ავტორის არქივი: mentalacademy

ფსიქიკა ლაპარაკობს: საზაფხულო სკოლა დასრულდა

„თამაში იწყება, პერსონა დუმს, ფსიქიკა ლაპარაკობს“ 29 აგვისტოს, შეკვეთილში, საზეიმოდ დასრულდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემიის რიგით III საზაფხულო სკოლა.

ხუთი დღე, რომელიც მონაწილეებისთვის იქცა პროფესიული ზრდის, პირადი აღმოჩენებისა და ღრმა თერაპიული გამოცდილების სივრცედ.

ზღვისპირა გარემოში, ყოველდღიური რუტინისგან მოშორებით, მონაწილეები მუშაობდნენ საკუთარ პროფესიულ და პიროვნულ გამოცდილებაზე, აკვირდებოდნენ შინაგან პროცესებს, სწავლობდნენ ფსიქოთერაპიული მუშაობის ახალ შესაძლებლობებს და ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნიდნენ.

2026 წლის საზაფხულო სკოლის მთავარი თემა იყო: „დომინანტურ სუბპიროვნებასთან მუშაობა“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა მაია ბეგაშვილის 10 CPD-საათიანი ვორქშოფი, რომელიც აერთიანებდა თეორიულ გააზრებას, პრაქტიკულ მუშაობასა და პირად თერაპიულ გამოცდილებას.

მაია ბეგაშვილი

• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემიის ხელმძღვანელი

• ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის, EAP-ის ეროვნული დელეგატი

• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის, EAIP-ის წევრთა კომიტეტის ექსპერტი

• საქართველოში ფსიქოთერაპიის ინტეგრირებული მიდგომის შემომტანი

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემიის საზაფხულო სკოლა არის სივრცე, სადაც პროფესიული ცოდნა ხვდება პირად გამოცდილებას, თეორია გარდაიქმნება პრაქტიკად, ჯგუფი ხდება ცოცხალი სასწავლო გარემო და ფსიქოთერაპევტი უფრო ახლოს მიდის როგორც საკუთარ თავთან, ისე კლიენტის შინაგანი სამყაროს გაგებასთან.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემია აცხადებს რეგისტრაციას 2027 წლის რიგით IV საზაფხულო სკოლის ნაკადზე.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული: https://forms.gle/NoXn69Y6nu4kC82a9

დამატებითი ინფორმაციისთცის დაგვიკავშირდით: 598 53 53 88 mental.academy.geo@gmail.com

დასრულდა „ინტეგრირების დღეები 2026“

სამი შეხვედრა, სამი განსხვავებული თემა და ერთი საერთო იდეა: ადამიანის, როგორც ერთი მთლიანობის გაგება.

შეხვედრებზე მონაწილეებთან ერთად ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა გამოწვევებია თითოეული ჩვენგანის წინაშე 21-ე საუკუნეში, როგორ შეიძლება ადამიანის მრავალგანზომილებიანი გაგება და რას პასუხობს ინტეგრირებული ფსიქოთერაპია ამ გამოწვევებზე.

პროექტის ფარგლებში გაიმართა სამი ღია აკადემიური შეხვედრა:

  1. 18 ივნისი – „ფსიქოთერაპია 21-ე საუკუნეში: ინტეგრირებული ფსიქოთერაპია“

ერთად დავფიქრდით, როგორ შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა, გლობალურმა კრიზისებმა, სოციალური ურთიერთობების ტრანსფორმაციამ და ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ აღარ არის საკმარისი მხოლოდ ერთი თეორია ან ერთი ხედვა ადამიანის გასაგებად.

  1. 23 ივნისი – „ქეისის ანალიზი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პერსპექტივიდან“

მონაწილეებმა იხილეს, როგორ გარდაიქმნება თეორია პრაქტიკად. განვიხილეთ ქეისის კონცეპტუალიზაცია, თუ როგორ იქცევა სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მოდალობის საუკეთესო თეორიები ერთ მთლიანობად ინტეგრირებულ ფსიოქთერაპიაში და ის, თუ როგორ იქმნება ინდივიდზე მორგებული თერაპიული სტრატეგია.

  1. 30 ივნისი – „პიროვნების ანალიზი ინტეგრირებული პერსპექტივიდან: ალბერ კამიუს „უცხოს“ მაგალითზე“

დასკვნით შეხვედრაზე ლიტერატურა, ფილოსოფია და ფსიქოთერაპია ინტეგრირდა ერთ სივრცეში. მერსოს პერსონაჟის მაგალითზე ვიკვლევდით ემოციებს, შინაგან კონფლიქტებს, არჩევანს, იდენტობასა და თვითშემეცნებას. მთავარი კითხვები მხოლოდ ლიტერატურულ გმირს არ ეხებოდა. ისინი თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნოდა.

  • რა გვაქცევს იმ ადამიანად, ვინც ვართ?
  • რამდენად ვიცნობთ საკუთარ თავს?
  • შესაძლებელია თუ არა ადამიანის გაგება მისი ისტორიის, ურთიერთობებისა და ღირებულებების გარეშე?

სწორედ ამ კითხვებმა გააერთიანა მთელი პროექტი.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეხვედრებმა გააერთიანა ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები, ახალგაზრდები, სტუდენტები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და ყველა ის ადამიანი, ვისაც ადამიანის ბუნების კვლევა და თვითშემეცნება აინტერესებს. დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ პროექტი აერთიანებს ადამიანებს სიღემისეული შინაგანი ხედვით, რომელთაც აქვთ მზარდი ინტერესი მეცნიერულად დასაბუთებული, ღრმა და ინტეგრირებული ხედვის მიმართ. სწორედ თითოეული მონაწილის ინტერაქცია ქმნის ინტეგრირების დღეების უნიკალურ ატმოსფეროს.

მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის, საინტერესო კითხვებისთვის, პროფესიული მსჯელობით შეტანილი საკუთარი წვლილისათვის და იმ ატმოსფეროსთვის, რომელმაც „ინტეგრირების დღეები 2026“ ნამდვილ აკადემიურ და ადამიანურ დიალოგად აქცია.

პროექტი დასრულდა, თუმცა მისი იდეა კვლავ გააერთიანებს მონაწილეებს 2027 წელს.

გავაგრძელებთ სივრცის შექმნას, სადაც მეცნიერება, პრაქტიკა, კვლევა და ადამიანის სიღრმისეული გაგება ინტეგრირდება.

პროექტის ორგანიზატორი იყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია (IAIP), საქართველოში ერთადერთი EAPTI აკრედიტებული ინსტიტუტი, რომელიც აგრძელებს ევროპული ხარისხის ფსიქოთერაპიული განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

მადლობა, რომ იყავით „ინტეგრირების დღეები 2026“-ის ნაწილი.

სატრენინგო კურსი – კონცეპტუალური ურთიერთქმედების მოდელი

პირველად საქართველოში

კონცეპტუალური ურთიერთქმედების მოდელი -Conceptual Interaction (I.V.)

როგორ ვიპოვით ახალი ფსიქოთერაპიული ჰარმონია?

როგორ ქმნის ახალ, უფრო ღრმა, თანმიმდევრულ და პროფესიულ ხედვას სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მოდალობათა ურთიერთშერწყმა?

წარმოდგენილი სატრენინგო კურსი აერთიანებს გამოცდილებით, სისტემურ, სხეულზე ორიენტირებულ, შემოქმედებით და ვერბალურ ფსიქოთერაპიულ პრაქტიკებს ერთიან ჰოლისტურ ჩარჩოში და ეფუძნება Conceptual Interaction (I.V.) მოდელს.

სატრენინგო კურსზე ტრენერად მოწვეულია ამ სასწავლო კურსის ავტორი პროფესორი ბრუნო ვან დენ ბოში – ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) დირექტორი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) წევრთა კომიტეტის თავმჯდომარე და ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციების (EWAO) კომიტეტის თანათავმჯდომარე.

ორგანიზაცია Educatieve Academie vzw-ის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი. სასწავლო პროგრამის Interactionele Vormgeving-ის  ავტორი და ტრენერი. ფსიქოთერაპევტი, 35 წ. ზე მეტი პრაქტიკით ინდივიდუალრ, წყვილთა, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში.

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

• ადამიანის განვითარების, ტანჯვისა და რესურსების ინტეგრაციულ ხედვას;

• პიროვნებაზე ორიენტირებული და ჰოლისტური მუშაობის თანამედროვე

მიდგომებს.

• სხვადასხვა თერაპიული მიმართულებების ურთიერთქმედების პრაქტიკულ

მაგალითებს;

• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ფილოსოფიასა და ძირითად პრინციპებს;

ვისთვის არის კურსი?

✓ ფსიქოლოგებისთვის

✓ ფსიქოთერაპევტებისთვის

✓ კონსულტანტებისთვის

✓ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სხვადასხვა სპეციალისტებისთვის

✓ სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამების მსმენელებისა და სტუდენტებისთვის.                     ✓ პროფესიული განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის

სლოგანი: „აღმოაჩინეთ ფსიქოთერაპიის თანამედროვე ენა –  ადამიანის მღავალი განზომილება და ერთი მიდგომის მრავალფეროვანი შესაძლებლობები,

27 სექტემბერი, 2026

12:00 – 16:00 (5 აკ. სთ.)

ღირებულება – 300 ევრო

Early Bird – 250 ევრო

(რეგისტრაცია 27 აგვისტომდე)

ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა თუკი გსურთ თქვენი პროფესიული ხედვის გაფართოება და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის თანამედროვე კონცეფციის გაცნობა.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

სატრენინგო კურსს აქვს მას აქვს მძლავრი ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური საფუძველი და ადამიანი განხილულ იქნება როგორც  განვითარებადი, ურთიერთობებში არსებული, სხეულებრივი, ემოციური, კოგნიტური, ეგზისტენციალური და სულიერი არსება.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპია იწყება იქ, სადაც სხვადასხვა თეორია კონკურენციას წყვეტს და იწყებს დიალოგს. ეს კურსი გიწვევთ სივრცეში, სადაც ადამიანის გამოცდილება ერთიანი მთლიანობის სახით განიხილება, ხოლო თერაპიული პროცესი –  როგორც შემოქმედებითი, მეცნიერულად გააზრებული და ღრმად ადამიანური შეხვედრა.

კურსის კონცეფცია

Conceptual Interaction (I.V.) ეფუძნება იმ იდეას, რომ ფსიქოთერაპიული სკოლების ძლიერი მხარეები შეიძლება გაერთიანდეს ერთიან, თანმიმდევრულ და პიროვნებაზე ორიენტირებულ მოდელში.

კურსი აერთიანებს:

გამოცდილებით (Experiential) მიდგომებს;

სისტემურ ხედვას;

სხეულზე ორიენტირებულ პრაქტიკებს;

შემოქმედებით ინტერვენციებს;

ვერბალურ ფსიქოთერაპიულ მეთოდებს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის უნიკალურობას, ფსიქოლოგიური ტანჯვის უნივერსალურობას, განვითარების პროცესს, ასევე ეგზისტენციალურ და სულიერ განზომილებებს.

რას მიიღებენ მონაწილეები?

კლინიკური პრაქტიკისთვის გამოსადეგ ინტეგრაციულ ხედვას;

გაეცნობიან Conceptual Interaction (I.V.) მოდელის თეორიულ საფუძვლებს;

 ასევე ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ძირითადი პრინციპებს;

გაიაზრებენ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულებების ურთიერთქმედების უპირატესობას და საჭიროებას.

ჩამოიყალიბებენ  თანამედროვე ჰოლისტური ფსიქოთერაპიის შესახებ სისტემურ წარმოდგენას.

კურსის წარმომდგენია  ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP) – ის სატრენინგო ინსტიტუტი საქართველოში (EAPTI)- მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია. 

ელ. ფოსტა:

ტელ.:

მის.:

პიროვნების ანალიზი ინტეგრირებული პერსპექტივიდან

პიროვნების ანალიზი ინტეგრირებული პერსპექტივიდან – კამიუს უცხოს მაგალითზე – საჯარო შეხვედრა ინტეგრირების დღეები 2026-ის ფარგლებში.

ღონისძიების წარმდგენია ერთადერთი EAPTI ინსტიტუტი საქართველოდან – ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.

ღონისძება ჩატარდება სამშაბათს, 30 ივნისს 20.30 საათზე.

ღონისძიებაზე ადგილის დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია:
რეგისტრაციისას აირჩიეთ ინტეგრირების დღეები 2026 -ის ფარგლებში დაგეგმილი სასურველი ღონისძიება (შეგიძლიათ ერთი ან რამდენიმე პასუხის მონიშვნა).


https://forms.gle/TUMvzfUZyp1r7unQ8

ქეისის ანალიზი ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში

როგორ ვხედავთ ადამიანს თერაპიულ პროცესში?

როგორ იქმნება კავშირი სიმპტომს, ემოციას, გამოცდილებასა და პიროვნების მთლიან ისტორიას შორის?

ამ შეხვედრაზე განვიხილავთ, როგორ მუშაობს ინტეგრირებული ფსიქოთერაპია რეალურ ქეისთან და როგორ აერთიანებს სხვადასხვა თერაპიულ ხედვას ერთიან, ღრმა და ადამიანზე ერთ მთლიან, ინტეგრირებულ პროცესში.

შეხვედრაზე გაიგებთ:
• როგორ ხდება ქეისის კონცეპტუალიზაცია ინტეგრირებულ მიდგომაში
• როგორ იწყებს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულება “ერთ ენაზე” საუბარს
• როგორ ვხედავთ არა მხოლოდ პრობლემას, არამედ მთლიან ადამიანს
• როგორ ყალიბდება ეფექტური თერაპიული სტრატეგია

სამშაბათი, 23 ივნისი
20:00 საათი

ორგანიზატორი:
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია (IAIP)
ერთადერთი EAPTI საქართველოდან

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია

ადგილის დასაჯავშნად აუცილებელია რეგისტრაცია:
https://forms.gle/k9zovTaieR2nXdK27

ფსიქოთერაპია 21-ე საუკუნეში – ინტეგრირებული ფსიქოთერაპია.

ინტეგრირების დღეები 2026 იწყება!
ფსიქოთერაპია 21-ე საუკუნეში – ინტეგრირებული ფსიქოთერაპია.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპის საერთაშორისო აკადემია IAIP გიწვევთ ღია შეხვედრაზე.

ღონისძიება ჩატარდება ხუთშაბათს, 18 ივნისს 20.00
ზუმის პლატფორმის საშუალებით.

ღონისძიების მიზანია:
– საზოგადოების საკეთილდღეოდ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესაძლებლობების გამოყენება;
– ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტების პროფესიული იდენტობის ფორმირების ხელშეწყობა;
– პროფესიონალ ფსიქოთერაპევტებს შორის პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება და გამყარება, ნეთვორქინგი

ღონისძიება განკუთვნილია:
– ფსიქოთერაპევტებისთვის,
– ფსიქოთერაპიის პროგრამის სტუდენტებისთვის,
– ფსიქოლოგებისთვის,
– ფსიქოთერაპიული სერვისების მიმღები პირებისთვის,
– ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ღონისძიების მონაწილეები მიიღებენ სასურველ ინფორმაციას ფსიქოთერაპევტის კარიერის, პროფესიული ჩამოყალიბების და ზრდის შესახებ.

ღონისძიების წარმდგენი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია IAIP არის ერთადერთი EAPTI ინსტიტუტი საქართველოდან
(European Accredited Psychotherapy Training Institute).

შეხვედრაზე შეგეძლებათ: შეხვდეთ აკადემიის წარმომადგენლებს, დასვათ კითხვები და აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც მეცნიერება, პრაქტიკა და ადამიანის სიღრმისეული გაგება ერთიანდება.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია:
https://forms.gle/dFQZkpn7PkjHbmv36

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
593 53 53 88
mental.academy.geo@gmail.com

საზაფხულო სკოლა 2026 შეკვეთილში

საზაფხულო სკოლა 2026 შეკვეთილში:
სუბპიროვნებები, რომლებიც გვმართავენ

5 დღე ზღვის ხმის, პროფესიულ განვითარების, ახალ მეგობრებისა და პიროვნული აღმოჩენების სივრცეში

ვორქშოფი ეძღვნება შინაგან რეგულაციას და დომინანტური სუბპიროვნებების იდენტიფიკაციას. მონაწილეები გაეცნობიან და საკუთარ თავზე გამოცდიან პრაქტიკული თანამედროვე მოდელს ტრანსფორმაციისთვის.

25-29 აგვისტოს მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გიწვევთ რიგით მესამე ყოველწლიურ საზაფხულო სკოლაში.

ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს:
  • საკუთარი თავისა და ადამიანის ფსიქიკის უფრო ღრმად გაგება
  • პრაქტიკული ცოდნის მიღება
  • გამოცდილ სპეციალისტებთან უშუალო ურთიერთობა
  • პროფესიული და ადამიანური კავშირების გაფართოება
  • ზაფხულის განსხვავებულად გატარება და ახალი შთაგონების მიღება

შეკვეთილი
ხანგრძლივობა: 5 დღე (4 ღამე) 25-29 აგვისტო
ტრენინგის მოცულობა: 12 აკადემიური საათი

პროგრამა მოიცავს:
  • თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სემინარებს
  • ჯგუფურ აქტივობებსა და დისკუსიებს
  • ინტერაქციულ სამუშაო პროცესს
  • პროფესიული ქსელის გაფართოების შესაძლებლობას
  • ორენოვან სერტიფიკატს CPD საათების მითითებით

პროექტის აკადემიური ხელმძღვანელია ფსიქოთერაპევტი მარინე ბეგაშვილი (MD, ECP, ECIP), საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფსიქოთერაპევტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის შემომტანი საქართველოში.

საზაფხულო სკოლის ლოკაციაა შეკვეთილი სასტუმრო გრაფიკა შავი ზღვა

საზაფხუკო სკოლაში მონაწილეობის ღირებულებაა 2000 ლარი.

21 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილეობის ღირებულებაა 1650 ლარი

მონაწილეობის საფასური მოიცავს:
  • მგზავრობას
  • სასტუმროში განთავსებას
  • კვებას
  • სასწავლო ვორქშოფს
  • უკან დაბრუნებას

სტუდენტებისთვის მოქმედებს 15 %-იანი ფასდაკლება – მონაწილეობის ღირებულებაა 1700 ლარი

წყვილად რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეულისთვის მონაწილეობის ღირებულებაა 1650 ლარი

ადგილები შეზღუდულია

რეგისტრაცია:
https://forms.gle/yo4KQVh1A2Gbh3y28

დეტალური ინფორმაცია:
https://forms.gle/G4TKNtqG8ibba5638

598 53 53 88
mentalacademy.ge
mental.academy.geo@gmail.com

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ფსიქოთერაპიის ავტონომია”

2026 წლის 16 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მე-5 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ფსიქოთერაპიის ავტონომია: თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა“.

კონფერენცია ყოველწლიურია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თანამედროვე სამეცნიერო ხედვების პოპულარიზაციას, პროფესიული დიალოგის ხელშეწყობას და საქართველოში ფსიქოთერაპიის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის წახალისებას.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო ფსიქოთერაპიის ავტონომია – თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა.

ეს თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე ქართული ფსიქოთერაპიის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტთან მისი ინტეგრირებისთვის.

კონფერენციის ფარგლებში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ და კვლევით მიმართულებებს.

ღონისძიება ხელს უწყობს ისახავს არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ აკადემიური თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და ფსიქოთერაპიული სფეროს მომავალი პროფესიონალების მხარდაჭერას.

მე-5 სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გიწვევთ რიგით მე-5 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე ფსიქოთერაპის ავტონომია – თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა კონფერენცია გაიმართება შაბათს, 16 მაისს, 17.00 საათზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 201-ე აუდიტორიაში. კონფერენცია ყოველწლიურია და აერთიანებს ახალგაზრდულ აკადემიურ სივრცეს, თანამედროვე კვლევით იდეებსა და პროფესიულ დიალოგს ფსიქოთერაპიის დარგში. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის მონაწილეთა სამეცნიერო მოხსენებები. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში წარდგენილი მოხსენებების ირგვლივ. გელით სტუდენტური მეცნიერებისა და თანამედროვე აკადემიური დიალოგის სივრცეში.