ავტორის არქივი: mentalacademy

სუპერვიზია ფსიქოკონსულტანტებისთვის

სუპერვზიის კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი ფსიქოკონსულტანტებისთვის და მიზნად ისახავას მათი პროფესიული დახელოვნების ხელშეწყობას. კურსი ითვალისწინებს, როგორც საკუთრივ სუპერვიზიას, ისე პრობლემზე მუშაობის კონკრეტული მეთოდოლოგიის დაუფლებას.

1. სტრესის მართვა – 9 საათი

2. სტრესგამძლეობა – 4.5 საათი –

3. ემოციების მართვა – 9 საათი

4. ემოციური ინტელექტი – 4.5 საათი

5. ეფექტური კომუნიკაციები – 9 საათი

6. ინტერპერსონალური ურთიერთობის მართვა – 9 საათი

7. პიროვნული ზრდა; მიზნის ფორმირება, სტრატეგიები – 9 საათი

8. რესურსები – 9 საათი

9. თვითშეფასება – 9 საათი

10. დროის მენეჯმენტი და თვითორგანიზება

კურსის ღირებულება არის თვიური 300 ლარი. ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 8 ადამიანით. შეხვედრები განხორციელდება კვირაში ერთხელ (თითო შეხვედრა – 4,5 სთ), თვეში 18 საათი.

საქართველოში პირველი EAPTI ინსტიტუტის წარდგენის ღონისძიება

საქართველოში პირველი EAPTI ინსტიტუტის წარდგენის ღონისძიება

2022 წლის 11 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის  სტატუსის  EAPTI (ფსიქოთერაპიის ევროპული აკრედიტებული ინსტიტუტის)   წარდგენის ღონისძიება. ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლების მნიშვნელობა, ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებებში ტრენირების პრობლემატიკა, მენტალური ჯანრმთელობის სპეციალისტების წინაშე არსებული ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები, EAPTI სტატუსის მნიშვნელობა და მისი მიღების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობები. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის 2022 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ქართულ ფსიქოთერაპიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას პირველად მიენიჭა ევროპული ასოციაციის უმაღლეს საგანმანათლებლო კატეგორია. სტატუსი ქართველი სტუდენტებისთვის ქმნის შესაძლებლობას:

EAPTI სტატუსის მინიჭების შედეგად ფსიქოთერაპიის შემსწაველელი სტუდენტებისთვის შექმნილი ახალი შესაძლებლობები:

ფსიქოთერაპიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის საქართველოში შექმნილი შესაძლებლობები,

– ევროპის მასშტაბით მაღალი სტანდარტის ტრენირება დადასტურებულია დარგის ევროპული ფლაგმანის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. 

– პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტები პირდაპირი მინიჭების წესით მიიღებენ ფსიქოთერაპიის უმაღლეს ევროპულ სერთიფიკატს – ECP.

– EAPTI დაწესებულებების მაღალი სტატუსი დადასტურებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მთელ მსოფლიოში. 

– EAPTI სტატუსის მქონე დაწესებულებები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და ცნობადობით საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.

– EAPTI კურსდამთავრებულების განათლება აღიარებულია ყველაზე ავტორიტეტული ევროპული პროფესიული საზოგადოებების მიერ.

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებს ქართული ფსიქოთერაპიის ევროპასთან დარგობრივი ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერისთვის.

პარტნიორები

გამოქვეყნებულია კატეგორიის გარეშე-ში

საერთაშორისო ექსპერტის ენვერ ცესკოს ონლაინ ვორქშოფი სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია

სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია

დარეგისტრირდი



სასასდასდასდ

საერთაშორისო, სასერტიფიკაციო კურსი „წყვილთა სექსუალური ურთიერთობების დისჰარმონიის ფსიქოთერაპია“

 

კურსი განკუთვნილია:

– მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ფსიქოსექსუალური სირთულეების მქონე წყვილებთან ფსიქოთერაპიული მუშაობის სპეციფიკა და მუშაობის მეთოდები;

– მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებების წარმომადგენლებისთვის: ფსიქოთერაპევტებისთვის, ექიმებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, სოციალური და ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებების დარგების სტუდენტებისთვის;

– ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაერკვეს საკუთარი სექსუალური, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობების სირთულეებში;

– ვისაც სურს ჰქონდეს ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება, დაძლიოს სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკუთარი შიშები და შეზღუდვები და აიმაღლოს თვითშეფასება;

– ვისაც სურს მოიპოვოს ევროპული პროფესიული საზოგადოების აღიარებული სერთიფიკატი და ცოდნის დამადასტურებელი აკრედიტირებული საათები;

– კურსზე განხილული იქნება წყვილთა ინტიმური ურთიერთობაში წარმოშობილი ყველაზე ხშირი სირთულეები – ნაადრევი ეაკულაცია, ერექციული დისფუნქცია, ანორგაზმია, ვაგინიზმი, სექსუალური სურვილის დეფიციტი, პარტნიორული ურთიერთობის სირთულეები, რომლებიც მოგვიანებით შესაძლოა სექსუალური დისფუნქციის ფორმირების საფუძველი გახდეს და გამოიწვიოს ღალატი, განქორწინება.

კურსის გავლის შედეგად

–  შეისწავლით უნიკალურ ტექნიკებს  პროფესიული საქმიანობს ეფექტიანად წარმართვისთვის;

–  შეძლებთ უკეთ გაერკვეთ საკუთარ ურთიერთობებში პარტნიორთან, მეუღლესთან და გააუმჯობესოთ ის;

– მიიღებთ საერთაშორისო ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) სერტიფიკატს, აკრედიტირებული საათების რაოდენობის მითითებით.

1. პროგრამის ფარგლებში გაეცნობით


• ცხოვრების სცენარს ადრეული ბავშვობის პერიოდიდან
• კონფლიქტს კონცეფციებსა და ენერგიას შორის
• მსგავსებასა და განსხვავებას სექსა და სექსუალურობას შორის
• რა არის სიყვარული, სურვილი, კმაყოფილება, ვნება
• რა ხდება ორგაზმს მიღმა

 

ასევე გაეცნობით:
1. სექსუალური დისფუნქციების ბიო – ფსიქოლოგიას

2. წყვილთა სექსუალური დისფუნქციების საკვლევ მეთოდებს

3. წყვილთა სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის 5 საფეხურიან მოდელს:

• საერთო სირთულეების გაგება
• ერთმანეთის გაცნობა
• მოქმედება ბალანსში ყოფნისთვის
• ურთიერთ განსხვავებები, ცვლილება
• ზრდა და განვითარება – სვლა ორგაზმის მიღმა

4. ექსპერიმენტული და სამეცნიერო კვლევების მონაცემებს

5. სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის სხეულზე და მენტალურ სფეროზე ორიენტირებულ ტექნიკებს

6. ფსიქოსექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია, როგორც ინტეგრირებული ფსიქოდინამიკური მიდგომა გამოიყენება მრავალი სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ

შეხვედრების მანძილზე ვუპასუხებთ კითხვებს:

შესაძლებელია ოჯახის გადარჩენა ერექციული დისფუნქციის ფონზე?

• შესაძლებელია ოჯახის გადარჩენა ქალის ლიბიდოს დაქვეითებისა და ანორგაზმიის ფონზე?

• რატომ წყდება წვილებს შორის ინტიმური ურთიერთობები?

• რა შეიძლება გააკეთოს ცოლმა, რათა დაეხმაროს ქმარს ერექციულ დისფუნქციასთან გამკლავებაში?

• რა შეიძლება გააკეთოს ქმარმა, რათა დაეხმაროს ცოლს ვაგინიზმთან გამკლავებაში?

• როგორ მოიქცეს წყვილი დაბალი სექსუალური იმპულსის შემთხვევაში?

სამუშაო დრო:
შაბათი, 30 ივლისი 11.00 – 19.00
კვირა, 31 ივლისი, 11.00 – 19.00

 

კურსის ავტორი და წამყვანია ენვერ ჩესკო
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის, წევრთა კომიტეტის და ეთიკის კომიტეტების წევრი
• ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი (WCP) 2008 წლიდან
• კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი
• პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის ბორდის წევრი
• ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი
• WPC – ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი
• პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის ბორდის წევრი
• ფსიქოლოგიის, პედაგოგიკისა და ფსიქოთერაპიის მაგისტრი (MSc)
• სექსუალური ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციის წევრი (WAS)
• 2016 წლიდან დღემდე რეგულარულად უძღვება ფსიქოსექსოლოგიის შემსწავლელ ტრენინგებსა და ვორქშოპებს მსოფლიოს 20 ქვეყანაში
• 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

mental.academy.geo@gmail.com
598 53 53 88
595 07 81 82

 

დარეგისტრირდი

პროგრამის ავტორი და წამყვანი

ენვერ ცესკო

აკადემიის მოწვეული ტრენერი. ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს ბორდის წევრი (WCP).  კოსოვოს ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 150-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის, წევრთა კომიტეტის და ეთიკის კომიტეტების წევრი . ECP – ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, WPC – ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

პარტნიორები

გამოქვეყნებულია კატეგორიის გარეშე-ში

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის AGM 2019

2019 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართა ინტეგრირებული


ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთო კრება AGM. კრებაზე მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ქართული ორგანიზაციის, ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ “დენდრონის” აკრედიტაციის რატიფიკაცია. სრული აკრედიტებული წევრის სტატუსი უმაღლესი სტატუსია, რომელიც ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ გაიცემა. ეს გულისხმობს ამავდროულად, ორგანიზაციის სასწავლო პროგრამების აკრედიტებას და ECIP სერთიფიცირების სტანდარტებთან კურსდამთავრებულთა შესაბამისობის აღიარებას.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია, პრაღა 2018

2018 წლის 12-15 ოქტომბერს პრაღაში ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეგიდით და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ორგანიზებით გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია: Roots and Gifts of Integrative Psychotherapy. კონფერენციაზე ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული სტუმრის სტატუსით წარმოაგენდა მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელძღვანელი, მაია ბეგაშვილი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მნიშვნელობისა და მისი თერაპიული უპირატესობების შესახებ ცალკე აღებულ სხვა მიმდინარეობებთან, ასევე გაკეთდა პროგნოზები უახლოესი ასწლეულის ფსიქოთერაპიის სახეცვლილების შესახებ.

Close-up, abstract view of architecture.

Open Spaces

See case study ↗

Forest.

Even a child knows how valuable the forest is. The fresh, breathtaking smell of trees. Echoing birds flying above that dense magnitude. A stable climate, a sustainable diverse life and a source of culture. Yet, forests and other ecosystems hang in the balance, threatened to become croplands, pasture, and plantations.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის AGM 2019

2019 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთო კრება AGM. კრებაზე მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ქართული ორგანიზაციის, ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ “დენდრონის” აკრედიტაციის რატიფიკაცია. სრული აკრედიტებული წევრის სტატუსი უმაღლესი სტატუსია, რომელიც ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ გაიცემა. ეს გულისხმობს ამავდროულად, ორგანიზაციის სასწავლო პროგრამების აკრედიტებას და ECIP სერთიფიცირების სტანდარტებთან კურსდამთავრებულთა შესაბამისობის აღიარებას.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცი