ფსიქოთერაპიის თემატურ-პრაქტიკული კურსი

 

სასწავლო კურსი ემსახურება მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტების მომზადებას ფსიქოთერაპიის საფუძვლებში, მათთვის  სავარჯიშოების საკუთარი კომპეტენციის ჩარჩოში    ფსიქოთერაპიული ტექნიკებისა და სავარჯიშოების ეფექტიანად და კლიენტისთვის უსაფრთხოდ ინტეგრირების შესაძლებლობის ათვისებას.

ვისთვის არის განკუთვნილი?

ფსიქიატრებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ქცევითი თერაპევტებისთვის, ექიმებისთვის.

კურსში ჩართვა ასევე შეუძლიათ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს.

კურსის შინაარსი:

  • ასაკობრივი კრიზისების ფსიქოლოგია
  • პიროვნების ფსიქოლოგია
  • ფსიქოკონსულტირება
  • ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია, თეორია და პრაქტიკა
  • ფსიქოსინთეზი
  • ოჯახური ფსიქოთერაპია
  • კლიენტზე ცენტრირებული თერაპია
  • გეშტალტთერაპია
  • NLP – ნეიროლინგვისტური პროგრამირება
  • ფსიქოდრამა
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპია
  • ფსიქოთერაპიის საკანონმდებლო ჩარჩო

 

პროგრამა მოიცავს:

171 აკადემიური საათი – თეორია და მეთოდოლოგია – სასწავლო/სატრენინგო შეხვედრები

60 საათი ლიტერატურაზე მუშაობა

50 საათი ჯგუფური ფსიქოთერაპია

ჩატარდება თვეში 2 შეხვედრა, შაბათ – კვირას ინტენსიური შეხვედრების სახით, დღეში მაქსიმუმ 6.5 საათი.

მიიღებთ საერთაშორისო ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) სერტიფიკატს, აკრედიტირებული საათების რაოდენობის მითითებით

კურსის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ფსიქოთერაპიის საბაზისო ტექნიკები და სავარჯიშოები, რომლებიც განკუთვნილია ფსიქოტრავმებთან, ფობიებთან, შფოთვით და პანიკურ მდგომარეობებთან მუშაობისთვის.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სპეციალისტები უზრუნველყოს დამატებითი რესურსით, რომელიც დაეხმარება თავიანთი პრაქტიკული საქმიანობისას მეტად ეფექტიანად შეძლონ ფსიქიკურ პრობლემებთან და გამოწვევებთან მუშაობა.

რას შეძლებ სასწავლო კურსის გავლის შედეგად:

  • გამოიყენებ ფსიქოთერაპიის საბაზისო ტექნიკებსა და სავარჯიშოებს შენს პროფესიულ პრაქტიკაში ფსიქოტრავმებთან, ფობიებთან, შფოთვით და პანიკურ მდგომარეობებთან მუშაობისთვის.
  • მეტად მრავალფეროვნად დაგეგმავ კლიენტთან სამუშაო შეხვედრას და დაეხმარები აქტუალური გამოწვევის დაძლევაში
  • გაამდიდრებ შენს პროფესიულ პრაქტიკას და მას მეტად ეფექტიანს გახდი
  • ფსიქოთერაპიის მიმართულებით გაიფართოვებ თვალსაწიერს
  • გამოგიმუშავდება და გაიუმჯობესებ პიროვნული თვითრეფლექსიისა და თვითრეგულაციის უნარს
  • მყუდრო და მეგობრულ პროფესიულ გარემოში გაეცნობი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს, დაამყარებ კავშირებს, მიიღებ პროფესიულ და პირად მხარდაჭერას.

 

კურსის ხანგრძლივობა: 1 წელი.

გაიარეთ რეგისტრაცია: https://forms.gle/JuAp2vMC6srb8PsQ7

სრულად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმული: http://basic.iaipdendroni.com/

ღირებულება :

სრული კურსის ღირებულება 3600 ლარი

მოიცავს თვეში 300 ლარს (12 თვის განმავლობაში).

წყვილად, მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში თვეში 270-270 ლარი

სტუდენტებზე ვრცელდება მუდმივმოქმედი 15% ფასდაკლება, 1 თვის ღირებულებაა 255 ლარი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

+995 598 53 53 88

mental.academy.geo@gmail.com

მისამართი: კოსტავას 47/57

პარტნიორები