დარეგისტრირდი

– ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში

– კონკურსის ეტაპების წარმატებით გადალახვა

ერთი წელი

  • სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი

ასოცირებული პროფესორი ნანა გოგიჩაშვილი

ფსიქოკონსულტირების სასერტიფიკაციო კურსი

 

ვისთვის არის განკუთვნილი:

  • ფსიქოლოგებისთვის, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ ფსიქოკონსულტირების წარმოებისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
  • ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი კარიერა დაიწყონ, როგორც ფსიქოლოგ-კონსულტანტებმა, აირჩიონ კონკრეტული სპეციალიზაცია და შეიძინონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება.

 

კურსის შინაარსი:

 

  1. ფსიქოკონსულტირება – არსი, მიზნები, ამოცანები, შესაძლებლობები და საზღვრები.

  2. კლიენტთან პირველადი კონტაქტის დამყარება და სამუშაო ალიანსი
  3. ფსიქოკონსულტირების ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები
  4. ინტერვიურება
  5. პიროვნების განვითარებისა და ასაკობრივი კრიზისების ფსიქოლოგია
  6. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტირება
  7. ზრდასრულთა ფსიქოკონსულტირება
  8. კონსულტაციური დიაგნოსტირება
  9. ოჯახური ფსიქოკონსულტირება
  10. ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოკონსულტირება
  11. ქეისის ორგანიზება
  12. ძირითადი ფსიქოთერაპიული მიმდინარეობები
  13. ქეისების განხილვა

 

საათობრივი დატვირთვა: 

თეორია და მეთოდოლოგია + ლიტერატურაზე მუშაობა – 281 აკადემიური საათი

გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.

კურსის გავლის შედეგად:

  • შეიძენ ფსიქოკონსულტირების წარმოებისთვის საჭირო ხარისხიან ცოდნასა და ეფექტურ უნარებს
  • შეძლებ კლიენტის საჭიროების დიფერენცირებულ მოკვლევას
  • შეძლებ კლიენტის პრობლემის გამოკვეთას
  • შეძლებ კლიენტზე მორგებული ეფექტური რეკომენდაციების გაცემას
  • დაეხმარები კლიენტებს საკუთარი მიზნების დასახვასა და მიღწევაში
  • დაეხმარები კლიენტებს რესურსული მდგომარეობის ფორმირებაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში
  • შეძლებ მუშაობას კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, სადაც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევთ მომსახურე პერსონალს
  • სურვილისამებრ, გექნება კერძო პრაქტიკა
  • შეძლებ ადამიანების კონსულტირებას სხვადასხვა მიმართულებით (ოჯახური ფსიქოკონსულტირება; ბავშვთა და მოზარდთა კონსულტირება, მოზრდილთა კონსულტირება და სხვ)
  • შექმნი ან/და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებ პროფესიულ პრაქტიკას, გაიზრდება კმაყოფილი კლიენტების რიცხვი, მომართვიანობა
  • გაიღრმავებ პროფესიულ თავდაჯერებულობასა და კმაყოფილებას – ისწავლი ფსიქოკონსულტირების წარმოების ეფექტურ გზებს
  • მიაღწევ პიროვნულ და პროფესიულ თვითრეფლექსიას, განავითარებ თვითეგულაციის უნარს
  • შეძლებთ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის
  • გაიფართოვებ პროფესიულ წრეს

პროგრამის ხელმძღვანელი:

ნანა გოგიჩაშვილი – პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის პროგრამის “პროფესიული დახელოვნება ფსიქოლოგიაში” ხელმძღვანელი

პროგრამის კოორდინატორი: 

მარიამ გოჩაძე – ფსიქოთერაპევტი (ECIP ინტეგრირებული მიდგომა); კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრი და ფსიქოთერაპევტი

ღირებულება :

პროგრამაზე სწავლის თითოეული თვის  ღირებულება – 270 ლარი

გაიარეთ რეგისტრაცია: 

პირველადი რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა https://cutt.ly/FQcBtke

ან

მოგვწერეთ ელ – ფოსტაზე mental.academy.geo@gmail.com

სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, აკადემიური საფესური  პროფესია და რატომ გსურთ კურსის გავლა.

კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://counseling.iaipdendroni.com/

 

2023 – 2024 სასწავლო წლის წლიური ღირებულებაა 3600 ლარი

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

598 53 53 88

მისამართი: კოსტავას 47/57

 

დარეგისტრირდი

პროგრამის ტრენერები

ნანა გოგიჩაშვილი

პრორამის “პროფესიული დახელოვნება ფსიქოლოგიაში” ხელმძღვანელი. ასოცირებული პროფესორი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და სალექციო საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. სამეცნიერო ინტერესის სფეროა ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტაციის აქტუალური საკითხები.

ნინო კობახიძე

პროგრამის “მენტალური ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოსთვის” ხელმძღვანელი. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის წევრი. ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECIP).

ეკატერინე დარსანია

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ეთიკის კომიტეტის ხელმძღვანელი. სამედიცინო ფსიქოლოგიის მაგისტრი. ECIP სერტიფიცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი.

ოჯახური კრიზისების დაძლევისა და სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი.

არასამთავრობო და არასამთავრობო სექტორში 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 2014 წლიდან დღემდე დაკავებულია აქტიური ფსიქოთერაპიული პრაქტიკით.

მარიამ გოჩაძე

ECIP სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. 

კურსდამთავრებულთა უკუკავშირი

ქეთევან მეტრეველი

მე გახლავართ ქეთი მეტრეველი, პროფესიით სოციალური ფსიქოლოგიის
მაგისტრი. ამჟამად პრაქტიკოსი ფსიქოკონსულტანტი. სამწუხაროდ წლების
განმავლობაში ჩემი პროფესიით მუშაობას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ
ვახერხებდი.

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
საერთაშორისო აკადემიის და მისი ფსიქოკონსულტირების პრაქტიკული კურსის შესახებ სრულიად შემთხვევით, სოციალური ქსელით შევიტყვე და მივხდი ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა დავბრუნებოდი ჩემს პროფესიას. სასწავლო პროგრამა პირველ რიგში დამეხმარა თვითგამორკვევაში, საშუალება მომცა დამეგეგმა პროფესიული საქმიანობის ცვლილება და დავბრუნებოდი ფსიქოლოგიას ძალიან საინტერესო მიმართულებით. მაღალი პროფესიული სტანდარტის შემოთავაზებით აკადემიამ შესაძლებლობა მომცა დავუფლებოდი იმ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც აუცილებელია კვალიფიციური ფსიქოკონსულტანტისთვის და ჩემი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის. აკადემიაში ასევე გავიარე ერთწლიანი ფსიქოთერაპიის კურსი და გავხდი ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი. ის ტექნიკები და სავარჯიშოები, რომელსაც ამ კურსის გავლის დროს გავეცანი, დამეხმარა პროფესიული თვალსაწიერის გაფართოებაში და კონსულტირების პროცესის უფრო ეფექტურად დაგეგმვაში. აკადემიაში სწავლების პროცესი ჩემთვის იყო თვითშემეცნების, პიროვნული და პროფესიული განვითარების ძალიან
საინტერესო გზა, რომელიც აუცილებლად უნდა გამევლო იმისათვის , რომ ჩემი
საყვარელი საქმე აღმომეჩინა და დავხმარებოდი ადამიანებს სხვადასხვა
ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვაში.

ლიკა სალაძე

“ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე, ფსიქოკონსულტირების პრაქტიკულმა კურსმა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამჟამად, ვარ აქტიური ფსიქოკონსულტანტი და სიყვარულით ვემსახურები ჩემს პროფესიას. 


კურსის ფარგლებში მივიღე  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა;
მომეცა საშუალება პროცესში გამომეცადა თეორიულად დამუშავებული მიდგომები და უნარ-ჩვევები. ამასთან, დარგის პროფესიონალი
წარმომადგენლებისგან ვიღებდი უკუკავშირს და გამოცდილებაზე დაფუძნებულ რჩევებს, რაც გამორჩეულად ღირებული ცოდნაა ჩემთვის 
მადლობა ამ მრავლმხრივი და მრავლისმომცემი გამოცდილებისთვის!”

ინგა სიჭინავა

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
საერთაშორისო აკადემია ჩემთვის ბუნებრივი არჩევანი იყო. კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით დიდხანს ვეძებდი კურსს, რომელიც რამდენიმე
ფსიქოლოგიურ მოდალობას გააერთიანებდა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ
თითოეული ადამიანის უნიკალურობიდან გამომდინარე, მის სირთულეებს ერთი
რომელიმე სტანდარტული მიდგომა ან მეთოდი ვერ მოერგებოდა. სწორედ
ამიტომ ჩემთვის აღმოჩენა იყო საქართველოში მსგავსი კურსის არსებობა,
ვინაიდან ის ზუსტად პასუხობდა ჩემს მოთხოვნებს. ინტეგრირებული მიდგომა
საშუალებას იძლევა გაეცნო და შეისწავლო ყველაზე აღიარებული
ფსიქოლოგიური მოდალობების მეთოდები, ტექნიკები და გამოიყენო ისინი
კონკრეტულ ადამიანთან საჭიროების მიხედვით. ამ მეთოდის უპირატესობა მისი
ფართო ხედვა, მოქნილობა და ადაპტურობაა, რაც მეხმარება, ვიყო არა რომელიმე
კონკრეტულ მეთოდზე, არამედ ადამიანზე ორიენტირებული სპეციალისტი.
აკადემიაში ასევე გავიარე ფსიქოკონსულტირების ერთწლიანი სასერთიფიკატო
კურსი, რომელიც წარმოადგენს საბაზისო მიმართულებას ფსიქოლოგიური
პრაქტიკისთვის. აღნიშნული კურსი იძლევა მყარ საფუძველს როგორც
თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტში, რაც აუცილებელია ფსიქოკონსულტირების
პროცესის სწორად წარმართვისა და პროფესიული პასუხისმგებლობისათვის.
ასეთი ტიპის საბაზისო მომზადება მიზანშეწონილია ფსიქოლოგიის
მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისათვის.

ნანა ბასილაშვილი

პიროვნული ზრდა და პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია. ყოველი სასწავლო სივრცე, სადაც ვსწავლობ და ვსწავლობდი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩემი ხედვის, კომპეტენციებისა და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაში.
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში ფსიქოკონსულტირების სპეციალობით გავიარე ერთწლიანი სასერთიფიკატო კურსი — კიდევ ერთი ღირებული ეტაპი ჩემს პროფესიულ გზაზე.
აკადემიამ შექმნა გარემო, სადაც პროფესიონალიზმი, სიღრმისეული განათლება და სტუდენტის აქტიური განვითარება სინთეზირებულია.
განსაკუთრებით დასაფასებელია:
გუნდური მიდგომა და ემპათიური ლექტორები, რომლებიც ამ პროცესში რეალურად თანამონაწილენი არიან.

დღეს უკვე ვმუშაობ ფსიქოკონსულტირების სფეროში და ყოველდღიურად ვგრძნობ, როგორ მეხმარება ამ კურსით მიღებული საფუძველი სამუშაო პროცესში — როგორც პროფესიულად, ასევე ადამიანურად.
აღსანიშნავია, პროგრამის ხელმძღვანელების, ლექტორებისა და კოორდინატორების მხარდაჭერა არა მხოლოდ სწავლის პროცესში, არამედ შემდგომ პერიოდშიც, კარიერულ საწყისებზე.
საფუძვლიანი, თანამედროვე და ინტეგრირებული ფსიქოკონსულტირების შესაწავლად — გულწრფელად გირჩევთ ამ გზას.

თემურ სამხარაძე

თუ ვინმეს სურს დაიწყოს პროფესიული მოგზაურობა, სადაც იქნება ადგილი
ცოდნისთვის, გრძნობისთვის, შეკითხვებისთვის და საკუთარ თავთან ნამდვილ
შეხვედრებისთვის მე გულწრფელად ვურჩევდი ამ გზის დაწყებას აქ. „ზოგჯერ ერთი სწორი სივრცე საკმარისია, რომ მთელი ცხოვრება სხვა მიმართულებით წარმართო.“

მედეა ბარბარიანი

ფსიქოკონსულტირების კურსმა მომცა საშუალება მეთანამშრომლა ისეთ
პროფესიონალებთან , რომელთაც აქვთ ყოველდღიური პრაქტიკა, შეუძლიათ
ცოცხალი მაგალითების გაზიარება, სფეროს გამოწვევების შესახებ. ასეთი
გამოცდილება ძალიან დამეხმარა რომ მკაფიო წარმოდგენა შემქმნოდა
ფსიქოკონსულტირების პროცესზე. ამ პროგრამამ როგორც თეორიული ასევე
პრაქტიკული კუთხით მომცა საყრდენი და თავდაჯერებულობა, რომლის
წყალობითაც დავიწყე პრაქტიკული საქმიანობა და დღემდე ვაგრძელებ.

აკადემიის პარტნიორები