მე-5 სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გიწვევთ რიგით მე-5 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე ფსიქოთერაპის ავტონომია – თეორია, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა კონფერენცია გაიმართება შაბათს, 16 მაისს, 17.00 საათზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 201-ე აუდიტორიაში. კონფერენცია ყოველწლიურია და აერთიანებს ახალგაზრდულ აკადემიურ სივრცეს, თანამედროვე კვლევით იდეებსა და პროფესიულ დიალოგს ფსიქოთერაპიის დარგში. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის მონაწილეთა სამეცნიერო მოხსენებები. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში წარდგენილი მოხსენებების ირგვლივ. გელით სტუდენტური მეცნიერებისა და თანამედროვე აკადემიური დიალოგის სივრცეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *