ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის AGM 2022

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრთა საერთო კრებაში (AGM). 2022 წლის საერთო კრების მასპინძელი ქვეყანა იყო რუმინეთი, ქალაქი ტიმიშოარა.  წევრთა საერთო კრება არის EAIP-ის მმართველობითი ორგანო რომელშიც მონაწილეობას იღებენ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ევროპიდან. 

საქართველოდან მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია წარმოდგენილია სრული აკრედიტებული წევრის სტატუსით და ხმის უფლებით. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოისმინეს ასოციაციის პრეზიდენტის და კომიტეტების ხელმძღვანელების მოხსენებები. კრებაზე განხილული იყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის განვითარების სამომავლო ხედვა,  წევრთა სამეცნიერო გამოცემები და უახლესი კვლევების შედეგები, ასევე ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალის სამომავლო განვითარების სტრატეგია. კრებაზე ასევე განხილული იყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მმართველობითი საკითხები მათ შორის, საკომიტეტო საქმიანობის შედეგები, ორგანიზაციის წევრობის და რეაკრედიტაციის სტანდარტები და წევრობის კანდიდატების შესაბამისობა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ დადგენილ კლინიკურ და ეთიკურ სტანდარტებთან. 

საქართველოს წარმომადგენლების, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელის მაია ბეგაშვილის და ბორდის წევრის ანანო ნიაურის მიერ წარდგენილი იყო მოხსენება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის 2023 წლის მე-11 საერთაშორისო კონგრესის შესახებ, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. 

საქართველომ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშრისო აკადემიის წარგდენით ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობის უფლება მოიპოვა EAIP-ის ბორდის 2021  წლის გადაწყვეტილებით. ასევე საქართველო გამოცხადდა 2023 წლის წევრთა საერთო კრების მასპინძელ ქვეყნად.

 

ვრცლად ინფორმაცია კონგრესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

პარტნიორები