3 ოქტომბერს ბოსნია ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიხსნა საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონგრესი ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპიაში.
კონგრესს ესწრებიან მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები მარინე ბეგაშვილი და ანანო ნიაური.
სარაევო ასევე მასპინძლობს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ყოველწლიური საერთო კრებას, რომელშიც კოლეგებთან მონაწილეობას იღებენ ქართველი დელეგატები.
გვაქვს პატივი წარმოვადგენდეთ EAIP ერთადერთ აკრედიტებულ წევრს საქართველოდან.
კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლებისთვის საქართველოში განვაგრძობთ ინფორმაციის მოწოდებას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოთერაპიული განათლების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.