კონფერენცია ყოველწლიურია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თანამედროვე სამეცნიერო ხედვების პოპულარიზაციას, პროფესიული დიალოგის ხელშეწყობას და საქართველოში ფსიქოთერაპიის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის წახალისებას.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო ფსიქოთერაპიის ავტონომია – თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა.
ეს თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე ქართული ფსიქოთერაპიის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტთან მისი ინტეგრირებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ და კვლევით მიმართულებებს.
ღონისძიება ხელს უწყობს ისახავს არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ აკადემიური თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და ფსიქოთერაპიული სფეროს მომავალი პროფესიონალების მხარდაჭერას.

