EAP ეთიკის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა 2025

2025 წლის 16 ოქტომბერს პრაღაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა.
შეხვედრაში EAP-ის ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობდა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის იურიდიული მრჩეველი ანანო ნიაური.

კომიტეტმა განიხილა ფსიქოთერაპიის დარგის უახლესი გამოწვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები მათ შორის, ფსიქოთერაპიის დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართება ეთიკის სტანდარტებთან. ამ გამოწვევების გათვალისწინებით კომიტეტმა იმსჯელა ფსიქოთერაპევტთა ეთიკის კოდექსში შესატანი ცვლილებების და დამატებების შესახებ.

კომიტეტზე წარდგენილი იყო ევროპული ასოციაციის ახალი გაიდლაინის სამუშაო ვერსია “ეთიკის გაიდლაინი ორგანიზაციებისთვის” რომელიც შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა კორტნი იანგის, ენვერ ცესკოს, ანანო ნიაურის, ჟოზე კასტილოს და მარია კარდინის შემადგენლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *