიატებული ქცევა;
– პანიკური შეტევა და ფობია;
– სხვადასხვა დამოკიდებულებები და სხვა.
– ფსიქოტრავმა
ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია ორი დამოუკიდებელი დარგია. თითოეული მათგანის ასათვისებლად საჭიროა შესაბამისი განათლების მიღება. ფსიქოლოგს ფსიქოთერაპევტად მუშაობა შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შემდეგ რომელიც მოიცავს 1400 სპეციალიზირებულ საათს ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ.
ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება ადამიანის ფსიქიკაში ინტერვენციის სხვადასხვა მეთოდოლოგიას და სამუშაო მექანიზმს იყენებს. ფსიქოკონსულტანტი ვალდებულია გადაამისამართოს ინდივიდი ფსიქოთერაპევტთან თუ მისი საჭიროებები სცილდება ფსიქოკონსულტირების საკვალიფიკაციო ჩარჩოს.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამა
EAPTI აკრედიტაცია არის დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო კატეგორია. კატეგორიას საქართველოდან ფლობს მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია. ეს სააკრედიტაციო სტანდარტი საშუალებას აძლევს პროგრამის კურსდამთავრებულებს პირდაპირი მინიჭების წესით წარადგინონ კანდიდატურა და მოიპოვონ ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი ECP.
პროგრამა აკრედიტებულია დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP და ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. პროგრამის კურსდამთავრებულების მაღალი აკადემიური სტატუსი დადასტურებულია ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციასა და ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს შორის თანამშრომლობის შედეგად მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებულების განათლება სრულად არის აღიარებული ავტტორიტეტული პროფესიული საზოგადოებების მიერ და მათ საშუალებას აძლევს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით მიიღონ მონაწილეობა დარგის წამყვანი ორგანიზაციების საქმიანობაში.
პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია პროგრამის სრული საათობრივი მოცულობის ათვისება, მათ შორის მაგრამ რა მხოლოდ სალექციო კომპონენტზე დასწრება, ლიტერატურაზე მუშაობა, წერილობითი დავალებების შესრულება, საგამოცდო და კვლევითი კომპონენტის და კლინიკური პრაქტიკის კომპონენტის წარმატებით დასრულება.
ECP – ფსიქოთერაპევტის ევროპული სერტიფიცირება
ECP – ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი არის დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების სტანდარტი, რომელიც ადასტურებს სპეციალისტის შესაბამისობას ფსიქოთერაპევტის ძირითადი კომპეტენციების ევროპულ სტანდარტთან.
ECP სერტიფიკატის მისაღებად საჭროა ფსიქოთერაპევტის დადასტურებული განათლება, რომელიც მოიცავს ყველა იმ კომპეტენციას, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის ჩათვლით, რომელიც საჭროა პირის ფსიქოთერაპევტად ფორმირებისთვის. ფსიქოთერაპევტის განათლების მინიმალური ხანგრძლივობაა 4 დიპლომის შემდგომი წელი. პირდაპირი მინიჭების წესით ECP სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აკრედიტებული პორგრამის გავლის შედეგად EAPTI დაწესებულების რეკომენდაციით.
ECP სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია ასახულია ფსიქოთერაპევტთა ევროპულ რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, პოტენციური დამსაქმებლისთვის და კლიენტებისთვის. სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ სპეციალისტს ასევე გადაეცემა სერტიფიკატის ბეჭდური ვერსია.