ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთო კრება AGM 2025

2025 წლის 10 ოქტომბერს, ირლანდიის ქალაქ ლიმერიკში გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) ყიველწლიური საერთო კრება. საერთო კრება გახსნა EAIP-ის პრეზიდენტმა ოანა მარია პოპესკუმ, რომელმაც წარადგინა ასოციაციის გასული წლის საქმიანობის ვრცელი ანგარიში. წევრებმა მოისმინეს მოხსენებები ასოციაციის კომიტეტების თავმჯდომარეებისგან და ოფიცრებისგან, მათ შორის, ევროპული ასოციაციის ეთიკის ოფიცრის – ანანო ნიაურის და მარკეტინგის ოფიცრის – ნინო კობახიძისგან რომლებიც ამავდროულად ასოციაციაში იკავებენ აღმასრულებელი კომიტეტის წევრის თანამდებობებს. დამტკიცდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის საკომპეტენციო ჩარჩო, აგრეთვე კენჭი ეყარა სხვა მნიშვნელოვან ორგანიზაციულ საკითხებს. მომდევნო დღეებში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ყურადღების ცენტრში იქნება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-12 ევროპული კონგრესი ARPI -სა და EAIP -ის ერთობლივი ორგანიზებით, რომელიც აერთანებს პროფესიონალებს, მკვლევრებს და პრაქტიკოსებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან — ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სფეროში ახალი ხედვებისა და კვლევითი შედეგების გასაზიარებლად. მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია არის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სრული, აკრედიტებული წევრი და ხმის უფლებით მონაწილეობს უმაღლესი მმართველობითი ორგანოს AGM -ის საქმიანობაში. ჩვენი აკადემია მადლობას უხდის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას და წევრ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *