2025 წლის 12 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ფსიქოთერაპიის ადგილი ჯანდაცვის სისტემაში“. ღონისძიება აკადემიის ყოველწლიური ღონისძიების, „ინტეგრირების დღეების“ ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ:
-
ევროპის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის (EAIP) პრეზიდენტი OANA MARIA POPESCU
-
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტი ნინო ოკრიბელაშვილი
ოანა მარია პოპესკუმ წარმოადგინა მოხსენება თემაზე „ფსიქოთერაპიული განათლების სტანდარტი ევროპაში“. აკადემიის დამფუძნებელმა მარინე ბეგაშვილმა კი მოხსენება „ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის უპირატესობებზე“ წაიკითხა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეებმა იმსჯელეს ფსიქოთერაპიის როლზე ჯანდაცვის სისტემაში, ფსიქოთერაპიული განათლების გამოწვევებზე საქართველოში და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული სერვისის შექმნის საშუალებებზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო და ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.