ირმა ჩახვაძე
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი.
2021-2025 – პოსტდიპლომური განათლება ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში.
2024 წლიდან დღემდე კერძო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. პროფესიული საქმიანობა ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, ჯგუფური ფსიქოთერაპია.
ორგანიზაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეროვნული დელეგატი საქართველოში, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP წევრთა კომიტეტის ექსპერტი, ექიმი ფსიქოთერაპევტი სახელმწიფო სერტიფიცირებით, ევროპული სერტიფიცირების ECP, ECIP მფლობელი მულტიმოდალური და ინტეგრირებული მიმართულებებით.
საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი; ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECP, ECIP); ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის კვლევითი კომიტეტის ინდივიდუალური წევრი; მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი (MSc).
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
საერთაშორისო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების და სტუდენტური
ჩართულობის კოორდინატორი.
ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECIP).
სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი, სპეციალობით ფსიქოლოგი.
განათლება
1992–1997 – სამედიცინო ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი
2014–2019 – პოსტდიპლომური განათლება ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში
სერტიფიკატები და აკრედიტაციები
2020 – EAIP (European Association for Integrative Psychotherapy) წევრობა
2025 – ECP (European Certificate of Psychotherapy)
პროფესიული გამოცდილება
2015 წლიდან დღემდე – ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონი“ – ტრენერი და ფსიქოთერაპევტი
2019 წლიდან დღემდე – კერძო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა
პროფესიული საქმიანობა
ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
ჯგუფური ფსიქოთერაპია
წყვილთა და ოჯახური ფსიქოთერაპია
მოზარდებთან და ზრდასრულებთან მუშაობა
3. მესამე საფეხური: ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი (Integrative Psychotherapy Tutor Specialist)
სერტიფიცირებაზე დაშვების წინაპირობა:
1. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პროგრამის სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს პროგრამის – თეორია/ მეთოდოლოგიის 660 აკადემიური საათი,
2. ჯგუფური თერაპიის 200 საათი,
3. ინდივიდუალური თერაპიის მინიმუმ 37.5 საათი.
4. კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით 150 სთ
5. სუპერვიზია 75 სთ.
კომპეტენციები:
ტუტორი წარმოადგენს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტს, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი ფსიქოთერაპიული პრაქტიკის, კლინიკური ანალიზის, პროფესიული რეფლექსიის, სამეცნიერო საქმიანობისა და სასწავლო პროცესში მონაწილეობისათვის აუცილებელი კომპეტენციები. იგი საქმიანობას წარმართავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის, პროფესიული ეთიკის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მეთოდოლოგიისა და ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის საფუძველზე.
ტუტორ – სპეციალიტს ესმის ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგის არსი, მისი ამოცანები და განსხვავება სხვა სამეცნიერო დარგებისგან, არიქვამს ფსიქოთერაპიას, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო და პროფესიულ დარგს ფილოსოფიური, თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების გათვალისწინებით;
შესწავლილი აქვს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის თანამედროვე კონცეფციები, ინტეგრაციის მოდელები და სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულებების კომპლექსური გამოყენების პრინციპები; ადამიანის ნორმალური და ატიპური ფსიქოლოგიური განვითარების კანონზომიერებები მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში; ფსიქოპათოლოგიის, განვითარების ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის, ნეიროფსიქოლოგიის, ტრავმის, კრიზისის, პიროვნების თეორიებისა და ინტერპერსონალური პროცესების თანამედროვე სამეცნიერო საფუძვლები;
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის პრინციპები და პროფესიული პრაქტიკის სამართლებრივი და ეთიკური რეგულაციები.
იცნობს ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოების ეთიკურ საფუძვლებს, იცის ფსიქოთერაპიის წარმოების ჩარჩო, შეუძლია შესასრულებელი სამუშაოს აღწერა, პაციენტის მდგომარეობის შესახებ დასკვნის გამოტანა. შეუძლია პაციენტის კონკრეტული გამოწვევის, პრობლემის სახელდება, აღწერა და დიფერენცირება. სამუშაო ჰიპოთეზის გამოკვეთა და პაციენტის მხრიდან მისი აღიარება. ფსიქოთერაპიული სამუშაო ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, მისი დინამიკური გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში რეფორმულირება; სამუშაო ჰიპოთეზის ირგვლი სამუშაო გეგმის დადება, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სრული ჩარჩოს აგება, ფსიქოთერაპიული პროცესის სრული დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და შეფასება; მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი თერაპიული მიზნების განსაზღვრა;
პაციენტთან/კლიენტთან მუშაობისას ინტეგრირებული თერაპიის ჩარჩოში მუშაობა, ბიო-ფსიქო-სოციალური და კულტურული ფაქტორების ინტეგრირებული შეფასება; პრობლემის, სიმპტომის, ფუნქციური დარღვევისა და პიროვნული თავისებურებების დიფერენცირება; კომპლექსური კლინიკური ფორმულირების შექმნა;
ფსიქოთერაპიული პროცესის მონიტორინგი, შედეგების შეფასება და ინტერვენციების მოდიფიცირება. სამეცნიერო ნაშრომების – რეფერატების, ესეს, სამეცნიერო კვლევის შექმნა, მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში, პროფესიული პოზიციონირება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დარგის რეპუტაციის დაცვა, მუშაობა ეთიკის ნორმების დაცვით, რეფლექსია მუშაობის პროცესში და შესრულებული სამუშაოს ირგვლივ, სრული ფსიქოეკოლოგიის დაცვა.
ტუტორის პროფესიული საქმიანობა მოიცავს: დამოუკიდებელ ფსიქოთერაპიულ მუშაობას; კლინიკური შემთხვევების ანალიზს; შემთხვევის ფორმულირების წერილობით და ზეპირ წარმოდგენას; პროფესიული დოკუმენტაციის წარმოებას; მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას; პროფესიული ეთიკის დაცვას; საკუთარი პროფესიული საქმიანობის სისტემურ რეფლექსიას; პროფესიული საზღვრების მართვას; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართების ორგანიზებას.
აკადემიური და კვლევითი კომპეტენციები – ტუტორს შეუძლია: თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი; მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გამოყენება; სამეცნიერო რეფერატების, ესეების, კლინიკური შემთხვევების ანალიზისა და კვლევითი ნაშრომების მომზადება; მცირე მასშტაბის კვლევის დაგეგმვა და განხორციელება; სამეცნიერო მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია; პროფესიულ კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა; საკუთარი პროფესიული საქმიანობის სამეცნიერო არგუმენტებით დასაბუთება.
საგანმანათლებლო და ტუტორული კომპეტენციები – ტუტორს დამატებით შეუძლია: დამწყები სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების პროფესიული მხარდაჭერა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; სასწავლო პროცესში მონაწილეობა; მცირე სასწავლო ჯგუფების ფასილიტაცია; პროფესიული უკუკავშირის კონსტრუქციულად მიწოდება; კლინიკური შემთხვევების განხილვის ორგანიზება; პროფესიული რეფლექსიისა და ეთიკური მსჯელობის ხელშეწყობა; პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მხარდაჭერა.
ტუტორი: საქმიანობს პროფესიული ეთიკის სრული დაცვით; იცავს კონფიდენციალურობის, ავტონომიის, კეთილგანწყობისა და ზიანის თავიდან აცილების პრინციპებს; ავლენს პროფესიულ პასუხისმგებლობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლების მიმართ; უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის მუდმივ რეფლექსიას; ზრუნავს პროფესიული გადაწვის პრევენციასა და ფსიქოჰიგიენაზე; ხელს უწყობს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პროფესიული კულტურისა და დარგის რეპუტაციის განვითარებას; იღებს პასუხისმგებლობას უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
საქმიანობის ფარგლები – ტუტორის პროფესიული კონტაქტი პაციენტთან/კლიენტთან, როგორც წესი, მოიცავს 1–30 ფსიქოთერაპიულ შეხვედრას.
ბავშვებთან, მოზარდებთან და მოზრდილებთან ფსიქოთერაპიული მუშაობის თემატიკა შეიძლება იყოს: ქცევითი დარღვევები, კოგნიტური დისონანსი, ემოციების რეგულირება, სტრესთან გამკლავება, ინტერპერსონალურ კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები, სოციალური როლური კონფლიქტები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან სოციალური ადაპტაციის საკითხებზე მუშაობა, შფოთვითი და ნევროტული აშლილობები, გუნება – განწყობის აშლილობები, ფსიქოსომატური ავადობები, ფსიქოსექსუალური და პიროვნული განვითარების შეფერხებები და დარღვევები, დამოკიდებულებათა სინდრომებთან მუშაობა, თვითიდენტობის, თვითშეფასებისა და პიროვნული განვითარების საკითხებზე მუშაობა; პიროვნული განვითარების შეფერხებებსა და დისფუნქციურ ადაპტაციურ სქემებზე მუშაობა; ტრავმული გამოცდილების ფსიქოლოგიურ დამუშავება მაშინ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება ტუტორის კომპეტენციის ფარგლებს.
ტუტორი დამოუკიდებლად გეგმავს, ახორციელებს, აფასებს და ასაბუთებს ფსიქოთერაპიულ პროცესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს პასუხისმგებლობას პროფესიული გადაწყვეტილებების ხარისხზე, მონაწილეობს პროფესიული საზოგადოების საქმიანობაში, ავითარებს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგს აკადემიური, პრაქტიკული და ეთიკური სტანდარტების დაცვით.
იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს მაღალსპეციალიზებულ, ინტენსიურ, ფსიქიატრიულ ან მულტიდისციპლინურ ჩარევას, ტუტორი უზრუნველყოფს შესაბამის შეფასებას, რისკის მართვას და დროულ გადამისამართებას შესაბამის სპეციალისტთან ან დაწესებულებაში.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი.
2021-2025 – პოსტდიპლომური განათლება ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში.
2024 წლიდან დღემდე კერძო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. პროფესიული საქმიანობა ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, ჯგუფური ფსიქოთერაპია.
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
მოწვეული ტრენერი
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი
2. მეორე საფეხური: ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი (Integrative Psychotherapy Specialist)
სერტიფიცირებაზე დაშვების წინაპირობა:
1. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პროგრამის სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს პროგრამის – თეორია/ მეთოდოლოგიის 440 აკადემიური საათი,
2. ჯგუფური თერაპიის 200 საათი,
3. ინდივიდუალური თერაპიის მინიმუმ 25 საათი.
კომპეტენციები:
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალიტს ესმის ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგის არსი, მისი მიზნები, ამოცანები, განვითარების თანამედროვე ტენდენციები, და განსხვავება სხვა სამეცნიერო დარგებისგან. იცნობს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის თეორიულ საფუძვლებს, სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულების ინტეგრაციის პრინციპებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის ძირითად მიდგომებს.
ფლობს ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოების ეთიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს, პროფესიული პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპებს, ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობას, პროფესიული საზღვრების დაცვასა და მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას.
იცის ფსიქოთერაპიის წარმოების ჩარჩო, შეუძლია შესასრულებელი სამუშაოს აღწერა, პაციენტის ფსიქო/ფიზიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნის გამოტანა. შეუძლია ფსიქოთერაპიული პროცესის დაგეგმვა და წარმართვა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესასრულებელი სამუშაოს აღწერა, პაციენტის მდგომარეობის შეფასება, კლინიკური მონაცემების ინტეგრირება, ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის საფუძველზე პრობლემის ფორმულირება, პაციენტის მდგომარეობის შესახებ დასკვნის გამოტანა, პრობლემის, გამოწვევისა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების დიფერენცირება.
სპეციალისტს შეუძლია პაციენტის რესურსების, რისკ-ფაქტორებისა და დამცავი ფაქტორების შეფასება, შეუძლია პაციენტის კონკრეტული გამოწვევის, პრობლემის სახელდება, აღწერა და დიფერენცირება. სამუშაო ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, მისი პაციენტთან შეთანხმება, თერაპიული მიზნების განსაზღვრა, მოკლე და საშუალოვადიანი სამუშაო გეგმის შედგენა, პროცესის მიმდინარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სამუშაო გეგმის კორექტირება.
სპეციალისტის კონტაქტი პაციენტთან / კლიენტთან შემოიფარგლება 1-20 შეხვედრით.
სპეციალისტის პროფესიული საქმიანობა მოიცავს: პროფესიული კონტაქტის ჩამოყალიბებასა და თერაპიული ალიანსის შექმნას; პირველადი და განმეორებითი ფსიქოლოგიური ინტერვიუს ჩატარებას; პაციენტის მომართვის მიზეზის, მოთხოვნისა და მოლოდინების დაზუსტებას; პრობლემის შეფასებასა და კლინიკურ ფორმულირებას; სამუშაო ჰიპოთეზის შემუშავებასა და შეთანხმებას; ფსიქოგანათლების განხორციელებას; ემოციური მხარდაჭერისა და მოკლევადიანი ფსიქოთერაპიული ინტერვენციების გამოყენებას; თერაპიული პროცესის დაგეგმვასა და მონიტორინგს; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტთან ან მომსახურებასთან გადამისამართებას; პროფესიული დოკუმენტაციის წარმოებას ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დაცვით.
სპეციალისტის სამუშაო თემატიკა შეიძლება მოიცავდეს: ქცევითი დარღვევები; კოგნიტური დისონანსი; ემოციების რეგულირების სირთულეები; სტრესთან და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება; ადაპტაციის სირთულეები; ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის პრობლემები; სოციალური და ოჯახური როლური კონფლიქტები; თვითშეფასებასთან, თვითიდენტობასა და პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები; ცხოვრებისეული კრიზისები და გარდამავალი პერიოდები; დანაკარგთან, გლოვასთან და ცვლილებებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური რეაქციები; პროფესიულ გადაწვასა (Burnout) და ქრონიკულ სტრესთან დაკავშირებული საკითხები; შფოთვის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამოვლინებები; დეპრესიული სიმპტომატიკის მსუბუქი ფორმები, როდესაც არ არის გამოხატული მაღალი რისკის ნიშნები; ემოციური დამოკიდებულებებისა და ურთიერთობის განმეორებადი დისფუნქციური მოდელების ანალიზი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან სოციალური ადაპტაციისა და ფსიქოსოციალური ფუნქციონირების ხელშეწყობა; ოჯახთან და გარემოსთან თანამშრომლობა პაციენტის ფსიქოსოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.
პროფესიული უნარები:
ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების განხორციელება; სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ინტეგრირება და კლინიკური ფორმულირების შედგენა; ფსიქოლოგიური რესურსების, რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება; ფუნქციონირების დონის შეფასება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში; ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით ინტერვენციის შერჩევა; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდის მიზანმიმართული გამოყენება კონკრეტული კლინიკური ამოცანის შესაბამისად; თერაპიული პროცესის ეფექტიანობის შეფასება და ინტერვენციების ადაპტირება;
ფსიქოლოგიური კრიზისის ადრეული ნიშნების ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება; სუიციდური, ძალადობისა და თვითდაზიანების რისკების პირველადი შეფასება და დაუყოვნებლივი გადამისამართება შესაბამის მომსახურებაში; ოჯახის წევრებისა და მნიშვნელოვანი გარემოს ჩართვა მაშინ, როდესაც ეს ემსახურება თერაპიულ მიზნებს და შეესაბამება ეთიკურ ნორმებს;
პროფესიული საქმიანობის კრიტიკული რეფლექსია, საკუთარი კომპეტენციის საზღვრების გაცნობიერება და სუპერვიზიის გამოყენება; მულტიდისციპლინურ გუნდში ეფექტური თანამშრომლობა; თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გამოყენება;
კულტურული, სოციალური, რელიგიური და ინდივიდუალური მრავალფეროვნების გათვალისწინებით ფსიქოთერაპიული მუშაობის წარმართვა; პროფესიული განვითარების უწყვეტი დაგეგმვა და განხორციელება.
რეფლექსიური პრაქტიკა – შეუძლია საკუთარი პროფესიული საქმიანობის კრიტიკული ანალიზი; აღიარებს საკუთარი კომპეტენციისა და ცოდნის საზღვრებს; ზრუნას უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვაზე.მონაწილეობს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში, საჭიროების შემთხვევაში მიმართავდეს დამატებით სუპერვიზიას, ფსიქოთერაპიას;
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი დამოუკიდებლად ახორციელებს მოკლე და საშუალოვადიან ფსიქოთერაპიულ მუშაობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. იმ შემთხვევებში, როდესაც შეფასების პროცესში გამოვლინდება მძიმე ფსიქიკური აშლილობა, მწვავე კრიზისული მდგომარეობა, მაღალი სუიციდური ან ჰეტეროაგრესიული რისკი, ფსიქოზური სიმპტომატიკა, მძიმე დამოკიდებულება ან სხვა მდგომარეობა, რომელიც აღემატება სპეციალისტის კომპეტენციის ფარგლებს, იგი უზრუნველყოფს პაციენტის დროულ გადამისამართებას შესაბამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ან სამედიცინო მომსახურების სპეციალისტთან.
ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი
1. პირველი საფეხური: ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი
(Integrative Psychotherapy Practitioner)
სერტიფიცირებაზე დაშვების წინაპირობა –
1. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პროგრამის მონაწილე, რომელსაც გავლილი აქვს თეორია/ მეთოდოლოგიის 220 აკადემიური საათი,
2. ჯგუფური თერაპიის 100 საათი,
3. ინდივიდუალური თერაპიის მინიმუმ 12,5 საათი.
კომპეტენციები:
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი ფლობს ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგის არსს, ერკვევა ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო და პრაქტიკული დისციპლინის ისტორიული განვითარების წანამძღვრებში, შესწავლილი აქვს დარგის თეორიული საფუძვლები.
იცნობს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ძირითად კონცეფციებს, ინტეგრაციის მოდელებსა, მისთვის გასაგებია ფსიქოთერაპიის ამოცანები და განსხვავება სხვა სამეცნიერო დარგებისგან, იცნობს ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოების ეთიკურ საფუძვლებს, იცის ფსიქოთერაპიის წარმოების ჩარჩო, შეუძლია შესასრულებელი სამუშაოს აღწერა, პაციენტის ფსიქო/ფიზიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნის გამოტანა.
იცნობს ადამიანის განვითარების ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე; ფლობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოპათოლოგიის საბაზისო ცოდნას, შეუძლია ნორმისა და პათოლოგიის დიფერენცირება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; იცნობდეს სტრესის, კრიზისის, ტრავმის, ადაპტაციისა თანამედროვე კონცეფციებს. პრატიკოსის კონტაქტი პაციენტთან / კლიენტთან შემოიფარგლება 1-5 შეხვედრით. ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან.
შეუძლია პირველადი ფსიქოლოგიური შეფასების განხორციელება; ინტერვიუს, დაკვირვებისა და კლინიკური მონაცემების საფუძველზე პრობლემის ფორმულირება; რესურსების, რისკ-ფაქტორებისა და დამცავი ფაქტორების იდენტიფიცირება;
პაციენტის ფუნქციონირების შეფასება ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის ფარგლებში; საკუთარი კომპეტენციის საზღვრების განსაზღვრა და იმ შემთხვევების ამოცნობა, რომლებიც საჭიროებს სხვა სპეციალისტთან გადამისამართებას.
პროფესიული უნარები:
პროფესიული კონტაქტის აგება – პირველადი გასაუბრება – პაციენტის/კლიენტის მომართვის მიზეზისა და შეკვეთის გაცნობა, პაციენტის ფოკუსირება აღნიშნულ გამოწვევზე, ფსიქოგანათლება, სარეკომენდაციო მუშაობა – გადამისამართება საჭირო სპეციალიტსთან მუშაობის ან კვლევის მიზნით.
უსაფრთხო, ემპათიური და პროფესიული თერაპიული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
აქტიური მოსმენის, რეფლექსიის, ემოციური ვალიდაციისა და ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკების გამოყენება; ფსიქოგანათლების განხორციელება ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით; საჭიროების შემთხვევაში კრიზისული მხარდაჭერის საწყისი ღონისძიებების განხორციელებას; მოკლევადიანი მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური კონსულტირების ელემენტების გამოყენება; გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი რეკომენდაციების გაცემა მსუბუქ შემთხვევებში; ფსიქოთერაპიული, ფსიქიატრიული, სამედიცინო, სოციალური ან საგანმანათლებლო მომსახურების საჭიროების შეფასება; საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინურ თანამშრომლობაში ჩართვა.
ეთიკური და სამართლებრივი კომპეტენცია – იცის პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები: კონფიდენციალურობა, ინფორმირებული თანხმობა, ავტონომიის პატივისცემა, კეთილგანწყობა, ზიანის თავიდან აცილება და პროფესიული პასუხისმგებლობა; იცნობს არასრულწლოვანებთან მუშაობის სპეციფიკურ ეთიკურ მოთხოვნებს; აწარმოებს პროფესიულ დოკუმენტაციას მოქმედი სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვით; აცნობიერებს პროფესიული საზღვრების მნიშვნელობას და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პრინციპებს.
რეფლექსიური პრაქტიკა – შეუძლია საკუთარი პროფესიული საქმიანობის კრიტიკული ანალიზი; აღიარებს საკუთარი კომპეტენციისა და ცოდნის საზღვრებს; ზრუნას უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვაზე.მონაწილეობს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში, საჭიროების შემთხვევაში მიმართავდეს დამატებით სუპერვიზიას, ფსიქოთერაპიას;
პრაქტიკოსის საქმიანობის ფარგლები – მსუბუქი შემთხვევებისას ზოგადი რეკომენდაციები გარემოსთან ადაპტაციის გასაიოლებლად. (მსუბუქი შემთხვევა – კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციით განპირობებული გამოწვევა, ატიპური რეაქცია სტრესზე ფსიქო მარეგულირებელი მექანიზმების გამართული მუშაობისას).
ფსიქოლოგიის ბაკალავრი და მაგისტრი;
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი;
2018 წლიდან ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება ბანაკებში ლიდერად.
2020 წლიდან ამონაშვილის აკადემიის კურსების წამყვანი ფსიქოლოგი
2023 წლიდან ბაღის ფსიქოლოგ-აღმზრდელი
2025 წლიდან ამონაშვილის საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოთერაპევტი