კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ აითვისონ მოდელი, რომლის წანამძღვარს წარმოადგენს ურთიერთობის თანდაყოლილი ადამიანური მოთხოვნილება/საჭიროება, ისევე როგორც, გარკვეულ შემთხვევებში წინააღმდეგობრივი ინდივიდუაციის მოთხოვნილება, როგორც მთელი ცხოვრების თანმდევი გამოწვევა.
დავიწყებთ რა პიროვნების ინტეგრირებული შედარებითი თეორიიდან, გამოვიკვლევთ:
– როგორ ვახდენთ კლიენტის ქმედების ფენომენოლოგიის მნიშვნელობის წვდომას?
– როგორ შეიძლება გავიგოთ არსებითი ცხოვრებისეული გამოწვევები, რომლებიც საფუძვლად უდევს პიროვნული აშლილობების პათოლოგიას?
– როგორია უფრო ფუნქციონალური გამკლავებისა და ადაპტაციის მექანიზმები სხვა და სხვა ხასიათის სტილისთვის?
– როგორ მივუდგეთ ამ საკითხებს თანაგრძნობითა და ემპათიით ფსიქოთერაპიის პროცესში?
კლიენტთან ურთიერთობის პროცესში, პირველი სატელეფონო კონტაქტიდან ბოლო სესიამდე, ჩვენ ვქმნით ერთობლივ ნარატივს.
– რა ინფორმაციას გვაწვდის ეს ისტორიები ჩვენი კლიენტის სპეციფიკური განვითარების ტრაგედიის შესახებ?
– როგორ ვაგებთ თანმიმდევრულ შედარებით თეორიულ საფუძველს, რომელიც გვეხმარება დიაგნოსტირებაში, ფსიქოთერაპიის დაგეგმვასა და თანმდევ კლინიკურ ინტერვენციაში?
– გამოყენებული იქნება რამდენიმე ინტეგრაციული მოდელი, როგორც შეფასებისა და დიაგნოსტირებისადმი შედარებითი მიდგომის მაგალითი. მონაწილეები იფიქრებენ საკუთარ კლიენტებთან პრაქტიკაზე მცირე ჯგუფებში.
– შესაძლებელი იქნება ქეისების წარმოდგენა და სუპერვიზია.
სასწავლო კურსის მიზნები და პროგრამა
– ინტეგრირებული პიროვნების თეორიების ნათელი გაგება;
– პიროვნებისადმი ინტეგრირებული შედარებითი მიდგომის ჩარჩოს გაგება;
– ინტეგრირებულ ჩარჩოში შემავალი თემების გაგება:
a. მიჯაჭვულობის თეორია;
b. ობიექტი ურთიერთობის თეორია;
c. სელფ – ფსიქოლოგია და ინტერსუბიექტურობის თეორია;
d. გეშტალტ თერაპია;
e. ხასიათის ანალიზი;
f. თანამედროვე განვითარებისა და ნეირობიოლოგიური თეორიები, მათ შორის ინტერპერსონალური ნეირობიოლოგია.
კლინიკური ცოდნა და უნარები
– პიროვნებისადმი ფენომენოლოგიური ინტეგრირებული შედარებითი მიდგომის გაგება;
– ამ მიდგომის კლიენტებთან კლინიკურ მუშაობაში გამოყენების უნარი:
– შეფასება ფენომენოლოგიური ინტერდისციპლინური მიდგომის გამოყენებით;
– დიაგნოსტირება, პიროვნების სტილებისა და აშლილობების დიფერენცირება სამი კლასტერის (A, B, C) მიხედვით;
– ფსიქოთერაპიული მკურნალობის გეგმის შედგენა შეფასებისა და დიაგნოსტირების საფუძველზე და მოცემული პარამეტრების ღრმა გაგება:
– რა ძირითადმა ცხოვრებისეულმა ფაქტორებმა განაპირობა ხასიათის და/ან პიროვნული აშლილობის ფორმირება და შენარჩუნება?
– როგორია უფრო ფუნქციონალური გამკლავებისა და ადაპტაციის მექანიზმები თითოეული პიროვნების ტიპისთვის?
– როგორ ვიყოთ და გამომავლინოთ თანაგრძნობა და ემპათია ფსიქოთერაპიის პროცესში?
– მონაწილეები გაეცნობიან სხვა და სხვა კლიენტებთან პრაქტიკული მუშაობის გაიდლაინებს და გაივლიან კონკრეტული კლინიკური უნარების პრაქტიკას სემინარის პროცესში;
– შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი ქეისები განხილვისთვის, გაიარონ სუპერვიზია.
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ
1. პიროვნების თანმიმდევრული ხედვის ფორმულირება;
2. პიროვნების შეფასებისა და დიაგნოსტირების საკუთარ მიდგომაში არჩეული განვითარების თეორიების ინტეგრირების არგუმენტირებულად განმარტება;
3. ექნებათ ფენომენოლოგიური ინტეგრირებული შედარებითი მიდგომის გაგება შეფასების, დიაგნოზირებისა და ფსიქოთერაპიის დაგეგმვაში და ნათელი ხედვა, რა ინფორმაციას იძლევა ეს მათი კლინიკური პრაქტიკისთვის;
4. შეეძლებათ კლიენტებზე რეფლექსია ინტეგრირებული ჩარჩოს ჭრილში და გამოიყენებენ მას საკუთარ კლინიკურ მუშაობაში.
კურსის სტრუქტურა
I მოდული:
– ინტეგრირებული მოდელის წარდგენა და ჩარჩო;
– პიროვნული აშლილობების A (პარანოიდული, შიზოიდური და შიზოტიპური) და C (ამრიდებლური, დამოკიდებული და ობსესიურ – კომპულსური) კლასტერების წარდგენა.
I I მოდული:
– ინტეგრირებული ჩარჩოს შემდგომი სიღმისეული კვლევა და გამოყენება;
– პიროვნული აშლილობების B კლასტერის (მოსაზღვრე და ნარცისისტული) წარდგენა.
სასწავლო – სასერთიფიკაციო კურსის ფორმატი:
სწავლება, პირადი რეფლექსია, გაზიარება მცირე ჯგუფებში, ქეის სთადი, სუპერვიზია.

ლისბეთ პლისარტი
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის მთავარი სუპერვიზორი. ფსიქოთერაპევტი (ECP), ინტეგრირებული მიდგომა, პრაქტიკის და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში (17 წლიანი პრაქტიკა).