კატეგორიის არქივი: Uncategorized

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის შეხვედრა 2023

2023 წლის 9-11 მარტს ვენაში გაიმართა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქრთველოში ერთადერთი ფსიქოთერაპიის აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტის „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ წარმომადგენლები.

2023 წლის ბორდის შეხვედრაზე განხილული იყო თანამედროვე ფსიქოთერაპიის მნიშვნელოვანი გამოწვევები, ამ გამოწვევათა ჭრილში სწავლების სტანდარტები, გაედლაინები და მათში შესატანი ცვლილებები, ასოციაციის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხები, დარგის კლინიკური და ეთიკური საქმიანობის საკითხები. სამეცნიერო და კვლევითი კომიტეტის შეხვედრაზე აკადემიის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, ნინო კობახიძემ წარადგინა მოხსენება 2023 წლის ოქტომბერში თბილისში დაგეგმილი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 ევროპული კონგრესის შესახებ.

„მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია“ 2020 წლიდან წარმოადგენს საქრთველოში ერთადერთ ფსიქოთერაპიის აკრედიტებულ სატრენინგო ინსტიტუტს.

2023 წლის ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა ქართული ფსიქოთერაპიისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი მიღწევებით: საქართველოს წარმომადგენლებს გადაეცათ „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ ევროპული აკრედიტაციის (EAPTI) დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის გადაცემაც ფერხდებოდა პანდემიის გამო. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი, ანანო ნიაური 2023 წლიდან გააგრძელებს ასოციაციის ეთიკის კომიტეტში საქმიანობას თანათავმჯდომარის სტატუსით. აკადემიის ადამინისტრაციული ხელმძღვანელის, ქართველი ფსიქოთერაპევტის, ნინო კობახიძის მიმართ პირდაპირი მინიჭების წესით პირველად გაიცა ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი ECP.

„მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია“ მადლობას უხდის ევროპელ კოლეგებს ქართული ფსიქოთერაპიის მხარდაჭერისთვის და განაგრძობს საქმიანობას ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოებისთვის.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 ევროპული კონგრესი

2023 წლის 8 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 ევროპული კონგრესი.

კონგრესის 2023 წლის თემა იყო “ადამიანის უფლებები, კავშირი და განსხვავებულობა ფსიქოთერაპიის დარგში”.

კონგრესი შედგა ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა და ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტის – EAPTI მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის თანამშრომლობის შედეგად.

კონგრესის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ ფსიქოთერაპევტები და ფსიქოთერაპიული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის 15 სხვადასხვა სახელმწიფოდან.

კონგრესზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პანელები: 1. სოციალური პასუხისმგებლობა 2. ფსიქოტრავმა 3. სუპერვიზია

კონგრესს ისტორიული მნიშვნელობა აქვს რეგიონში ფსიქოთერაპიის განვითრარებისთვის, რადგან საქართველოს სახით ის პირველად ჩატარდა კავკასიის რეგიონში. ევროპული სამეცნიერო კონგრესი გარდამტეხი ნაბიჯია ევროპულ სტანდარტთან ფსიქოთერაპიის დარგობრივი ინტეგრაციისა და საქართველოს დროშის მსოფლიო სამეცნიერო წრეებში ღირსეული გამოჩენისათვის.

მოხარული ვართ რომ შევქმენით ურთიერთკავშრიის, დიალოგია და თანამშრომლობის სივრცე ქართველი და ევროპელი სპეციალისტებისათვის, რომელიც გრძელვადიან კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს ფსიქოთერაპიის მაღალი საგანმანათლებლო, კლინიკური და ეთიკური სტანდარტის დანერგვაზე.

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია მადლობას უხდის კონგრესის მხარდამჭერებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

მემორანდუმი ფსიქოთერაპიის ფედერაცია “დენდრონს” და “კარიტასს” შორის

ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაცია დენდრონსა და საქართველოს კარიტასს – Caritas Georgia / საქართველოს კარიტასის ოფიციალური გვერდი შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორგანიზაციები მიზნად ისახავენ ემოციური კეთილდღეობის, როგორც უალტერნატივო საზოგადოებრივი ინტერესის მხარდაჭერას და ქმნიან ურთიერთთანამშრომლობის გარემოს საზოგადოების საკეთილდღეოდ.

მემორანდუმის დადების შემდეგ ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს სოციალური კაფე, რომელიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეკონომიკურ გაძლიერებას და სტაბილურობას და დასვენებისა და განტვირთვის შესანიშნავ გარემოს ქმნის ვიზიტორებისათვის.

EAP ჟურნალი თბილისის კონგრესის შესახებ

სიხარულით გიზიარებთ ქართული ფსიქოთერაპიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას!

ფსიქოთერაპიის ევროპული ფლაგმანის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ჟურნალის 28-ე გამოცემა მიეძღვნა ჩვენი აკადემიისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ერთობლივ კონგრესს, რომელიც ჩატარდა თბილისში, 2023 წლის 6-8 ოქტომბერს.

ნომერში კონგრესის სხვა მასალებთან ერთად გამოქვეყნებულია აკადემიის დამფუძნებლის, მაია ბეგაშვილის ინტერვიუ საქართველოში ფსიქოთერაპიის განვითარების და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დანერგვის შესახებ. ჟურნალში ასევე გამოქვეყნებულია ნინო კობახიძის სტატია ჩვენი აკადემიის საავტორო მოდელის შესახებ ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში, რომელიც აკრედიტებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ და რომლითაც სწავლება მიმდინარეობს აკადემიაში.

ეს არის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სამეცნიერო გამოცემაში ქართული ფსიქოთერაპევტების ნაშრომების გამოქვეყნების პირვველი შემთხვევა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ჟურნალის სპეციალური ნომერი სრულად ეძღვნება ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიას და საქართველოში ჩატარებულ კონგრესს რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ხილვადობის ზრდისთვის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებებში.

მადლობას ვუხდით ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას EAP და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციიაციას EAIP ქართული ფსიქოთერაპიის მხარდაჭერისათვის.

ვებინარი “ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის უპიტრატესობები”

ყოველწლიური საავტორო პროექტის “ინტეგრირების დღეების” ფარგლებში მიმდინარე წლის 21 ივნისს გაიმართა ვებინარი თემაზე “ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის უპიტრატესობები”.

„ინტეგრირების დღეები “მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის “ყოველწლიური საავტორო პროექტია.

ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებას, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესაძლებლობებისა და უპირატესობების გაცნობას, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

2025 წლის ინტეგრირებს დღეების თემატიკა იყო „ინტეგრირებული ფსიქოთერაპია პასუხი თანამედროვე პიროვნების გამოწვევებზე“.

ვებინარი გაიმართა 19:00 – 20:00 სთ.-ზე და მას გაუძღვა აკადემიის კურსდამთავრებული, ასოცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი ელენე ბურდულაძე.

დასწრება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მონაწილეობა იყო თავისუფალი.

ვებინარი “ქეისის განხილვა ფსიქოთერაპიაში”

ყოველწლიური საავტორო პროექტის “ინტეგრირების დღეების” ფარგლებში მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიმართა ვებინარი თემაზე “ქეისის განხილვა ფსიქოთერაპიაში”.

„ინტეგრირების დღეები “მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის “ყოველწლიური საავტორო პროექტი იყო.

ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებას, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესაძლებლობებისა და უპირატესობების გაცნობას, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

2025 წლის ინტეგრირებს დღეების თემატიკა იყო „ინტეგრირებული ფსიქოთერაპია პასუხი თანამედროვე პიროვნების გამოწვევებზე“.

ვებინარი გაიმართა 19:00 – 20:00 სთ.-ზე და მას გაუძღვა აკადემიის კურსდამთავრებული, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი ირმა ჩახვაძე.

დასწრება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მონაწილეობა იყო თავისუფალი.

ვებინარი „ეთიკური ფსიქოთერაპია“

ყოველწლიური საავტორო პროექტის „ინტეგრირების დღეების“ ფარგლებში მიმდინარე წლის 6 ივლისს გაიმართა ვებინარი თემაზე „ეთიკური ფსიქოთერაპია“.

„ინტეგრირების დღეები“ „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ ყოველწლიური საავტორო პროექტი იყო.

ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებას, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესაძლებლობებისა და უპირატესობების გაცნობას, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

2025 წლის „ინტეგრირებს დღეების“ თემატიკა იყო „ინტეგრირებული ფსიქოთერაპია პასუხი თანამედროვე პიროვნების გამოწვევებზე“.

ვებინარი გაიმართა 19:00 – 20:00 სთ.-ზე და მას გაუძღვა აკადემიის მსმენელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი თინათინ ნატროშვილი.

ფსიქოსექსოლოგიის სასერტიფიკაციო კურსი

2023 წლის 30, 31 ივლისს მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიამ უმასპინძლა მოწვეული ექსპერტის, ენვერ ცესკოს საავტორო ტრენინგს “სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია”. სატრენინგო კურსის მონაწილეები გაეცნენ ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში სექსუალურ დისფუნქციებთან მუშაობის სტრატეგიებს და მეთოდოლოგიას.
საქართველოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ტრენერთა სამუშაო ჯგუფის მიერ 2019 წლიდან დაინერგა ფსიქოსექსოლოგიის როგორც სასწავლო დისციპლინის სწავლება ფსიქოთერაპევტებისთვის და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის.
აკადემიის ბაზაზე სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპიის სწავლება მიმდინარეობს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პანევროპული პროგრამის ფარგლებში.
 
ენვერ ცესკო არის ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი,
კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი,
ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი). სატრენინგო კურსი ემსახურება ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში სექსუალურ დისჰარმონიასთან მუშაობის სტრატეგიის და მეთოდოლოგიის დანერგვას.
 
აკადემია მადლობას ვუხდით ტრენინგის წამყვანს და მონაწილეებს ქართული ფსიქოთერაპიული განათლებისთვის გაწეული შრომისთვის.
გამოქვეყნებულია Uncategorized-ში

ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული მოდელი

კურსზე წარმოდგენილი იქნება მოდელი, რომლის წანამძღვარს წარმოადგენს ურთიერთობის თანდაყოლილი ადამიანური მოთხოვნილება/საჭიროება, ისევე როგორც, გარკვეულ შემთხვევებში წინააღმდეგობრივი ინდივიდუაციის მოთხოვნილება, როგორც მთელი ცხოვრების თანმდევი გამოწვევა.

დავიწყებთ რა პიროვნების ინტეგრირებული შედარებითი თეორიიდან, გამოვიკვლევთ:

– როგორ ვახდენთ კლიენტის ქმედების ფენომენოლოგიის მნიშვნელობის

წვდომას?

– როგორ შეიძლება გავიგოთ არსებითი ცხოვრებისეული გამოწვევები,

რომლებიც საფუძვლად უდევს პიროვნული აშლილობების პათოლოგიას?

– როგორია უფრო ფუნქციონალური გამკლავებისა და ადაპტაციის მექანიზმები

სხვა და სხვა ხასიათის სტილისთვის?

– როგორ მივუდგეთ ამ საკითხებს თანაგრძნობითა და ემპათიით ფსიქოთერაპიის

პროცესში?

კლიენტთან ურთიერთობის პროცესში, პირველი სატელეფონო კონტაქტიდან ბოლო

სესიამდე, ჩვენ ვქმნით ერთობლივ ნარატივს.

– რა ინფორმაციას გვაწვდის ეს ისტორიები ჩვენი კლიენტის სპეციფიკური

განვითარების ტრაგედიის შესახებ?

– როგორ ვაგებთ თანმიმდევრულ შედარებით თეორიულ საფუძველს, რომელიც გვეხმარება დიაგნოსტირებაში, ფსიქოთერაპიის დაგეგმვასა და თანმდევ კლინიკურ ინტერვენციაში?

გამოყენებული იქნება რამდენიმე ინტეგრაციული მოდელი, როგორც შეფასებისა და დიაგნოსტირებისადმი შედარებითი მიდგომის მაგალითი. მონაწილეები იფიქრებენ საკუთარ კლიენტებთან პრაქტიკაზე მცირე ჯგუფებში.

შესაძლებელი იქნება ქეისების წარმოდგენა და სუპერვიზია. სასწავლო კურსის მიზნები და პროგრამა:

– ინტეგრირებული პიროვნების თეორიების ნათელი გაგება;

– პიროვნებისადმი ინტეგრირებული შედარებითი მიდგომის ჩარჩოს გაგება;

– ინტეგრირებულ ჩარჩოში შემავალი თემების გაგება:

a. მიჯაჭვულობის თეორია;

b. ობიექტი ურთიერთობის თეორია;

c. სელფ – ფსიქოლოგია და ინტერსუბიექტურობის თეორია;

d. გეშტალტ თერაპია;

e. ხასიათის ანალიზი;

f. თანამედროვე განვითარებისა და ნეირობიოლოგიური თეორიები, მათ შორის ინტერპერსონალური ნეირობიოლოგია.

კლინიკური ცოდნა და უნარები:

– პიროვნებისადმი ფენომენოლოგიური ინტეგრირებული შედარებითი მიდგომის

გაგება;

– ამ მიდგომის კლიენტებთან კლინიკურ მუშაობაში გამოყენების უნარი:

– შეფასება ფენომენოლოგიური ინტერდისციპლინური მიდგომის

გამოყენებით;

– დიაგნოსტირება, პიროვნების სტილებისა და აშლილობების დიფერენცირება სამი კლასტერის (A, B, C) მიხედვით;

– ფსიქოთერაპიული მკურნალობის გეგმის შედგენა შეფასებისა და დიაგნოსტირების საფუძველზე და მოცემული პარამეტრების ღრმა გაგება:

– რა ძირითადმა ცხოვრებისეულმა ფაქტორებმა განაპირობა ხასიათის და/ან პიროვნული აშლილობის ფორმირება და შენარჩუნება?

– როგორია უფრო ფუნქციონალური გამკლავებისა და ადაპტაციის მექანიზმები თითოეული პიროვნების ტიპისთვის?

– როგორ ვიყოთ და გამომავლინოთ თანაგრძნობა და ემპათია ფსიქოთერაპიის პროცესში?

– მონაწილეები გაეცნობიან სხვა და სხვა კლიენტებთან პრაქტიკული მუშაობის გაიდლაინებს და გაივლიან კონკრეტული კლინიკური უნარების პრაქტიკას სემინარის პროცესში;

– შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი ქეისები განხილვისთვის, გაიარონ სუპერვიზია.

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ:

1. პიროვნების თანმიმდევრული ხედვის ფორმულირება;

2. პიროვნების შეფასებისა და დიაგნოსტირების საკუთარ მიდგომაში არჩეული განვითარების თეორიების ინტეგრირების არგუმენტირებულად განმარტება;

3. ექნებათ ფენომენოლოგიური ინტეგრირებული შედარებითი მიდგომის გაგება შეფასების, დიაგნოზირებისა და ფსიქოთერაპიის დაგეგმვაში და ნათელი ხედვა, რა ინფორმაციას იძლევა ეს მათი კლინიკური პრაქტიკისთვის;

4. შეეძლებათ კლიენტებზე რეფლექსია ინტეგრირებული ჩარჩოს ჭრილში და გამოიყენებენ მას საკუთარ კლინიკურ მუშაობაში.

კურსის სტრუქტურა:

I მოდული:

– ინტეგრირებული მოდელის წარდგენა და ჩარჩო;

– პიროვნული აშლილობების A (პარანოიდული, შიზოიდური და შიზოტიპური) და

C (ამრიდებლური, დამოკიდებული და ობსესიურ – კომპულსური) კლასტერების წარდგენა.

I I მოდული:

– ინტეგრირებული ჩარჩოს შემდგომი სიღმისეული კვლევა და გამოყენება;

– პიროვნული აშლილობების B კლასტერის (მოსაზღვრე და ნარცისისტული) წარდგენა.

სასწავლო – სასერთიფიკაციო კურსის ფორმატი:

სწავლება, პირადი რეფლექსია, გაზიარება მცირე ჯგუფებში, ქეის სთადი, სუპერვიზია.

რეკომენდებულია ორივე მოდულის გავლა, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ერთ მთლიანობას.