Category Archives: სიახლეები

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პროგრამა: მიღება მე-10 საიუბილეო ნაკადზე

დაიწყო მონაწილეთა მიღება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის რიგით მე-10 საიუბილეო ნაკადზე. პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას მიიღოთ სამმაგი სერტიფიცირება: 1. გახდეთ ევროპაში აღიარებული ფსიქოთერაპევტი – ECP სპეციალისტი პირდაპირი მინიჭების წესი (საქართველოში მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია ფლობს ამ შესაძლებლობას EAPTI აკრედიტაციის სახით). 2. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ECIP სერტიფიკატი 3. აკადემიაში სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი დღეს მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა მსოფლიოში. სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს კვალიფიციურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას, ხოლო საზოგადოებას სჭირდება სპეციალისტები, რომლებიც სიღრმისეული ცოდნით, ეთიკით და პრაქტიკული უნარებით მუშაობენ. შრომის ბაზარზე მოთხოვნა მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტების, განსაკუთრებით, ფსიქოთერაპევტების მიმართ ყოველწლიურად იზრდება. პროგრამა განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომელთაც სურთ ფსიქოთერაპევტის პროფესიას დაეუფლონ პირველი საფეხურიდან სრულ სერტიფიცირებამდე. პროგრამის ყველა კომპონენტი: თეორია და მეთოდოლოგია პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ სუპერვიზია პირადი თერაპია კვლევა უზრუნველყოფილია ერთ სასწავლო სივრცეში სამუშაო გრაფიკისგან მოწყვეტის და დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. კლინიკური პრაქტიკა უზრუნველყოფილია სამედიცინო დაწესებულებებში დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე. პროგრამა სრულად თავსებადია სამუშაო გრაფიკთან: თვის განმავლობაში ერთი (ზოგ შემთხვევებში ორი) სრული შაბათ-კვირა ინტენსიური კურსის ფორმატით. პროგრამაში მონაწილეობის ფორმა პროგრამა ტარდება ფიზიკური დასწრების ფორმით, საზღვარგარეთ და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებთათვის უზრუნველყოფილია ონლაინ დასწრება. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ: საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ საფუძვლიან ცოდნას პრაქტიკულ უნარებს რეალურ კლინიკურ შემთხვევებთან მუშაობისთვის პროფესიული სუპერვიზიის გამოცდილებას ფსიქოთერაპიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის ღრმა გააზრებას პროფესიულ საზოგადოებაში ინტეგრაციას პროგრამის თითოეული საფეხური აგებულია იმგვარად, რომ იძლევა ჩარჩო კომპეტენციას გავლილი პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა? ფსიქოლოგებს, რომლებიც უკვე ფლობენ ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხს (ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხის შემთხვევაში ამავე დარგში ბაკალავრის ხარისხის ქონა სავალდებულო არ არის) ბაკალავრის ხარისხს მედიცინაში ბაკალავრის ხარისხს სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში ან არიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები შესაბამის დარგებში (უკვე მოპოვებული აქვთ 180 აკადემიური კრედიტი). ფსიქოთერაპია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანის ფსიქიკურ სამყაროზე. თუ გსურთ: შეიძინოთ ახალი პროფესია შეიძინოთ რეალური ინსტრუმენტები ადამიანების დახმარებისთვის გახდეთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მიიღოთ საერთაშორის აღიარება და დარგის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა მაშინ ეს პროგრამა შეიძლება იყოს თქვენი პროფესიული გზის მნიშვნელოვანი ეტაპი. აკადემია უკვე წლებია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს და გახდნენ კვალიფიციური, ეთიკური და პროფესიონალი ფსიქოთერაპევტები. საგანმანათლებლო საფეხური: დიპლომის შემდგომი განათლება სააკრედიტაციო სტანდარტი: ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP სააკრედიტაციო სტანდარტი – EAPTI აკრედიტაცია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) აკრედიტაცია დასაქმების სფეროები: როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა აღზრდა-განვითარებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები/ორგანიზაციები კლინიკები, ჯანმრთელობის დაცვის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისები საგანმანათლებლო დაწესებულებები ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრები, პენიტენციური დაწესებულებები კვლევითი დაწესებულებები და საექსპერტო დაწესებულებები კერძო პრაქტიკა ლექციებს გაუძღვებიან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე დარგის წამყვანი სეპციალისტები რომლებიც ფლობენ მრავალწლიან პრაქტიკას ფსიქოთერაპიის სფეროში. სწავლის მეთოდები და აქტივობები: თეორიული სწავლება – ლექცია, ლიტერატურასთან მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა. პრაქტიკული უნარების ათვისება – კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ, სუპერვიზია, შემთხვევის ანალიზი. პიროვნული ზრდა და განვითარება – ინდივიდუალური თერაპია, ჯგუფური თერაპია. რეგისტრაცია დაწყებულია რეგისტრაციის ბოლო ვადაა 01 ივნისი რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული: https://forms.gle/XrSQ79LS6Ti9gCJo8 პროგრამის თითოეული წლის საფასურია 2500 ევროს ექვივალენტი ლარში საფასურის გადახდა შესაძლებელია საწავლო წლის დაწყებამდე სრულად ან ეტაპობრივი გადახდით წლის განმავლობაში ოთხ ნაწილად (625 ევროს ექვივალენტი ლარში). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 53 53 88 mental.academy.geo@gmail.com mentalacademy.ge

EAP-ის ეთიკის კომიტეტის 2026 წლის სხდომა

2026 წლის 13 მარტს ენვერ ჩესკოს და ანანო ნიაურის ხელმძღვანელობით ჩატარდა ფსიქოთეაპიის ევროპული ასოციაციის ეთიკის კომიტეტის ყიველწლიური შეხვედრა. ანანო ნიაური – ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარე ამავდროულად არის ჩვენი აკადემიის იურიდიული მრჩეველი. კომიტეტმა იმსჯელა ფსიქოთერაპიის დარგში მიმდინარე უახლესი გამოწვევების შესახებ. განიხილა ეთიკის კოდექსში დამატებების შეტანის საკითხი. მომზადდა კომიტეტის ოფიციალური პოზიცია ფსიქოთერაპიის დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ. ერთხმად დამტკიცდა ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებში საქმიანობის ეთიკის პრინციპები რომელზეც კომიტეტი რამდენიმე წელია მუშაობს.

Bullying as a Psychosocial Phenomenon: Potential Consequences and Prevention Mechanisms

საჯარო ლექცია ჩატარდება კვირას, ️21 დეკემბერს 18.00 საათზე ვაკის მედიათეკაში.

ლექციას გაუძღვება ანანო ნიაური

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარე

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ეთიკის ოფიცერი
ჩვენი აკადემიის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამის მონაწილე.

ღონისძიება ტარდება ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში " საზოგადოება და მენტალური ჯანმრთელობა".

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული:

https://shorturl.at/DSzwM

დასწრება უფასოა

Public Lecture “Parent-Child Relationship”, November 22, 2025

2025 წლის 22 ნოემბერს ვაკის მედიათეკაში ჩატარდა საჯარო ლექცია “მშობლისა და შვილის ურთიერთობა და მისი მნიშვნელობა მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად”. ლექციას უძღვებოდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი ფსიქოლოგი მარიამ ხმალაძე. საჯარო ლექცია ჩატარდა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ერთობლივი პროექტის ფარგლებში “საზოგადოება და მენტალური ჯანმრთელობა”. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მნიშვნელოვანი თავისებურებები რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების ფორმირებას და ემოციურ კეთილდღეობას მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ასევე დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

A new issue of the EAP Journal of Psychotherapy has been released.

გამოქვეყნდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP სამეცნიერო ჟურნალის (IJP International Journal of Psychotherapy) 2025 წლის მე-2 ნომერი.

ჟურნალში შეგიძლიათ იხილოთ მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელის, მარინე ბეგაშვილის სტატია “The Impact of Trauma on Drug Addiction: A Comprehensive Analysis”.

ჟურნალის ონლაინ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://ijp.org.uk/docs/IJP_Vol_29_No_2_Online.pdf

EAP Ethics Committee Annual Meeting 2025

2025 წლის 16 ოქტომბერს პრაღაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა.
შეხვედრაში EAP-ის ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობდა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის იურიდიული მრჩეველი ანანო ნიაური.

კომიტეტმა განიხილა ფსიქოთერაპიის დარგის უახლესი გამოწვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები მათ შორის, ფსიქოთერაპიის დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართება ეთიკის სტანდარტებთან. ამ გამოწვევების გათვალისწინებით კომიტეტმა იმსჯელა ფსიქოთერაპევტთა ეთიკის კოდექსში შესატანი ცვლილებების და დამატებების შესახებ.

კომიტეტზე წარდგენილი იყო ევროპული ასოციაციის ახალი გაიდლაინის სამუშაო ვერსია “ეთიკის გაიდლაინი ორგანიზაციებისთვის” რომელიც შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა კორტნი იანგის, ენვერ ცესკოს, ანანო ნიაურის, ჟოზე კასტილოს და მარია კარდინის შემადგენლობით.

EAP Scientific Research Committee Annual Meeting in Prague

EAP სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა პრაღაში
2025 წლისა 16 ოქტომბერს პრაღაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა.
შეხვედრაში EAP-ის სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის ინდივიდუალური წევრის სტატუსით მონაწილეობდა „ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის“ ბორდის წევრი „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის “სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, ნინო კობახიძე.

კომიტეტმა წარადგინა დოკუმენტი „ფსიქოთერაპიის ეფექტურობა: თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიმოხილვა “.
ამასთან, კომიტეტმა იმსჯელა ფსიქოთერაპიის შესწავლის პროცესში კვლევითი კომპონენტის ჩართვის მნიშვნელოვნებაზე და ფსიქითერაპიის ევროპული აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტების გამოწვევებზე ამ პროცესში.
ნინო კობახიძემ გააზიარა გამოცდილება „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშირისო აკადემიის“ სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის დანერგვისა და ორგანიზების შესახებ.

European Association for Integrative Psychotherapy AGM 2025

2025 წლის 10 ოქტომბერს, ირლანდიის ქალაქ ლიმერიკში გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) ყიველწლიური საერთო კრება. საერთო კრება გახსნა EAIP-ის პრეზიდენტმა ოანა მარია პოპესკუმ, რომელმაც წარადგინა ასოციაციის გასული წლის საქმიანობის ვრცელი ანგარიში. წევრებმა მოისმინეს მოხსენებები ასოციაციის კომიტეტების თავმჯდომარეებისგან და ოფიცრებისგან, მათ შორის, ევროპული ასოციაციის ეთიკის ოფიცრის – ანანო ნიაურის და მარკეტინგის ოფიცრის – ნინო კობახიძისგან რომლებიც ამავდროულად ასოციაციაში იკავებენ აღმასრულებელი კომიტეტის წევრის თანამდებობებს. დამტკიცდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის საკომპეტენციო ჩარჩო, აგრეთვე კენჭი ეყარა სხვა მნიშვნელოვან ორგანიზაციულ საკითხებს. მომდევნო დღეებში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ყურადღების ცენტრში იქნება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-12 ევროპული კონგრესი ARPI -სა და EAIP -ის ერთობლივი ორგანიზებით, რომელიც აერთანებს პროფესიონალებს, მკვლევრებს და პრაქტიკოსებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან — ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სფეროში ახალი ხედვებისა და კვლევითი შედეგების გასაზიარებლად. მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია არის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სრული, აკრედიტებული წევრი და ხმის უფლებით მონაწილეობს უმაღლესი მმართველობითი ორგანოს AGM -ის საქმიანობაში. ჩვენი აკადემია მადლობას უხდის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას და წევრ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

Training – Integrated Theory of Character Formation

2025 წლის 21 სექტემბერს, ჩატარდა ტრენინგი – ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული თეორია.

ტრენინგი განკუთვნილი იყო ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული პროგრამის სტუდენტებისთვის.

სტუდენტებმა მოისმინეს ვორქშოფი მოსაზღვრე პიროვნულ აშლილობასთან კლინიკური მუშაობის შესახებ. ვორქშოფი ჩატარდა ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული მოდელის მოდულის ფარგლებში.

ტრენინგს უძღვებოდა ლისბეთ პლისარტი.

Liesbet Plissart
ლისბეთ პლისარტი აკადემიის მოწვეული ტრენერი. ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის მთავარი სუპერვიზორი. +25 წლიანი პრაქტიკა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მიმართულებით. ECP, ECIP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიაკატების მფლობელი. სპეციალიზირებულია დენ სიგელთან ინტერპერსონალურ ნეირობიოლოგიაში. არის GAINS-ის (Global Association for Interpersonal Neurobiology) აქტიური წევრი; სერტიფიცირებული ემოციაზე ფოკუსირებული წყვილთა თერაპევტი (ICEEFT); სერტიფიცირებული გეშტალტ პრაქტიკოსი ორგანიზაციული მიმართულებით (EAGT).

აკადემია მადლობას უხდის ლისბეთ პლისარტს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის!

“Integration Days 2025”

"ინტეგრირების დღეები 2025"

On September 12, 2025, a roundtable discussion was held at Tbilisi State University on the topic: „"The Place of Psychotherapy in the Healthcare System"“. The event is the Academy's annual event, „"Integration Days"“ It was held within the framework.

ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ:

• ევროპის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის (EAIP) პრეზიდენტი OANA MARIA POPESCU

• საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტი ნინო ოკრიბელაშვილი

ოანა მარია პოპესკუმ წარმოადგინა მოხსენება თემაზე „ფსიქოთერაპიული განათლების სტანდარტი ევროპაში“. აკადემიის დამფუძნებელმა მარინე ბეგაშვილმა კი მოხსენება „ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის უპირატესობებზე“ წაიკითხა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეებმა იმსჯელეს ფსიქოთერაპიის როლზე ჯანდაცვის სისტემაში, ფსიქოთერაპიული განათლების გამოწვევებზე საქართველოში და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული სერვისის შექმნის საშუალებებზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო და ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.