2022 წლის 11 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის სტატუსის EAPTI (ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული ინსტიტუტის) წარდგენის ღონისძიება.
ღონისძიებაზე განხილული იყო კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლების მნიშვნელობა საქართველოსთვის, ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებებში ტრენირების პრობლემატიკა, მენტალური ჯანრმთელობის სპეციალისტების წინაშე არსებული ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები, EAPTI სტატუსის მნიშვნელობა და მისი მიღების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობები.
მოეწყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პირველი ელექტრონული პლატფორმის mentalacademy.ge პრეზენტაცია.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის 2022 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ქართულ ფსიქოთერაპიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას პირველად მიენიჭა ევროპული ასოციაციის უმაღლეს საგანმანათლებლო კატეგორია. სტატუსი ქართველი სტუდენტებისთვის ქმნის შესაძლებლობას:
New opportunities created for psychotherapy students as a result of EAPTI status:
Opportunities created for psychotherapy students in Georgia,
– ევროპის მასშტაბით მაღალი სტანდარტის ტრენირება დადასტურებულია დარგის ევროპული ფლაგმანის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ.
– პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტები პირდაპირი მინიჭების წესით მიიღებენ ფსიქოთერაპიის უმაღლეს ევროპულ სერთიფიკატს – ECP.
– EAPTI დაწესებულებების მაღალი სტატუსი დადასტურებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მთელ მსოფლიოში.
– EAPTI სტატუსის მქონე დაწესებულებები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და ცნობადობით საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.
– EAPTI კურსდამთავრებულების განათლება აღიარებულია ყველაზე ავტორიტეტული ევროპული პროფესიული საზოგადოებების მიერ.
The International Academy of Mental Health and Integrative Psychotherapy thanks the participants of the event for supporting the idea of sectoral integration of Georgian psychotherapy with Europe.