მოკლედ პროგრამის შესახებ:
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
მიღების მინიმალური წინაპირობაა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ფლობა სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში კერძოდ: ფსიქოლოგია, სოციალური სამუშაო, მედიცინა, პედაგოგიკა, მენტალური ჯანმრთელობისთვის რელევანტური დარგები.
სხვა პროფესიების წარმომადგენლებს ესაჭიროებათ ადამიანის შემსწავლელ დარგებში გარკვეული საათების დაგროვება პროგრამაში ჩართვამდე.
რელევანტურ დარგებს შორის არც ერთ პროფესიას მიღების წინაპირობის სახით არ ენიჭება უპირატესობა.
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია არის საქართველოში ერთადერთი ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ინსტიტუტი – EAPTI. სტატუსი მინიჭებულია დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის, EAP -მიერ.
აკადემია ასევე ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოდან, რომელიც აკრედიტებულია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP მიერ. სრული აკრედიტებული წევრის სტატუსით.
-
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ მიიღონ სამმაგი სერტიფიცირება :
- აკადემიის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კურსის წარმატებით გავლას და ამ სერტიფიკატის საფუძველზე:
- ECP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი პირდაპირი მინიჭების წესით
- ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ერვოპული სერტიფიკატი პირდაპირი მინიჭების წესით.
პროგრამა შედგება 4 საფეხურისგან, თითოეული საფეხურის ხანგრძლივობა
შეესაბამება აკრედიტებული პროგრამის ერთ სრულ აკადემიურ წელს, ასევე
სასწავლო პროგრამის ნაწილია აკადემიური კვლევა, რომელიც პროგრამის
მეხუთე საფეხურია.
თითოეული საფეხური ექვემდებარება სერტიფიცირებას, რაც შესაძლებლობას
აძლევს მსმენელს წლის წარმატებული დასრულებისა და სერტიფიცირების
შემდეგ აწარმოოს აკადემიური სტატუსის შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობა (დეტალური ინფორმაცია თითოეული საფეხურის სამუშაო ჩარჩოს შესახებ მიეწოდება მსმენელს სერტიფიცირების შემდეგ).
- პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი მარინე ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), მულტიმოდალი, ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი, ECIP – ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი, ტრენერი. მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრთა კომიტეტის ექსპერტი, ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ეროვნული დელეგატი საქართველოში. საკონტაქტო ელ.ფოსტა: begashvili.maia@gmail.com
- პროგრამის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ნინო კობახიძე
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECIP), ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი (MSc). „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სამეცნიერო – კვლევითი კომიტეტის ინდივიდუალური წევრი „ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის “ბორდის წევრი. საკონტაქტო ელ_ფოსტა: nkobakhidze@yahoo.com
- თეორია და მეთოდოლოგია
- პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ
- პირადი თერაპია
- ლიტერატურაზე მუშაობა
- ქართული, ინგლისური სინქრონული თარგმანით
- ინტეგრირებული ფსიქოთერაპია (ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP სრული სააკრედიტაციო სტანდარტი).
- პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებული იღებს სერტიფიცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის სტატუსს.
პროგრამაზე მიღება დაწყებულია დარეგისტრირდი
ვრცლად პროგრამის შესახებ
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პანევროპული პროგრამა არის ერთადერთი პროგრამა საქართველოში, რომელიც აკრედიტებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP მიერ. პროგრამა შექმნილია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) სასწავლო გაედლაინის შესაბამისად და მოიცავს ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიისთვის საჭირო ყველა კომპონენტს. კერძოდ, სრულად ითვალსწინებს სტრასბურგის დეკლარაციის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა (EAP) და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) ფუძემდებლურ პრინციპებსა და სტანდარტს. პროგრამა მოიცავს სტანდარტიზებული სწავლებისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს:
1. თეორია და მეთოდოლოგია
2. კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით
3. სუპერვიზია
4. პირადი ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური)
5. კვლევა
პროგრამის წარმდგენია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი აკრედიტებული ინსტიტუტი საქართველოში (EAPTI) მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია. ის ფლობს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO) ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) აკრედიტაციას და არის ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის წევრი.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესახებ
ინტეგრირებული ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპიის ვალიდური მოდალობა რომელიც აღიარებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP), ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP), ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებების მიერ.
სერტიფიცირება
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ მიიღონ სამმაგი სერტიფიცირება :
• აკადემიის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კურსის წარმატებით გავლას და ამ სერტიფიკატის საფუძველზე:
• ECP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი პირდაპირი მინიჭების წესით
• ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ერვოპული სერტიფიკატი პირდაპირი მინიჭების წესით.
პროგრამა შედგება 4 საფეხურისგან, თითოეული საფეხურის ხანგრძლივობა შეესაბამება აკრედიტებული პროგრამის ერთ სრულ აკადემიურ წელს, ასევე სასწავლო პროგრამის ნაწილია აკადემიური კვლევა, რომელიც პროგრამის მეხუთე საფეხურია.
თითოეული საფეხური ექვემდებარება სერტიფიცირებას, რაც შესაძლებლობას აძლევს მსმენელს წლის წარმატებული დასრულებისა და სერტიფიცირების შემდეგ აწარმოოს აკადემიური სტატუსის შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობა (დეტალური ინფორმაცია თითოეული საფეხურის სამუშაო ჩარჩოს შესახებ მიეწოდება მსმენელს სერტიფიცირების შემდეგ).
1. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი
სწავლების პირველი წელი. სასწავლო წლის ბოლოს მსმენელს ექნება შესაძლებლობა ნებაყოფლობით გაიაროს სერტიფიცირება და მისი წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვოს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსის სერტიფიკატი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. ამ ვადაში მსმენელი ვალდებულია გააგრძელოს ფსიქოთერაპიული განათლება მომდევნო შუალედური სტატუსის მოსაპოვებლად ან სრულ სერტიფიცირებამდე.
2. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი
სწავლების ორი წლის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება შესაძლებლობა ნებაყოფლობით გაიაროს სერტიფიცირება და მისი წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვოს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტის სერტიფიკატი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. ამ ვადაში მსმენელი ვალდებულია გაარგძელოს ფსიქოთერაპიული განათლება მომდევნო შუალედური სტატუსის მოსაპოვებლად ან სრულ სერტიფიცირებამდე.
3. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი
სწავლების სამი წლის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება შესაძლებლობა ნებაყოფლობით გაიაროს სერტიფიცირება და მისი წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვოს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორის სერტიფიკატი.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. ამ ვადაში მსმენელი ვალდებულია გაარგძელოს ფსიქოთერაპიული განათლების მიღება სრულ სერტიფიცირებამდე.
4. ასოცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი
სწავლების ოთხი წლის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება შესაძლებლობა ნებაყოფლობით გაიაროს სერტიფიცირება და მისი წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვოს ასოცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის სერტიფიკატი.
ასოცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. ამ ვადაში მსმენელი ვალდებულია დაასრულოს სასწავლო პროგრამა სრულად, რათა დაექვემდებაროს ECP და ECIP სერტიფიცირებას.
5. სწავლების დამამთავრებელი, მე-5 წელი
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ასოცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, სურვილისამებრ, მიმართავს აკადემიას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატისა (ECIP) და ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის (ECP) პირდაპირი მინიჭების გზით მოსაპოვებლად შუამდგომლობისა და რეკომენდაციის გაცემის შესახებ. წარუდგენს მას მოთხოვნილ საბუთებს, უზრუნველყოფს სააპლიკაციო ღირებულების გადახდას შესაბამისი ორგანიზაციების მიერ დადგენილი ფორმითა და ოდენობით. შესაბამის ორგანიზაცეიბში საბუთებისა და რეკომენდაციის გაგზავნის და პოზიტიური პასუხის შემდეგ ასოცირებულ ინტეგრირებულ ფსიქოთერაპევტს გადაეცემა
1. ECIP (European Certificate of Integrative Psychotherapy) – ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი
2. ECP (European Certificate of Psychotherapy) – ფსიქოთერაპიის ევროპული
სერტიფიკატი და აღირიცხება საჯარო ევროპულ რეესტრში.
პროგრამის ხანგრძლივობა
5 წელი, 3200 საათი, 128 ETSC
სწავლების ენა
ქართული, ინგლისური სინქრონული თარგმანით
პროგრამის მიზნები
პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში, რომელიც აღჭურვილი იქნება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის თეორიული ცოდნითა და დამოუკიდებელი მუშაობისთვის საჭირო უნარ – ჩვევებით. იქნება კონკურენტუნარიანი მოსახლეობის სხვა და სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან ფსიქოლოგიური პრობლემების ფართო სპექტრზე მუშაობისთვის, ფსიქოპათოლოგიები, მათ შოროს შფოთვითი და გუნებ – განწყობის აშლილობები, პიროვნული აშლილობები, ფსიქოტრავმა და პოსტრავმული მდგომარეობები, სხვა და სხვა ტიპის დამოკიდებულება, სექსუალური დისფუნქციები, ინტერპერსონალური ურთიერთობის სირთულეები, ყოფითი ცხოვრებისეული გამოწვევები და ა.შ.
პროგრამა მოწოდებულია გადასცეს კურსდამთავრებულს:
• ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საავტორო მოდელის, ღრმა ცოდნა;
• ფსიქოთერაპიული კონსულტირების პროცესში თეორული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი ;
• პროფესიული საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით.
სწავლების შედეგები
თეორია/ მეთოდოლოგია
ფსიქოთერაპიის 8 აღიარებული მოდალობის თეორიული საფუძვლები, ბაზისურ დებულებები, მეთოდოლოგიის სინთეზური ვერსიები საავტორო მოდელის შესაბამისად (ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია, ფსიქოსინთეზი, გეშტალტთერაპია, ნლპ (თერაპიული მოდელი), კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპია (კბთ), ჰიპნოთერაპია, მოკლევადიანი სტრატეგიული თერაპია, ფსიქოდრამათერაპია). მათ საფუძველზე ფორმირებული ტექნიკების კონკრეტული ალგორითმი, გაწერილი ქმედებები; სხვა და სხვა მოდალობების ინტეგრირების სქემები და მექანიზმები საავტორო მოდელის შესაბამისად; ფსიქოსექსოლოგია, ფსიქიკის ორგანიზების, მისი ფუნქციონირების და რეგულირების მექანიზმები.
ასათვისებელი უნარ-ჩვევები:
- ფსიქოთერაპიის 8 აღიარებული მოდალობის სინთეზის თეორიული საფუძვლები, ძირითადი პოსტულატები და თეზისები, მათ მიერ წარმოდგენილი ინდივიდისა და ფსიქიკის გაგება და ფუნქციონირებისა და ცვლილების მექანიზმები.
- ზემოთ ჩამოთვლილი მოდალობების ფარგლებში ფორმირებული ფსიქოთერაპიული ტექნიკების, ზემოქმედებისა და ცვლილების ინსტრუმენტების კონკრეტული ალგორითმები, თანმიმდევრული, გაწერილი ქმედებები, რომელსაც გამოიყენებთ და დანერგავთ პრაქტიკაში სწავლის დასრულებისთანავე;
- სხვადასხვა მოდალობების ინტეგრირების კონკრეტული, ზუსტი სქემა, რომელსაც გამოიყენებთ მიზანმიმართულად, კონკრეტული კლიენტის/პაციენტის ქეისის, საჭიროებებისა და პიროვნული რესურსების შესაბამისად;
- თანამედროვე ფსიქოსექსოლოგია – ფსიქო- სექსუალური განვითარების კანონზომიერებები (ნორმა და პათოლოგია), ქალის სექსუალური დისფუნქციები და მათი ფსიქოთერაპია, მამაკაცის სექსუალური დისფუნქციები და მათი ფსიქოთერაპია, ოჯახური და წყვილთაშორის სექსუალური დისჰარმონიის ფსიქოთერაპია;
- პიროვნების ფსიქოლოგია და პიროვნების თეორიები, ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული მოდელი, ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპები და მათი გავლენა ფუნქციონირების ყველა სფეროზე, ფსიქოსომატური დარღვევები, ფსიქოპათოლოგია და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები;
- ფსიქოდიაგნოსტიკის წარმოებაფსიქოთერაპიული მოკვლევისა და ფსიქოკის ფუნქციონირების დარღვევების იდენტიფიცირებისთვის.
სუპერვიზია
1. ფსიქოთერაპიის წარმოებისათვის საჭირო უნარ – ჩვევების განვითარება;
2. თვითრეფლექსიის დამუშავება, კლიენტზე რეაგირების ფორმების იდენთიფიცირება ფსიქოთერაპიის პროცესში;
3. ყოველი კონკრეტული ქეისისთვის ინტერვენციის ალტერნატიული გზების დამუშავება;
4. კლიენტთან/პაციენტთან მუშაობის მიმართულების განსაზღვრა;
5. თვითრეგულაცია და ფსიქოეკოლოგიის დაცვა;
6. თერიული დეფიციტის და თერაპიული ჩიხის იდენთიფიკაცია და გამოვლენა.
7. ქეისების ეთიკურ ჭრილში დამუშავებისა და სხვადასხვა სპეციალისტებთან კოორდინირებული მუშაობის უნარ- ჩვევების გამომუშავება.
კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით
1. პაციენტთან და მის უახლოეს გარემოსთან ურთიერთობა;
2. მულტიდისციპლინურ გუნდთან ურთიერთობა და ჯგუფური მუშაობა;
3. ფსიქოპატოლოგიის ამა თუ იმ ფორმის/ ქეისის/შემთხვევის მართვა;
4. კლინიკის ფუნქციონირების პრინციპების და პროტოკოლით მუშაობის გამოცდილების მიღება;
5. კლინიკური მუშაობის უნარ – ჩვევების ფორმირება და მისი პრაქტიკა;
6. ფსიქოთერაპიის ჯგუფური ფორმით წარმოების უნარ- ჩვევების განვითარება.
7. ერთი და იგივე პათოლოგიის დროს ქეისის ფსიქოთერაპიულ დიფერენცირების უნარ- ჩვევების გამომუშავება.
პირადი ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური)
1. უარყოფითი ემოციების (შიში, ფორიაქი, შფოთვა) მართვა;
2. ემოციური ინტელექტის ამაღლება;
3. ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესთან გამკლავების ადაპტური სტრატეგიების შემუშავება;
4. კომუნიკაციის უნარების გამომუშავება- გაუმჯობესება;
5. დაჯგუფების რეაქციის გაჯანსაღება ურთიერთობის პარიტეტულ საწყისებზე.
6. კონფლიქტების (ინტერპერსონალური/ ინტრაპერსონალური) რეგულირება;
7. საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა;
8. სტრატეგიული ცხოვრებისეული მიზნების ფორმირება და დასახვა;
9. საკუთარი რესურსების მოძიებას, მობილიზება და მიზანმიმართული გამოყენების უნარ- ჩვევების გამომუშავება წარმატების მისაღწევად;
10. შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლება;
11. საკუთარი გამოწვევების სწორად განსაზღვრის და მათგან გათავისუფლების გზების გამონახვის უნარ- ჩვევების განვითარება;
12. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება მრავალი საინტერესო და ეფექტური ტექნიკა და სავარჯიშო ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის.
სწავლების ფორმები
ტრენინგი, ინტერაქციული ლექცია, სემინარი, მასტერკლასი და ვორქშოფი.
ტრენინგზე სპეციალისტები წარმოადგენენ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მოდალობების ინტეგრირებული ტექნიკების კონკრეტულ ალგორითმებს – ნაბიჯებად გაწერილ სქემებს სტატეგიული კითხვებითა და ძირითადი აქცენტებით,მასტერკლასის დროს შეასრულებთ ამ ტექნიკებს ჯგუფში და მიიღებთ მუშაობის საკუთარ გამოცდილებას.ტრენინგისა და ვორქშოფის ფორმატში შეასრულებთ წარმოდგენილ ტექნიკებს, საჭიროების შემთხვევაში დასვამთ კითხვებს და მიიღებთ ინდივიდუალურ უკუკავშირს შესრულებულ სავარჯიშოზე, გაიმართება დისკუსია, სურვილის შემთხვევაში წარმოდგენთ ქეისს, რომლის ირგვლივაც გაიმართება მსჯელობა.
სწავლის ინდივიდუალური გეგმა
პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სწავლის ინდივიდუალური გეგმა, რომელშიც ეტაპობრივად აისახება ყოველწლიური პროგრამა – ჩატარების დრო, ხანგრძლივობა, საათების რაოდენობა, სპეციალისტები და ინფორმაციები მათ შესახებ.
კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით
კლინიკურ პრაქტიკა ინდივიდუალური გრაფიკით ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, ნარკოლგიურ და ფსიქიატრიულ კლინიკაში. მიზანი: კლინიკის ფუნქციონირების გაცნობა, მულტიდისციპლინურ გუნდთან მუშაობის გამოცდილების მიღება. ქეისის მართვა სუპერვიზირების ქვეშ. კლინიკაში განხორციელებული აქტივობების სუპერვიზირებას აწარმოებს კვალიფიციური სუპერვიზორი, ECP.
სუპერვიზია
კლიენტებთან/პაციენტებთან მუშაობის პარალელურად მაღალკვალიფიციური ფსიქოთერაპევტების, სუპერვიზოების მიერ განახორციელება მუშაობის სუპერვიზია, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. სუპერვიზორთან განიხილება ფსიქოთერაპიის პროცესში წარმოქმნილი სირთულეები, დამუშავდება თვითრეფლექსია. მოხდება ფსიქოთერაპიის წარმოების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების მიზეზების გაცნობიერება, დაძლევა. თერაპიული ჩიხიდან გამოსავალის მოძიება და გამოსვლის მოძიების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ინდივიდუალური და ჯუფური თერაპია
ინდივიდუალური თერაპიული სესიები კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტთან, ECP.
ჯგუფური თერაპიის დროს მაღალკვალიფიცირებული ფსიქოთერაპევტი ჩაატარებს ჯგუფურ თერაპიულ შეხვედრებს მხოლოდ პროგრამის სტუდენტებისთვის, დახურულ ჯგუფში.
ლიტერატურაზე მუშაობა:
პროგრამის მსმენელებს ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე და იმ სასწავლო მასალებზე (პრეზენტაცია, ჰენდაუთი და ა.შ.) წვდომის საშუალება ეძლევათ, რომელზეც იმუშავებენ დამოუკიდებლად ლექცია/სემინარებსა და ტრენინგებს შორის შუალედში.
კვლევითი ნაშრომი
აკადემიური კვლევითი ნაშრომის მომზადება სტუდენტის მიერ არჩეულ საკითხზე თემის ხელმძღვანელის ზედამხედველობით.
შეფასების წესი
შეფასება მოიცავს 8 კომპონენტს:
1. დასწრება
2. პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება
3. ნაშრომის მომზადება
4. კლინიკური პრაქტიკა
5. სუპერვიზია
6. კონფერენციებში მონაწილეობა
7. ყოველწლიური საბოლოო სერიფიცირება
8. საბოლოო კვლევითი ნაშრომი
საბოლოო სერტიფიცირებაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობაა დასწრება – გავლილი კონტაქტური საათების 80%-ზე მეტის მოპოვება, კანდიდატის მიერ 4 ესსე/რეფერატის და 4 პრეზენტაცისს წარმოდგენა, კლინიკური პრაქტიკის ფორმებისა და სუპერვიზიის რვეულის წარმოდგენა, მინიმუმ 2 სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა, კვლევითი ნაშრომის დაცვა,სერტიფიცირების წარმატებით გავლა.
დასაქმების სფეროები
სერტიფიცირებულ ინტეგრორებულ ფსიქოთერაპევტს შეუძლია იმუშაოს:
• ფართო პროფილის ფსიქო – სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებსა და სამედიცინო პროფილის ორგანიზაციებში;
• ორგანიზაციებსა და საწარმოებში თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით;
• აწარმოოს კერძო პრაქტიკა ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების და ადამიანთა ჯგუფების ფსიქოთერაპიაში;
• ითანამშრომლოს იმ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მოქალაქეთა ჯანდაცვაზე, პიროვნული რესურსების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე.
პროგრამის გავლის თავისებურებები
სწავლება მიმდინარეობს ინტენსიური კურსის ფორმატით, თვის განმავლობაში 20-40 აკადემიური საათი. სწავლების დღეებია პარასკევი საღამო, შაბათი, კვირა (დატვირთვა – თვეში ერთი ან ორი პარასკევი, შაბათი და კვირა).
• ფსიქოთერაპიის შესასწავლად აუცილებელი ყველა პროცესი – თეორიული სწავლება, სუპერვიზია, ინდივიდუალური თერაპია, ჯგუფური თერაპია თავმოყრილია ერთ სივრცეში.
• პროგრამა აკრედიტებულია ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის – ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP მიერ.
• მსმენელებს აქვთ ხელმისაწვდომობა ელექტრონული წინგების საცავთან, უახლეს სტანდარტებთან და გაედლაინებთან და სპეცალისტების მიერ მიწოდებულ მასალებთან , მათ შორის, ქართულ ენაზე.
• უზრუნველყოფილია ფსიქოთერაპიული კლინიკური პრაქტიკა ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები
მიღების მინიმალური წინაპირობაა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ფლობა სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში კერძოდ: ფსიქოლოგია, სოციალური სამუშაო, მედიცინა, პედაგოგიკა, მენტალური ჯანმრთელობისთვის რელევანტური დარგები.
სხვა პროფესიების წარმომადგენლებს ესაჭიროებათ ადამიანის შემსწავლელ დარგებში გარკვეული საათების დაგროვება პროგრამაში ჩართვამდე.
რელევანტურ დარგებს შორის არც ერთ პროფესიას მიღების წინაპირობის სახით არ ენიჭება უპირატესობა.
კანდიდატების შერჩევის პროცედურა
პროგრამაზე დაშვების პროცედურა მოიცავს 2 ეტაპს:
1. მიღების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, წარდგენილი დოკუმენტების რევიზია. განათლების დამადასტურებული დოკუმენტების – ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. ფსიქოთერაპიაში ან მომიჯნავე დარგებში გავლილი საათების დამადასტურებელი სერტიფიკატების წარმოდგენა. წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა აუცილებელ წინაპირობებთან.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
• განცხადება
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
• სამოტივაციო წერილი
• რეზიუმე
2. ინდივიდუალური გასაუბრება: ინტერვიურება, პროგრამასთან და დარგთან განმცხადებლის პიროვნულ – ქარაქტეროლოგიური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური შესაბამისობის შეფასება.
პროგრამის ხელმძღვანელი
მარინე ბეგაშვილი (აკადემიური ხელმძღვანელი) – ექიმი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), მულტიმოდალი, ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი, ECIP – ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი, ტრენერი. მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრთა კომიტეტის ექსპერტი, ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ეროვნული დელეგატი საქართველოში. საკონტაქტო ელ.ფოსტა: begashvili.maia@gmail.com
ნინო კობახიძე (ადმინისტრაციული ხელძღვანელი) – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECIP), ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი (MSc). „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სამეცნიერო – კვლევითი კომიტეტის ინდივიდუალური წევრი „ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის “ბორდის წევრი.nkobakhidze@gmail.com
ჩვენი პარტნიორი და მააკრედიტებელი ორგანიზაციები
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია – European Association for Psychotherapy http://europsyche.org/;
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია European Association for integrative Psychotherapy http://www.euroaip.eu/
დაგვიკავშირდი
598 53 53 88
mental.academy.geo@gmail.com
მისამართი: გიორგი ჩუბინაშვილის 50, თბილისი
დარეგისტრირდი
პროგრამის ტრენერები
მაია ბეგაშვილი
ორგანიზაციის აკადემიური ხელმძღვანელი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეროვნული დელეგატი საქართველოში; საქართველოს სახელმწიფო სერტიფიცირების მქონე ექიმი ფსიქოთერაპევტი; ECP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი, ECIP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიაკტის მფლობელი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრთა კომიტეტის ექსპერტი. ფსიქოთერაპიის ინტეგრირების კვლევის საზოგადოების (SEPI) წევრი.
ნინო კობახიძე
პროგრამის “მენტალური ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოსთვის” ხელმძღვანელი. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის წევრი. ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECIP).
ლისბეთ პლისარტი
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის მთავარი სუპერვიზორი. ფსიქოთერაპევტი (ECP), ინტეგრირებული მიდგომა, პრაქტიკის და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში (17 წლიანი პრაქტიკა).
ენვერ ცესკო
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი (WCP). კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის, წევრთა კომიტეტის და ეთიკის კომიტეტების წევრი . ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, WPC – ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
ოანა მარია პოპესკუ
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სატრენინგო სტანდარტების ოფიცერი და წევრთა კომიტეტის თანათავმჯდომარე. ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის რუმინული ასოციაციის (ACCPI) დამფუძნებელი პრეზიდენტი. ფსიქოთერაპიის თვისობრივი კვლევის ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) წევრი და ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის (ECP) მფლობელი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის, ჰიპნოთერაპიისა და ექსპრესიული თერაპიის ტრენერი და სუპერვიზორი. ფსიქოთერაპიის ინტეგრირების კვლევითი საზოგადოების წევრი (SEPI). მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, მათ შორის: „ინტეგრირებული სტრატეგიული ფსიქოთერაპია, თეორია და პრაქტიკული გამოყენება“, ტომი 1 „ინტეგრირებული სტრატეგიული ფსიქოთერაპია“, ტომი 2 და ა.შ
კორინა ლევუ
აკადემიის მოწვეული ტრენერი. ბავშვებისა და ახალგაზრდების თერაპიული სერვისების ევროპული ინტერდისციპლინური ასოციაციის (EIATSCYP) სამეცნიერო მდივანი. ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის რუმინული ასოციაციის (ACCPI) ბავშვთა და მოზარდთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრთა კომიტეტის ექსპერტი. ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის, ბავშვთა ფსიქოთერაპიისა და ექსპრესიული თერაპიის ტრენერი და სუპერვიზორი. ოჯახური ფსიქოთერაპევტი და განათლების ფსიქოლოგიის სუპერვიზორი. მრავალი წიგნის და სტატიის ავტორი, მათ შორის: „ოჯახური ფსიქოთერაპიის ლექსიკონი ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტებისთვის“, „სამკუთხოვანი კონტაქტი ბავშვთა ფსიქოთერაპიაში“, „თამაშთერაპიის ტექნიკები ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში“ და ა.შ.
ნინო გურგენიძე
ექიმი ფსიქოთერაპევტი საქართველოს სახელმწიფო ლიცენზირებაით თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, 2019 – 2020წ. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტო კლინიკის კლინიკური მარკეტინგის ექსპერტი. 2013 – 2019წ. თბილისის” ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს” დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში.
ანანო ნიაური
აკადემიის იურიდიული მრჩეველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.
პარტნიორები