დასრულდა მიღება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პროგრამაზე 2026-2027

დასრულდა მონაწილეთა მიღება ინტეგრირებული ფსიქოთრაპიის ევროპული პროგრამის 2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრის ნაკადზე.

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტერირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია ულოცავს პროგრამის ახალ მონაწილეებს მისაღები კონკურსის წარმატებით გავლას და დადებითი შეფასების მოპოვებას შემდეგ კომპონენტებში:

  • პროგრამის წინაპირობებთან შესაბამისობის შეფასება დოკუმენტების საფუძველზე.
  • გასაუბრება.

გვჯერა, რომ თითოეული მათგანი საკუთარი მოტივაციით, დარგისადმი დამოკიდებულებით და აკადემიური უნარებით შეძლებს წვლილი შეიტანოს მომავალში ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებაში და ღირსეულად გააგრძელოს აკადემიის დაწყებული საქმიანობა: ქართული ფსიქოთერაპიის სახელის წარმოდგენა ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე.

გვჯერა რომ აკადემიაში სწავლა არ არის მხოლოდ სერტიფიკატის მოპოვება, ეს არის პასუხისმგებლობით და პროფესიული სიღრმეების ძიებით სავსე გზა.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემიის სტუდენტობა გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალური სტატუსის მოპოვებას, არამედ მაღალ კლინიკურ და ეთიკურ სტანდარტზე, პასუხისმგებლობასა ღირსებაზე დამყარებული პროფესიული საზოგადოების შენებას.

ამ დევიზის ქვეშ აკადემია უკვე მრავალი წელია ზრუნავს ფსიქოთერაპევტთა ახალი თაობის ჩამოყალიბებაზე, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ფსიქოთერაპიის საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტს და პირდაპირი მინიჭების წესით იღებენ საერთაშორისო პროფესიულ აღიარებას ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ECP და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ECIP სერტიფიცირების სახით.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამის ახალ მონაწილეებს ვუსურვებთ ამ პროფესიული გზის ღირსეულად გავლას და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლებისთვის საქართველოში.

აკადეიმაში სწავლის მსურველებს გაცნობებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია ფსიქოკონსულტირების სასწავლო პროგრამაზე.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამის გაზაფხულის სემესტრის მონაწილეთა შემდეგი (თებერვლის) ნაკადის მიღება გაიხსნება 2026 წლის 15 ნოემბრიდან.