სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2025

2025 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა მეოთხე სტუდენტური კონფერენცია თემაზე- “მენტალური ჯანმრთელობა კრიზისული მდგომარეობების დროს ფსიქოთერაპიის გადმოსახედიდან”.

 კონფერენციის ფარგლებში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პანევროპული პროგრამის სხვა და სხვა საფეხურის მსმენელებმა წარმოადგინეს მოხსენებები: 

  1.  ირმა ჩახვაძე (ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი) –
     „გარდატეხის ასაკის ფსიქოლოგიური გამოწვევები კრიზისული მდგომარეობების დროს“
  2. თეკლა ჯაიანი (ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი) – „ ფსიქოთერაპია სოციო-პოლიტიკური კრიზისისა და ცვლილებების დროს“
  3. თინათინ ნატროშვილი (ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი) – „დაკარგული სახლიდან შინაგანი საყრდენისკენ: ომის შედეგად დევნილობის გამოცდილება და ფსიქოთერაპიის შესაძლებლობები“
  4. მარი ხმალაძე (ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი) – „ ფსიქოსომატიკა ბავშვებში- კანის დაავადებების ემოციური ფაქტორები და გამოვლინებები“
  5. მარიკა არჩუაძე (ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პირველი კურსის მსმენელი) – „გლოვითი მდგომარეობა- გლოვის ხუთი სტადია“
  6. სოფო აბულაძე (ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი)
    – „შინაგანი ბალანსის პოვნა კრიზისების დროს – მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება და ემოციური მდგრადობა“
  7. ნინო გოგილაშვილი (ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი)
    – „ფსიქოთერაპიის როლი გლობალური კრიზისების მართვაში – გამოწვევები და პერსპექტივები“

ღონისძიებაზე საზეიომოდ გადაეცათ სერტიფიკატები აკადემიის სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებულსა და ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის (ECP) მფლობელებს.

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია აკადემიის სამეცნიერო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მომდევნო ღონისძიება გაიმართება 2026 წელს. ჩვენს მსენელებს ვულოცავთ პროფესიულ წარმატებას და ვუსრვებთ შემდგომ წინსვლას.

მადლობა ყველა მონაწილეს – თქვენს მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნია ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებისთვის საქართველოში.