EAP ჟურნალი თბილისის კონგრესის შესახებ

სიხარულით გიზიარებთ ქართული ფსიქოთერაპიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას!

ფსიქოთერაპიის ევროპული ფლაგმანის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ჟურნალის 28-ე გამოცემა მიეძღვნა ჩვენი აკადემიისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ერთობლივ კონგრესს, რომელიც ჩატარდა თბილისში, 2023 წლის 6-8 ოქტომბერს.

ნომერში კონგრესის სხვა მასალებთან ერთად გამოქვეყნებულია აკადემიის დამფუძნებლის, მაია ბეგაშვილის ინტერვიუ საქართველოში ფსიქოთერაპიის განვითარების და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დანერგვის შესახებ. ჟურნალში ასევე გამოქვეყნებულია ნინო კობახიძის სტატია ჩვენი აკადემიის საავტორო მოდელის შესახებ ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში, რომელიც აკრედიტებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ და რომლითაც სწავლება მიმდინარეობს აკადემიაში.

ეს არის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სამეცნიერო გამოცემაში ქართული ფსიქოთერაპევტების ნაშრომების გამოქვეყნების პირვველი შემთხვევა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ჟურნალის სპეციალური ნომერი სრულად ეძღვნება ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიას და საქართველოში ჩატარებულ კონგრესს რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ხილვადობის ზრდისთვის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებებში.

მადლობას ვუხდით ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას EAP და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციიაციას EAIP ქართული ფსიქოთერაპიის მხარდაჭერისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *