მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემის დელეგატებმა, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოების (SEPI) წევრებმა, მარინე ბეგაშვილმა და ანანო ნიაურმა მონაწილეობა მიიღეს SEPI-ს რიგით 38-ე ყოველწლიურ კონფერენციაში “Toward a Common Core of Psychotherapy”.
კონფერენცია გაიმართა შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში 2022 წლის 21-24 აპრილს.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოება SEPI არის საერთაშორისო ინტერდისციპლინური ორგანიზაცია, რომელიც შეისწავლის ფსიქოთერაპიულ მიდგომათა ინტეგრაციის სამეცნიერო საფუძვლებს და კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენების განვითარების იდეის ირგვლივ აერთიანებს ფსიქოთერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოებას.
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოდან რომელიც რომელიც წარმოდგენილია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოებაში..