კატეგორიის არქივი: სიახლეები

საჯარო ლექცია ჩატარდება კვირას, ️21 დეკემბერს 18.00 საათზე ვაკის მედიათეკაში.

ლექციას გაუძღვება ანანო ნიაური

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარე

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ეთიკის ოფიცერი
ჩვენი აკადემიის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამის მონაწილე.

ღონისძიება ტარდება ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში " საზოგადოება და მენტალური ჯანმრთელობა".

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული:

https://shorturl.at/DSzwM

დასწრება უფასოა

ჟურნალში შეგიძლიათ იხილოთ მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელის, მარინე ბეგაშვილის სტატია “The Impact of Trauma on Drug Addiction: A Comprehensive Analysis”.
ჟურნალის ონლაინ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://ijp.org.uk/docs/IJP_Vol_29_No_2_Online.pdf
შეხვედრაში EAP-ის ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობდა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის იურიდიული მრჩეველი ანანო ნიაური.
კომიტეტმა განიხილა ფსიქოთერაპიის დარგის უახლესი გამოწვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები მათ შორის, ფსიქოთერაპიის დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართება ეთიკის სტანდარტებთან. ამ გამოწვევების გათვალისწინებით კომიტეტმა იმსჯელა ფსიქოთერაპევტთა ეთიკის კოდექსში შესატანი ცვლილებების და დამატებების შესახებ.
კომიტეტზე წარდგენილი იყო ევროპული ასოციაციის ახალი გაიდლაინის სამუშაო ვერსია “ეთიკის გაიდლაინი ორგანიზაციებისთვის” რომელიც შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა კორტნი იანგის, ენვერ ცესკოს, ანანო ნიაურის, ჟოზე კასტილოს და მარია კარდინის შემადგენლობით.
შეხვედრაში EAP-ის სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის ინდივიდუალური წევრის სტატუსით მონაწილეობდა „ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის“ ბორდის წევრი „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის “სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, ნინო კობახიძე.
კომიტეტმა წარადგინა დოკუმენტი „ფსიქოთერაპიის ეფექტურობა: თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიმოხილვა “.
ამასთან, კომიტეტმა იმსჯელა ფსიქოთერაპიის შესწავლის პროცესში კვლევითი კომპონენტის ჩართვის მნიშვნელოვნებაზე და ფსიქითერაპიის ევროპული აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტების გამოწვევებზე ამ პროცესში.
ნინო კობახიძემ გააზიარა გამოცდილება „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშირისო აკადემიის“ სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის დანერგვისა და ორგანიზების შესახებ.

2025 წლის 21 სექტემბერს, ჩატარდა ტრენინგი – ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული თეორია.
ტრენინგი განკუთვნილი იყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის სტუდენტებისთვის.
სტუდენტებმა მოისმინეს ვორქშოფი მოსაზღვრე პიროვნულ აშლილობასთან კლინიკური მუშაობის შესახებ. ვორქშოფი ჩატარდა ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული მოდელის მოდულის ფარგლებში.
ტრენინგს უძღვებოდა ლისბეთ პლისარტი.

აკადემია მადლობას უხდის ლისბეთ პლისარტს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის!
2025 წლის 12 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ფსიქოთერაპიის ადგილი ჯანდაცვის სისტემაში“. ღონისძიება აკადემიის ყოველწლიური ღონისძიების, „ინტეგრირების დღეების“ ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ:

ევროპის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის (EAIP) პრეზიდენტი ოანა მარია პოპესკუ

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტი ნინო ოკრიბელაშვილი
ოანა მარია პოპესკუმ წარმოადგინა მოხსენება თემაზე „ფსიქოთერაპიული განათლების სტანდარტი ევროპაში“. აკადემიის დამფუძნებელმა მარინე ბეგაშვილმა კი მოხსენება „ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის უპირატესობებზე“ წაიკითხა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეებმა იმსჯელეს ფსიქოთერაპიის როლზე ჯანდაცვის სისტემაში, ფსიქოთერაპიული განათლების გამოწვევებზე საქართველოში და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული სერვისის შექმნის საშუალებებზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო და ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
- 1
- 2