პროგრამები
გამოცხადებულია მიღება
პროგრამა აკრდიტებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა EAP და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP მიერ. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულებს პირდაპირი მინიჭების წესით მიიღონ ECP და ECIP ევროპული სერტიფიცირება და აწარმოონ ფსიქოთერაპიული პრაქტიკა.
პროგრამის ხანგრძლივობა – 5 წელი.
პროფესიული დახელოვნება ფსიქოლოგიაში
პროგრამის მიზანია ფსიქოკონსულტირების პრაქტიკის განსახორციელებლად გადაამზადოს ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებებში კვალიფიცირებული პირები. კურსის ხანგრძლივობა – 1 წელი.
პროგრამა საშუალებას აძლევს პრაქტიკოს ფსიქოკონსულტანტებს გაიარონ სუპერვიზია წამყვან სუპერვიზორებთან.
მოკლევადიანი პროგრამები კვალიფიკაციის ამაღლებისთვის
პროგრამა საშუალებას აძლევს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებს აითვისონ და საკუთარ პრაქტიკაში დანერგონ სექსუალურ დისფუნქციებთან მუშაობის ტექნიკა.
კურსის მონაწილეები გაეცნობიან ხასიათის თავისებურებებისა და პიროვნულ აშლილობების აღწერასა და ფუნქციონიების მექანიზმებს, მათთან მუშაობის გზებს სესიების დაწყებიდან მათ ეფექტურ დასრულებამდე.
კურსი ტარდება ორი EAPTI ინსტიტუტის, აკადემიისა და ინტეგრირებული კვლევის, კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ასოციაციის თანამშრომლობით. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ჰიპნოთერაპიის უნიკალურ, ვალიდურ მეთოდოგიასა და ტექნიკებს ჰიპნოტური მდგომარეობებისა და ტრანსის ფორმირების და მასში მუშაობის სახით პროფესიული საქმიანობს ეფექტიანად წარმართვისთვის.