საზაფხულო სკოლა 2025
“ცხოვრებისეული სცენარები და მათი ტრანსფორმაცია”
2025 წლის 20-25 ივლისს, სამეგრელოში აკადემიამ უმასპინძლა რიგით მეორე გასვლით საზაფხულო სკოლას.
“ცხოვრებისეული სცენარები და მათი ტრანსფორმაცია”
2025 წლის 20-25 ივლისს, სამეგრელოში აკადემიამ უმასპინძლა რიგით მეორე გასვლით საზაფხულო სკოლას.
2025 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა მეოთხე სტუდენტური კონფერენცია თემაზე – “მენტალური ჯანმრთელობა კრიზისული მდგომარეობების დროს ფსიქოთერაპიის გადმოსახედიდან”. კონფერენცია ერთ სივრცეში აერთიანებდა სტუდენტებსა და პროფესიონალებს ფსიქოთერაპიის სფეროში მენტალური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების გასაზიარებლად.
2025 წლის 12-15 მარტს ავსტრიაში, ვენაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ბორდის და საკომიტეტო შეხვედრები, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგატებმა. შეხვედრაზე განიხილეს ფსიქოთერაპიის დარგში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, მიიღეს ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) მმართველობითი გადაწყვეტილებები და ეთიკის გაიდლაინები.
მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიმართა „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ მიერ ორგანიზებული რიგით მე-2 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „სოციალური პასუხისმგებლობა და ფსიქოთერაპია”.
„ინტეგრირების დღეები“ არის მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ყოველწლიური საავტორო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოთერაპიის დარგის განვითარების ხელშეწყობას, საქართველოში, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესაძლებლობების გამოყენებას საზოგადოების მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლებისა და პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას.
2023 წლის 18 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 ევროპული კონგრესის წარდგენის ღონისძიება „დიალოგი ევროპასთან შესაძლებლობების ფანჯარა ქართულ ფსიქოთერაპიაში “. ღონისძიებაზე განხილული იყო კონგრესის მნიშვნელობა თანამედროვე ქართული ფსიქოთერაპიისთვის, ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოების გზები და პროფესიული საზოგადოების როლი ამ დაახლოებაში.
2023 წლის 28-29 იანვარს მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში შედგა აკადემიისა და ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ასოციაციის (ACCPI) ერთობლივი საერთაშორისო სატრენინგო კურსი ჰიპნოთერაპიაში.
19/10/2022
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია უერთდება ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ძალისხმევას “ქართველი ფსიქოთერაპევტები უკრაინელებისთვის”.
პროგრამის ფარგლებში საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა უსასყიდლოდ მიიღონ ფსიქოთერაპიული დახმარება.