– ბაკალავრის ხარისხი სოციალურ ან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში

– კონკურსის ეტაპების წარმატებით გადალახვა

ოთხი წელი

  • EAP – EAPTI აკრედიტაცია
  • EWAO EAIP აკრედიტაცია

 

  • სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • ECP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი
  • ECIP ინტეგრირებული ფსიქოტერაპიის ევროპული სერტიფიკატი

 

  • პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი მარინე ბეგაშვილი
  • პროგრამის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ნინო კობახიძე

 

  • თეორია და მეთოდოლოგია
  • პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ
  • პირადი თერაპია

 

  • ქართული
  • ინგლისური (უზრუნველყფილია სინქრონული თარგმანი)

 

  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპია (EAP სრული სააკრედიტაციო სტანდარტი)
პროგრამაზე მიღება დაწყებულია დარეგისტრირდი

პროგრამის შესახებ:

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შემსწავლელი პოსტდიპლომური პროგრამა არის საავტორო აკრედიტებული პროგრამა ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში, რომელიც შემუშავებულია საქათველოში საერთაშორისო კლასის ევროპელი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით და სრულად აკრედიტებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცის (EAP) და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის  (EAIP) მიერ.

სასწავლო პროცესს წარმართავენ დარგის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სამუშაო გარემოსგან მოწყვეტის გარეშე, მყუდრო, თბილ და მეგობრულ გარემოში, მოქნილი გრაფიკით (თვეში ერთი შაბათ – კვირა).

 

პროგრამა შენთვისაა თუ:

  • გსურს მიიღო პანევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში;
  • გსურს შეისწავლო ფსიქოთერაპიის რვა აღიარებული მოდალობის ფუნდამენტები, სამუშაო მექანიზმები და მათი ინტეგრირების მოდელები;
  • გსურს შეისწავლო კლიენტთან მუშაობის უნიკალური თანამედროვე ტექნიკები თეორიული საფუძვლებიდან საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ჩათვლით.
  • გსურს მოიპოვო ევროპული პროფესიული საზოგადოების აღიარებული სერტიფიკატი და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ რეესტრში აღრიცხვის შესაძლებლობა.
  • გახდე ევროპულ პროფესიულ საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებული პირველი ქართული პროფესიული საზოგადოების წევრი.

 

პროგრამის გავლის შედეგად შენ:

  • ისწავლი და გამოიყენებ დროში გამოცდილ ფსიქოთერაპიულ ტექნიკებს და სავარჯიშოებს, გაეცნობი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და დარგის განვითარების უახლეს ტენდენციებს.
  • მიიღებ ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის ევროპული სტანდარტის შესაბამის ცოდნას და სერტიფიკატს (ECIP სტანდარტი).
  • შეიძენ ხარისხიან და ეფექტურ ცოდნას და უნარებს ფსიქოთერაპიაში;
  • შექმნი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებ პროფესიულ პრაქტიკას;
  • შეიძენ პროფესიულ თავდაჯერებულობას;
  • ისწავლი ფსიქოთერაპიის თანამედროვე აღიარებული მოდალობების სინთეზს;
  • გამოიყენებ ამ ცოდნას კლიენტებთან მუშაობის პროცესში;
  • მიაღწევ პიროვნულ ინტეგრაციას, გაიუმჯობესებ თვითრეფლექსიისა და თვითრეგულაციის უნარებს.

 

პროგრამის გავლის თავისებურებები:

  • ფსიქოთერაპიის შესასწავლად აუცილებელი ყველა პროცესი – თეორიული სწავლება, სუპერვიზია, ინდივიდუალური თერაპია, ჯგუფური თერაპია თავმოყრილია ერთ სივრცეში.
  • პროგრამა აკრედიტებულია ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის – ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP მიერ.
  • მსმენელებს აქვთ ხელმისაწვდომობა ელექტრონული წინგების საცავთან, უახლეს სტანდარტებთან და გაედლაინებთან და სპეცალისტების მიერ მიწოდებულ მასალებთან , მათ შორის, ქართულ ენაზე.
  • უზრუნველყოფილია ფსიქოთერაპიული კლინიკური პრაქტიკა ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

 

ჩვენი პარტნიორი და მააკრედიტებელი ორგანიზაციები არიან:

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია – European Association for Psychotherapy http://europsyche.org/;

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია European Association for integrative Psychotherapy http://www.euroaip.eu/

 

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესახებ:

ინტეგრირებული ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპიის ვალიდური მოდალობა რომელიც აღიარებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP), ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP), ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებების მიერ;

პროგრამა გრძელდება 4 წლის განმავლობაში (პანევროპული აკრედიტებული პროგრამის მინიმალური სავალდებულო ხანგრძლივობა ფსიქოთერაპევტის სტატუსის მისაღებად).

შეხვედრები ორგანიზებული იქნება ინტენსიური კურსის ფორმატით, თვეში ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში (თვეში 20 სთ).

 

სრული პროგრამა

  • თეორია და მეთოდოლოგია, ლიტერატურაზე მუშაობა
  • კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით
  • სუპერვიზია
  • პირადი ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური)

სრულად პროგრამის შესახებ:
http://www.iaipdendroni.com/

სამუშაო ენები – ქართული, ინგლისური, რუსული

 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ მიიღონ სამმაგი სერტიფიცირება :

  • აკადემიის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კურსის წარმატებით გავლას და ამ სერტიფიკატის საფუძველზე: 
  • ECP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი პირდაპირი მინიჭების წესით
  • ECIP  ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ერვოპული სერტიფიკატი პირდაპირი მინიჭების წესით

 

2023 – 2024 სასწავლო წლის ერთი წლის ღირებულებაა 2500 ევროს ექვივალენტი ლარში, წლის მანძილზე 4-ჯერადი გადახდით

 

დაგვიკავშირდი:

598 53 53 88

mental.academy.geo@gmail.com

მისამართი: გიორგი ჩუბინაშვილის 50, თბილისი

 

დარეგისტრირდი

პროგრამის ტრენერები

მაია ბეგაშვილი

ორგანიზაციის აკადემიური ხელმძღვანელი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეროვნული დელეგატი საქართველოში; საქართველოს სახელმწიფო სერტიფიცირების მქონე ექიმი ფსიქოთერაპევტი; ECP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი, ECIP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიაკტის მფლობელი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრთა კომიტეტის ექსპერტი. ფსიქოთერაპიის ინტეგრირების კვლევის საზოგადოების (SEPI) წევრი.

ნინო კობახიძე

პროგრამის “მენტალური ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოსთვის” ხელმძღვანელი. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის წევრი. ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECIP).

ლისბეთ პლისარტი

აკადემიის მოწვეული ტრენერი.  ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის მთავარი სუპერვიზორი. ფსიქოთერაპევტი (ECP), ინტეგრირებული მიდგომა, პრაქტიკის და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში (17 წლიანი პრაქტიკა).

ენვერ ცესკო

აკადემიის მოწვეული ტრენერი. ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი (WCP).  კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის, წევრთა კომიტეტის და ეთიკის კომიტეტების წევრი . ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, WPC – ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

ოანა მარია პოპესკუ

აკადემიის მოწვეული ტრენერი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სატრენინგო სტანდარტების ოფიცერი და წევრთა კომიტეტის თანათავმჯდომარე. ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის რუმინული ასოციაციის (ACCPI) დამფუძნებელი პრეზიდენტი. ფსიქოთერაპიის თვისობრივი კვლევის ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) წევრი და ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის (ECP) მფლობელი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის, ჰიპნოთერაპიისა და ექსპრესიული თერაპიის ტრენერი და სუპერვიზორი. ფსიქოთერაპიის ინტეგრირების კვლევითი საზოგადოების წევრი (SEPI).  მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, მათ შორის: „ინტეგრირებული სტრატეგიული ფსიქოთერაპია, თეორია და პრაქტიკული გამოყენება“, ტომი 1 „ინტეგრირებული სტრატეგიული ფსიქოთერაპია“, ტომი 2 და ა.შ

კორინა ლევუ

აკადემიის მოწვეული ტრენერი. ბავშვებისა და ახალგაზრდების თერაპიული სერვისების ევროპული ინტერდისციპლინური ასოციაციის (EIATSCYP) სამეცნიერო მდივანი. ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის რუმინული ასოციაციის (ACCPI) ბავშვთა და მოზარდთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრთა კომიტეტის ექსპერტი. ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის, ბავშვთა ფსიქოთერაპიისა და ექსპრესიული თერაპიის ტრენერი და სუპერვიზორი. ოჯახური ფსიქოთერაპევტი და განათლების ფსიქოლოგიის სუპერვიზორი. მრავალი წიგნის და სტატიის ავტორი, მათ შორის: „ოჯახური ფსიქოთერაპიის ლექსიკონი ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტებისთვის“, „სამკუთხოვანი კონტაქტი ბავშვთა ფსიქოთერაპიაში“, „თამაშთერაპიის ტექნიკები ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში“ და ა.შ.

ნინო გურგენიძე

ექიმი ფსიქოთერაპევტი საქართველოს სახელმწიფო ლიცენზირებაით თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, 2019 – 2020წ. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტო კლინიკის კლინიკური მარკეტინგის ექსპერტი. 2013 – 2019წ. თბილისის” ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს” დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში.

ანანო ნიაური

აკადემიის იურიდიული მრჩეველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.

პარტნიორები